ჩაიკოვსკი (რუს. Чайко́вский) — ქალაქი (1962 წლიდან; სახელი ეწოდა პეტრე ჩაიკოვსკის პატივსაცემად) რუსეთის პერმის მხარეში, ვოტკინსკის წყალსაცავის ნაპირზე. ჩაიკოვსკის რაიონის ცენტრი. ქალაქში მდებარეობს რკინიგზის სადგური საიგატკა. 2017 წლის მონაცემებით მისი მოსახლეობა 83 486 კაცს შეადგენს.[3] სამრეწველო ობიექტები: აბრეშუმის ქსოვილების კომბინატი, ქარხნები — „სტროიდეტალი“, სარემონტო-მექანიკური, ხე-ტყის, რძის, სინთეზური კაუჩუკის; ხორცკომბინატი. ჩაიკოვსკში მდებარეობს თერმოელექტროცენტრალი. საგანმანათლებლო ობიექტები: პერმის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ფილიალი, მსუბუქი მრეწველობის პოლიტექნიკუმი, სამედიცინო და სამუსიკო სასწავლებლები. კულტურული ობიექტები: მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, სამხატვრო გალერეა.

ქალაქი
ჩაიკოვსკი
დროშა გერბი
[1]

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
კოორდინატები 56°46′00″ ჩ. გ. 54°07′00″ ა. გ. / 56.76667° ჩ. გ. 54.11667° ა. გ. / 56.76667; 54.11667
დაარსდა 1955
ფართობი 31 კვადრატული კილომეტრი
ცენტრის სიმაღლე 95 მეტრი
მოსახლეობა 75 324 (2023)[2]
სატელეფონო კოდი 34241
საფოსტო ინდექსი 617760–617766
ოფიციალური საიტი http://www.chaikovskiy.ru
ჩაიკოვსკი (ქალაქი) — რუსეთი
ჩაიკოვსკი (ქალაქი)

დაძმობილებული ქალაქები

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 https://чайковскийрайон.рф/
  2. https://rosstat.gov.ru/compendium/document/13282Росстат, 2023.
  3. Account Suspended. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25.12.2014. ციტირების თარიღი: 18.12.2017.