ზაფხულის ცხენისკბილა[1] (ლათ. Leucojum aestivum) — ბოლქვიანი მცენარე ამარილისისებრთა ოჯახისა. აქვს უფოთლო, წახნაგებიანი ღერო; 10 ხაზური ფორმის ფოთოლი, 9-10-ყვავილიანი გრძელი ყვავილედი ქოლგა ღეროზე. ყვავილი თეთრია, წვერში მწვანე ლაქებით. ყვავილობისა და ნაყოფმსხმოიარობის პერიოდია მარტ-მაისი. გავრცელებულია ჩრდილოეთ კავკასიის დასავლეთ ნაწილში, სამხრეთ ევროპაში, ყირიმში, ახლო აღმოსავლეთში; საქართველოში მხოლოდ დასავლეთ ნაწილშია ცნობილი. იზრდება ზღვის სანაპირო ჭაობებში, დაჭაობებულ მდელოებზე, მურყნარებში, არხების ნაპირებზე.[2]

ზაფხულის ცხენისკბილა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ერთლებნიანები
რიგი:  სატაცურისნაირნი
ოჯახი:  ამარილისისებრნი
გვარი:  ცხენისკბილა
სახეობა:  ზაფხულის ცხენისკბილა
ლათინური სახელი
Leucojum aestivum L., 1759
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 164488
  1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 250.
  2. სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 32.