ზარდიანთკარი
ზარდიანთკარი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში (შიდა ქართლის მხარე), გორის მუნიციპალიტეტში (მერეთის ადმინისტრაციული ერთეული).
სოფელი | |
---|---|
ზარდიანთკარი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | შიდა ქართლის მხარე |
მუნიციპალიტეტი | გორის მუნიციპალიტეტი |
თემი | მერეთი |
კოორდინატები | 42°13′45″ ჩ. გ. 44°05′08″ ა. გ. / 42.229278° ჩ. გ. 44.08556° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 960 მ |
მოსახლეობა | 28[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 78,6 % ოსები 21,4 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
მდებარეობს ტირიფონის ვაკეზე (შიდა ქართლის ვაკის ჩრდილოეთი ნაწილი), მდ. ჭარებულის (აძურის მარჯვენა შენაკადი; ლიახვის აუზი) მარცხენა ნაპირას, ზღვის დონიდან 960 მ-ზე, ქ. გორიდან 28 კმ-ის დაშორებით.
ისტორია
რედაქტირებაზარდიანთკარში გამოვლენილია გვიანდელი ბრინჯაო – ადრინდელი რკინის ხანის გორანამოსახლარი.
ზარდიანთკარი ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მდებარე სოფელია, უშუალოდ ემიჯნება რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიას, კერძოდ სოფ. ხელჩუას (ერედვის მუნიციპალიტეტი). სოფელი მნიშვნელოვნად დააზარალა რუსეთის სამხედრო აგრესიამ 2008 წლის აგვისტოში, შემდეგ კი — უკანონო „ბორდერიზაციის“ პროცესმა. 2012 წლის ივლისში სოფლის სიღრმეში ქართული საპოლიციო საგუშაგოს განთავსების შემდეგ 2008 წლის აგვისტოდან დევნილმა მოსახლეობის ნაწილმა ზარდიანთკარში დაბრუნება შეძლო.[2]
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობს 28 ადამიანი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით მოსახლეობის 68 %-ს წარმოადგენდნენ ქართველები, ხოლო 32 %-ს ოსები.[3]
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[3] | 117 | 54 | 63 |
2014[1] | 28 | 14 | 14 |
ლიტერატურა
რედაქტირება- გვასალია ჯ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 311.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი, 2016.
- ↑ აფციაური გ., ზარდიანთკარში ნახევრად გაკეთებული საქმე, „რადიო თავისუფლება“, ივნისი 14, 2023.
- ↑ 3.0 3.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II