ვოტკინსკის წყალსაცავი
ვოტკინსკის წყალსაცავი (რუს. Воткинское водохранилище) — წყალსაცავი რუსეთში, პერმის მხარესა და უდმურტეთის ტერიტორიაზე. მდებარეობს მდინარე კამაზე. წარმოქმნილია ამავე დასახელების ჰიდროელექტროსადგურის კაშხლით. შეივსო 1962–1964 წლებში. ფართობი 1120 კმ², მოცულობა 9,4 კმ³, სიგრძე 365 კმ, უდიდესი სიგანე 9 კმ, საშუალო სიღრმე 8,4 მეტრი. წყლის დონე მერყეობს 4 მეტრის ფარგლებში. წყალსაცავის საშუალებით ხორციელდება ჩამონადენის სეზონური რეგულირება. შეიქმნა ენერგეტიკისა და წყლის ტრანსპორტის ინტერესებისთვის. განვითარებულია თევზჭერა (კაპარჭინა, წერი, ფარგა, იდი და სხვ.). წყალსაცავის ნაპირებზეა ქალაქები: პერმი, კრასნოკამსკი, ნიტვა, ოხანსკი, ოსა, ჩაიკოვსკი.[1]
ვოტკინსკის წყალსაცავი | |
---|---|
რუს. Воткинское водохранилище | |
კოორდინატები: 57°10′ ჩ. გ. 55°00′ ა. გ. / 57.167° ჩ. გ. 55.000° ა. გ. | |
ქვეყანა | რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | პერმის მხარე, უდმურტეთი |
სიგრძე | 365 კმ |
სიგანე | 9 კმ |
ფართობი | 1120 კმ² |
მოცულობა | 9,4 კმ³ |
საშუალო სიღრმე | 8,4 მ |
მდინარე | კამა |
შევსების წელი | 1962–1964 |
ჰესი | ვოტკინსკის ჰესი |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Воткинское водохранилище // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 5 — М., 1971.