ზახარ ეფიმენკო
ზახარ ეფიმენკო ((უკრ. Захар Єфименко), (ინგლ. Zahar Efimenko) დ. 3 ივლისი, 1985, მაკიივკა, უკრაინის სსრ, სსრკ) ― უკრაინელი მოჭადრაკე, დიდოსტატი (2002), სპორტის დამსახურებული ოსტატი, უკრაინის ჩემპიონი 2006 წელს. უკრაინის ნაკრების შემადგენლობაში 2010 წლის ოლიმპიური ჩემპიონი[1].
ზახარ ეფიმენკო, ევროპის საკლუბო ჩემპიონატი. 2013 წელი | |
ქვეყანა (სპორტი) | უკრაინა |
---|---|
ეროვნება | უკრაინელი |
დაბადების თარიღი | 3 ივლისი, 1985 |
დაბადების ადგილი | მაკიივკა, უკრაინის სსრ, სსრკ |
წოდება | დიდოსტატი (2002) |
ფიდე რეიტინგი | 2597 (მაისი 2022) |
მაქსიმალური რეიტინგი | 2708 (მარტი 2011) |
ბიოგრაფია
რედაქტირებაზაჰარი 1985 წლის 3 ივლისს, დონეცკის ოლქის, ქალაქ მაკიივკაში დაიბადა. ერთი წლის შემდეგ ოჯახი საცხოვრებლად უჟჰოროდში გადავიდა. ჭადრაკის თამაში 6 წლისას მამამ, ალექსანდრემ ასწავლა. 1992 წლიდან უჟჰოროდის N 20 სკოლაში დაიწყო სწავლა და მისი პირველი მწვრთნელი ამავე სკოლის მასწავლებელი ალექსანდრა ზელკინა იყო. შემდეგ მომზადება ფიდეს ოსტატ ვასილ პროკოპიშინთან გააგრძელა. 1994 წელს მას უკრაინის ყველაზე ცნობილი მწვრთნელები ამზადებდნენ, ივან მოსეენკო-ატრემიშინი და ზახარ პროკოპი. მომდევნო წელს წარმატებებიც წამოვიდა, ოლქის პირველობაზე სპორტის ოსტატის წოდება შეასრულა, ხოლო 1997 წელს უკრაინის 12 წლამდელთა ჩემპიონატზე მეოთხე ადგილი დაიკავა.
1998 წელს სტამბოლში მსოფლიოს ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე უკრაინის ნაკრების შემადგენლობაში მეორე ადგილი დაიკავა. ავსტრიულ მურეკში ევროპის 12 წლამდელთა ჩემპიონატზე მესამე-მეხუთე ადგილები გაინაწილა, ხოლო ოროპესა-დელ-მარში მსოფლიოს 12 წლამდელებში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 1999 წელს კარპატების ოლქის ჩემპიონი გახდა ზრდასრულ მამაკაცთა შორის. ოქროს მედალი აიღო უკრაინის 14 წლამდელებში. ზახარმა უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში, არტეკში, 16 წლამდელთა ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიგო[2]. სექტემბერში კი ოროპესა-დელ-მარში მსოფლიოს 14 წლამდელებში გახდა ჩემპიონი. 2000 წელს 16 წლამდელთა ოლიმპიადაზე ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ვერცხლის მედალი აიღო, ხოლო კრასნოდარში საერთაშორისო ტურნირი მოიგო. 2001 წელს ნიდელრანდებში, ქალაქ ჰენგელოში Stork Young Masters მოიგო. ბალატონლელში ევროპის 18 წლამდელთა გუნდურ ჩემპიონატზე უკრაინის ნაკრების შემადგენლობაში ოქროს მედალს დაეუფლა. უკრაინის 16 წლამდელთა წლის საუკეთესო სპორტსმენების „საუკეთესო ათეულში“ მე-5 ნომრად მოხვდა.
2005 წლის იანვარ-თებერვალში Gibraltar Chess Festival-ზე პირველ-მეხუთე ადგილები გაიყო. აგვისტო-სექტემბერში რივნეში უკრაინის ჩემპიონატზე ფინალში გავიდა, თუმც ალექსანდ არეშჩენკოსთან 2,5:3,5 დამარცხდა და ვერცხლს დასჯერდა. ნოემბერ-დეკემბერში ხანტი-მანსიისკში ფიდეს მსოფლიოს თასზე მესამე ეტაპამდე მივიდა. გათამაშებაში ეფიმენკო 128 მონაწილეს შორის რეიტინგით 51-ე იყო და ფრანსისკო ვალეხომ პონსმა გამოაგდო 1:3. 2006 წელს პოლტავაში უკრაინის ჩემპიონი გახდა, ფინალში იური დროზდოვსკი დაამარცხა 1,5:0,5[3]. 2007 წლის სექტემბერში მენის კუნძულზე გამართულ საერთაშორისო ტურნირზე პირველ-მეექვსე ადგილები გაინაწილა. 2008 წელს ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე კიევის PVK-ს შემადგენლობაში გუნდურ ბრინჯაოს დაეუფლა. 2009 წელს ხანტი-მანსიიკში ფიდეს მსოფლიოს თასზე პირველივე ეტაპზე დაასრულა ასპარეზობა. იგი რეიტინგით 37-ე იყო და ჯილბერტო მოლოსთან დამარცხდა 0,5:1,5. 2010 წლის მარტში რიეკაში ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატზე 5 პარტია მოიგო, 6 ყაიმით ითამაშა, მეოთხე ადგილზე დაასრულა გამოსვლა და მედლამდე ნახევარი ქულა დააკლდა. მაისში სარაევოში ბოსნიის საერთაშორისო ტურნირზე ვიქტორ ბოლოგანთან ერთად პირველ-მეორე ადგილები გაიყო.
2011 წლის ივნისში კიევში უკრაინის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიგო. შეჯიბრი წრიული სისტემით ჩატარდა და ზახარმა 11 პარტიიდან 3 იმარჯვა, 8 ყაიმით დაასრულა. აგვისტო-სექტემბერში ხანტი-მანსიისკში ფიდეს მსოფლიოს თასზე მესამე ეტაპამდე მივიდა. იგი 29-ე ნომრად იყო განთესილი და რუსლან პონომარიოვთან დამარცხდა 1,5:2,5. დეკემბერში ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე სანკტ-პეტერბურგის კლუბ „სპეტის“ შემადგენლობაში გუნდურ ოქროს მედალს დაეუფლა. იგი მეოთხე დაფაზე თამაშობდა, 2 მოიგო, 4 ყაიმით დაასრულა და ინდივიდუალურად მეხუთე ადგილს დასჯერდა. მომდევნო წელს იგივე კლუბის შემადგენლობაში გუნდური ვერცხლი და ინდივიდუალური ბრინჯაოი აიღო. 2013 წლის ივლისში აბუ დაბის საჭადრაკო ფესტივალზე პირველ-მეოთხე ადგილებზე გავიდა[4]. 2014 წელს „Qatar Masters Open 2014“-ის ტურნირზე მეექვსე ადგილი დაიკავა. ვროცლავში ევროპის ჩემპიონატზე ელვისებურ ჭადრაკში მეშვიდე ადგილს დასჯერდა. ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე ინდივიდუალური ვერცხლი აიღო, გუნდი კი მეცხრეზე გავიდა.
2015 წლის ივლისში „კარენ არსიანის მემორიალზე“ მე-4-7 ადგილები გაინაწილა. დეკემბერში ლვივში უკრაინის ჩემპიონატზე ანდრეი ვოლოკიტინთან და მარტინ კრავცივთან ერთად 7 ქულით პირველზე გავიდა, თუმც დამატებითი მაჩვენებლებით ბრინჯაო მიიღო[5]. ცხოვრობს მუკაჩევოში.
უკრაინის ნაკრები
რედაქტირებაუკრაინის ნაკრების შემადგენლობაში 2003-2013 წლებში რვა დიდ ტურნირზე გამოვიდა, სამ საჭადრაკო ოლიმპიადაზე, ოთხ ევროპის და ერთ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატებზე. ოლიმპიადაზე ერთხელ გუნდური ოქრო და ინდივიდუალური ვერცხლი მოიგო, მსოფლიოზე და ევროპაზე კი თითო გუნდური ბრინჯაო. სულ ნაკრების შემადგენლობაში 60 პარტია ჩაატარა და 35 ქულა შესძინა, აქედან 18 მოიგო, 8 წააგო და 34 ყაიმით დაასრულა. შედეგიანობა 58%.
წელი | ტურნირი | ჩატარების ადგილი | ქვეყანა | დაფა | რეიტინგი | + | = | − | შედეგი | % | ტურნირის რეიტინგი | გუნდური შედეგი | პირადი შედეგი |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
2003 | ევროპის ჩემპიონატი | პლოვდივი | უკრაინა | სარეზერვო | 2547 | 1 | 2 | 1 | 2 з 4 | 50 | 2484 | 5 | |
2006 | საჭადრაკო ოლიმპიადა | ტურინი | უკრაინა | სარეზერვო | 2648 | 1 | 3 | 2 | 2,5 з 6 | 41,7 | 2452 | 8 | |
2008 | საჭადრაკო ოლიმპიადა | დრეზდენი | უკრაინა | 4 | 2680 | 5 | 2 | 2 | 8,5 з 11 | 66,7 | 2726 | 4 | 5 |
2009 | ევროპის ჩემპიონატი | ნოვი სადი | უკრაინა | 3 | 2654 | 1 | 7 | 0 | 4,5 з 8 | 56,3 | 2616 | ბრინჯაო | 19 |
2010 | საჭადრაკო ოლიმპიადა | ხანტი-მანსიისკი | უკრაინა | 4 | 2683 | 6 | 5 | 0 | 8,5 з 11 | 77,3 | 2783 | ოქრო | ვერცხლი |
2011 | მსოფლიოს ჩემპიონატი | ნინბო | უკრაინა | 3 | 2706 | 0 | 8 | 0 | 4 з8 | 50 | 2680 | ბრინჯაო | 5 |
2011 | ევროპის ჩემპიონატი | პორტო კარასი | უკრაინა | სარეზერვო | 2702 | 3 | 3 | 2 | 4,5 з 8 | 56,3 | 2628 | 15 | 7 |
2013 | ევროპის ჩემპიონატი | ვარშავა | უკრაინა | 3 | 2657 | 1 | 4 | 1 | 3з 6 | 50 | 2609 | 9 | 9 |
ოჯახი
რედაქტირებაეფიმენკო 2015 წლის 25 აპრილს ქალთა შორის ფიდეს საერთაშორისო ოსტატ მარია ტანციურაზე დაქორწინდა[6].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Ukraine wins Chess Olympiad 2010 (updated). ციტირების თარიღი: 2017-08-07
- ↑ 5th World Youth U16 Chess Olympiad: Artek 1999
- ↑ Чемпіонат України-2006:Єфименко переміг з другої спроби. ციტირების თარიღი: 23 жовтня 2013.
- ↑ „Kurnosov wins 20th Abu Dhabi Chess Festival 2013“. Chess News. 2013-07-08. ციტირების თარიღი: 2017-08-07.
- ↑ GM Andrei Volokitin is the 2015 Ukraine Chess Champion (2015-12-14). ციტირების თარიღი: 2017-08-07
- ↑ Ефименко Марья (Танцюра). Facebook. ციტირების თარიღი: 20 June 2021