ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ვოლოდიმირ სავონი ((უკრ. Володи́мир Андрійович Саво́н), (ინგლ. Vladimir Savon) დ. 26 სექტემბერი, 1940 – გ. 31 მაისი, 2005) ― უკრაინელი მოჭადრაკე, დიდოსტატი (1973). 1969 წელს გახდა უკრაინის ჩემპიონი, ხოლო 1971 წელს სსრკ-ს. 1972 წლის საჭადრაკო ოლიმპიადაზე სსრკ-ს ნაკრების შემადგენლობაში ოქროს მედლის მფლობელი.

ვოლოდიმირ სავონი

ვლადიმირ სავონი. 1972 წელი
ქვეყანა (სპორტი)

საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ,

უკრაინის დროშა უკრაინა
ეროვნება უკრაინელი
დაბადების თარიღი 26 სექტემბერი, 1940
დაბადების ადგილი ჩერნიჰივი, უკრაინის სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 31 მაისი, 2005 (64 წლის)
გარდაცვალების ადგილი ხარკივი, უკრაინა
წოდება დიდოსტატი (1973)
მაქსიმალური რეიტინგი 2595 (ივლისი 1972)

ბიოგრაფია

რედაქტირება

ვოლოდიმირ სავონი 1940 წელს ჩერნიჰივში დაიბადა. ჭადრაკის თამაში გვიან 13 წლისამ ისწავლა და 18 წლისა უკრაინის ჩემპიონატზე გამოვიდა. შეჯიბრზე ძლიერმა შემადგენლობამ მოიყარა თავი და მათ შორის მე-6-8 ადგილზე გავიდა. სავონმა 6 მოიგო, 2 წააგო, 13 ყაიმით დაასრულა.

1961 წელს 21 წლისამ სსრკ-ს ჩემპიონატზე იასპარეზა. 4 მოიგო, 9 წააგო, 7 ყაიმით დაასრულა და 21 მონაწილეს შორის მე-17-18 ადგილებს დასჯერდა.

1960 წლიდან 1967 წლამდე სსრკ-ს სტუდენთა ნაკრების შემადგენლობაში 6 მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზა და ხუთჯერ ჩემპიონი გახდა[1]. პირველად 1960 წელს მეორე სარეზერვო დაფაზე იჯდა და გუნდურ ვერცხლს დაეუფლა. ორ წელიწადში მეორე დაფაზე მოთამაშემ ორი ოქრო აიღო, გუნდური და ინდივიდუალური. მესამე დაფაზე იჯდა 1964 წელს და კვლავ გუნდური ოქრო მოიპოვა. პირველ დაფაზე თამაშობდა მომდევნო სამი წელიწადი და სამივეჯერ მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. 1965 წელს საკუთარ დაფაზეც საუკეთესო იყო და მეორე ინდივიდუალური ოქრო მოიგო.

სტუდენტთა ნაკრების პარალელურად სხვა საერთაშორისო შეჯიბრებებზეც გამოდიოდა და 1965 წელს ბუდაპეშტის ტურნირზე იმარჯვა. 1969 წელს ივანო-ფრანკივსკში უკრაინის 38-ე ჩემპიონატზე ოქროს მედალი აიღო. სავონმა 7 პარტია მოიგო, 7 ყაიმით დაასრულა, ერთი კი წააგო და პირველზე გენადი კუზმინთან ერთად გავიდა. ჩემპიონის გამოსავლენად ოთხი პარტია უნდა ეთამაშათ, თუმც ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს რომ ოქროს მედალი ორივე მოჭადრაკისთვის მიეცათ. მომდევნო წელს ორ ტურნირზე იმარჯვა, დებრეცენში და მოსკოვში.

1971 წელს ლეგინგრადში (ახლანდელ სანკტ-პეტერბურგში) სსრკს ჩემპიონი გახდა. მან 9 პარტია მოიგო, 12 ყაიმით დაასრულა და უახლოეს მდევრებს 1,5 ქულით აჯობა. საერთაშორისო ოსტატმა უძლიერესი კონკურენტები ჩამოიტოვა, მომავალი მსოფლიოს ჩემპიონი ანატოლი კარპოვი, ორი ექს-ჩემპიონი ვასილი სმისლოვი და მიხაილ ტალი. მარკ ტაიმანოვმა და ბერნარდ კაფერტიმ თავიანთ წიგნში, რომელიც საბჭოთა კავშირს ჩემპიონატს შეეხებოდა, სავონის გამარჯვება ასე შეაფასეს: „ბოლო ათწლეულის ყველაზე ნაკლებადსავარაუდო შედეგი.“

1972 წელს სექტემბერ-ოქტომბერში სკოპიეში სსრკ-ს ნაკრების შემადგენლობაში ოლიმპიადაზე იასპარეზა და გუნდური ოქროს მედალი აიღო. იგი სარეზერვო დაფაზე თამაშობდა და 3 მოიგო, 2 წააგო, 2 კი ყაიმით დაასრულა[2]. იმავე წელს სოხუმის საერთაშორისო ტურნირზე მეორეზე გავიდა, მიხაილ ტალის შემდეგ. 1973 წელს პეტროპოლისში საერთაშორისო ზონალურ ტურნირზე გამოვიდა, 5 მოიგო, 3 წააგო, 8 ყაიმით დაასრულა და 18 მონაწილეს შორის მერვე ადგილზე გავიდა. იმავე წელს დიდოსტატის წოდება მიიღო. ორ წელიწადში ვილნიუსში ზონალურ ტურნირზე თავიდან პირველ-მეოთხე ადგილები გაიყო, თუმც შემდეგ დამატებით მატჩ-ტურნირზე ვერ იყოჩაღა და მომდევნო ეტაპზე ვერ გავიდა.

1977 წელს ლიუბლიანის ტურნირი მოიგო, პორტოროჟში კი მეორე იყო ბენტ ლარსენის შემდეგ. 1991 წელს სსრკ-ს ბოლო ჩემპიონატზე წარუმატებლად გამოვიდა, 8 წააგო, სამი ყაიმით დაასრულა და 64 მონაწილეს შორის 58-ე ადგილს დასჯერდა. მომდევნო წელს ალუშტას ტურნირზე იასპარეზა და მესამე ადგილზე გავიდა. სავონმა მწვრთნელობა დაიწყო, თუმც ხანდახან ტურნირებზე თამაშობდა. ბოლოს სატკაში, დსთ-ს ვეტერანთა ტურნირზე იმარჯვა.

გარდაიცვალა 2005 წელს, 65 წლისა ხარკივში. [3]

განათლება

რედაქტირება

ხარკოვის კარაზინის ეროვნულ უნივერსიტეტში ეკონომიკური ფაკულტეტი დაამთავრა.

სამწვრთნელო საქმიანობა

რედაქტირება

1996-2001 წლებში საჭადრაკო კლუბ „იურაკადემიას“ ავარჯიშებდა, შემდეგ კრამატორსკის საჭადრაკო კლუბის მომზადება გააგრძელა, რომლის წევრებიც 2004 წელს უკრაინის ნაკრების შემადგენლობაში ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ.

გამოსარჩევი პარტიები

რედაქტირება

1971 წელს სსრკ-ს ჩემპიონატი, მეორე ტური: იური ბალაშოვი 0:1 ვლადიმირ სავონი[4]

მეტოქეებმა ბენონის დაცვა გაითამაშეს. სავონმა მსუბუქი ფიგურებით იერიშებს მიმართა, ბალაშოვმა შეტევა მოიგერია და თავად ლაზიერის ფლანგიდან დაარტყა. სავონმა e ხაზზე პაიკის გაყვანა დაიწყო, თანდათან უპირატესობაც მოიპოვა და 48-ე სვლაზე იმარჯვა.

1.d4 Nf6 2.c4 c5 3.d5 e6 4.Nc3 exd5 5.cxd5 d6 6.Nf3 g6 7.e4 Bg7 8.Be2 0-0 9.0-0 Bg4 10.Bf4 Re8 11.Qc2 Na6 12.h3 Bxf3 13.Bxf3 Qb6 14.b3 Nd7 15.a3 Bd4 16.Rad1 Ne5 17.Be2 Rac8 18.Na4 Qd8 19.Bb5 Rf8 20.Bh6 Nc7 21.Bxf8 Nxb5 22.Bh6 Nxa3 23.Qc1 Nb5 24.Be3 Nd7 25.Rde1 Qe7 26.Bxd4 Nxd4 27.Re3 b5 28.Nc3 Nxb3 29.Qa3 Nd4 30.Qxa7 b4 31.Qa6 Rb8 32.Na4 Nc2 33.Re2 b3 34.Rb1 Kg7 35.Nc3 Nd4 36.Re3 Nc2 37.Re2 Nd4 38.Re3 Rb6 39.Qf1 Nc2 40.Rg3 Nf6 41.Qd3 Rb4 42.f4 Rd4 43.Qe2 c4 44.e5 dxe5 45.fxe5 Ne4 46.Nxe4 Qxe5 47.Rf1 Rxe4 48.Qf3 f5 0-1

1971 წელს სსრკ-ს ჩემპიონატი, მეცამეტე ტური, ვლადიმირ სავონი 1:0 რომან ჯინჯიხაშვილი[5]

მეტოქეებმა სიცილიური დაცვა გაითამაშეს, მსუბუქი ფიგურების გავითარებას შეუდგნენ და გაცვლებს მიმართეს. ვლადიმირმა ლაზიერის ფლანგიდან შეუტია, შავ მეფეს დაცვა მოუშალა და 27-ე სვლაზე დაამარცხა.<ref>

1.e4 c5 2.Nf3 e6 3.d4 cxd4 4.Nxd4 Nf6 5.Nc3 d6 6.g4 h6 7. Rg1 Nc6 8. Be3 a6 9.h3 Bd7 10.f4 Qc7 11.Qd2 b5 12.Bd3 Nxd4 13.Bxd4 Bc6 14.Qe2 e5 15.Nd5 Nxd5 16.exd5 Bxd5 17.fxe5 0-0-0 18.0-0-0 Qc6 19.Rgf1 dxe5 20.Bxe5 f6 21.Bf5+ Kb7 22.Rxd5 Rxd5 23.Be4 Bc5 24.Rd1 Ka7 25.Bxd5 Qe8 26.Be6 fxe5 27. Qxe5 1-0

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. WORLD STUDENT TEAM CHESS CHAMPIONSHIP
  2. 20th Chess Olympiad: Skopje 1972
  3. Pein, Malcolm (2005-06-02). „Ukraine loses GM Savon“ (ინგლისური). ISSN 0307-1235. ციტირების თარიღი: 2019-10-16.
  4. Yuri S Balashov vs Vladimir Savon.
  5. Vladimir Savon vs Roman Dzindzichashvili.