ვოლოდარსკოე
ვოლოდარსკოე, ყოფ. ვოლოდაროვკა — სოფელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, სოხუმის მუნიციპალიტეტში (ახალსოფლის თემი).
მდებარეობს შავიზღვისპირა ბორცვიან დაბლობზე, ზღვის დონიდან 120 მ-ზე, სოხუმიდან 3 კმ-ის დაშორებით. 1989 წლის აღწერით სოფელში იყო 453 მცხოვრები (ქართველები 73 %).
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 285.