ზაურ ციხელაშვილი

ქართველი, ინჟინერი და მეცნიერი
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ზაურ ციხელაშვილი (დ.23 ოქტომბერი, 1945, დმანისი) — ქართველი ინჟინერი და მეცნიერი.

ზაურ ციხელაშვილი
დაბ. თარიღი 23 ოქტომბერი, 1945(1945-10-23) (79 წლის)
დაბ. ადგილი დმანისი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა ინჟინერი და მეცნიერი

1970 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი წყალმომარაგებისა და წყალარინების სპეციალობით.

1970-1971 წლებში მუშაობდა თბილისის საშენი მასალების სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად. 1971-1981 წლებში პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამრეწველო და კომუნალური წყალმომარაგებისა და წყალარინების სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორისს უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი იყო. 1981-1995 წლებში არჩეულ იყო პოლიტექნიკური ინსტიტუტის (შემდეგ ტექნიკური უნივერსიტეტი) წყალმომარაგებისა და წყალარინების კათედრის დოცენტად. პედაგოგიურ საქმიანობის პარალელურად ეწეოდა სამეცნიერო-კვლევით მოღვაწეობას ქალაქების — თბილისის, ბათუმის, გორის, ცხინვალისა და სხვა მსხვილი ქალაქების წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია-ინტენსიფიკაციის საკითხებში. 1981-1982 წლებში სამეცნიერო სტაჟირებით იმყოფებოდა უნგრეთში, ბუდაპეშტის ტექნიკურ უნივერსიტეტში, სადაც დაამუშავა წყალმომარაგების პროცესის მოდელირებისა და პროგნოზირების პირობები ქალაქი პეჩის სადისპეტჩერო სამსახურის ოპერატიულ მართვაში გამოსაყენებლად. 1999 წელს მისი ხელმძღვანელობით ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩამოყალიბდა „ჰიდროსაინჟინრო დარგების განვითარების ლოჯისტიკური სამეცნიერო-სასწავლო ცენტრი“. მონაწილეობდა საერთაშორისო და რესპუბლიკურ სიმპოზიუმებსა და კონფერენციებში. გამოქვეყნებული აქვს 90 სამეცნიერო ნაშრომი და 3 მონოგრაფია. 1976 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. 1995 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. 1995 წლიდან არჩეულ იქნა იმავე კათედრის პროფესორად.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. თბ., 2017, გვ. 673

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება