ვლადიმირ პრელოგი

ხორვატული წარმოშობის შვეიცარიელი ქიმიკოსი

ვლადიმირ პრელოგი (ხორ. Vladimir Prelog; დ. 23 ივლისი 1906, სარაევო – გ. 7 იანვარი 1998, ციურიხი) — შვეიცარიელი ქიმიკოსი, ხორვატული წარმოშობისა. ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი, ნობელის პრემიის ლაურეატი ქიმიის დარგში 1975 წელს.

ვლადიმირ პრელოგი
ბოსნ. Vladimir Prelog
დაბ. თარიღი 23 ივლისი, 1906(1906-07-23)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9]
დაბ. ადგილი სარაევო[10]
გარდ. თარიღი 7 იანვარი, 1998(1998-01-07)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] (91 წლის)
გარდ. ადგილი ციურიხი
დასაფლავებულია მიროგოის სასაფლაო
მოქალაქეობა  ავსტრია-უნგრეთის იმპერია
იუგოსლავიის სამეფო
 შვეიცარია
საქმიანობა ქიმიკოსი[11] , უნივერსიტეტის პროფესორი და ინჟინერი
მუშაობის ადგილი Faculty of Pharmacy and Biochemistry[12] და ციურიხის შვეიცარიის უმაღლესი ტექნოლოგიური სკოლა
ალმა-მატერი III Gymnasium Osijek[13] და პრაღის ჩეხეთის ტექნიკური უნივერსიტეტი
ჯილდოები ნობელის პრემია ქიმიაში[14] [15] , ავგუსტ ვილჰელმ ჰოფმანის მედალი[16] , მარსელ ბენუას პრემია, ასწლეულის პრემია, დევის მედალი[17] , ზაგრების უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ვაიცმანის ინსტიტუტის საპატიო დოქტორი, სარაევოს საპატიო მოქალაქე, ოსიეკის საპატიო მოქალაქე, Order of Danica Hrvatska[18] , სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი[19] , Roger Adams Award in Organic Chemistry[20] , Paracelsus Prize[21] , Robert Robinson Award[22] და doctor honoris causa from the University of Paris[23]

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა სარაევოში 1906 წლის 23 ივლისს. 1914 წელს 8 წლის პრელოგი შეესწრო სარაევოს მკვლელობას. პირველი მსოფლიო ომის დაწყებიდან მალევე ოჯახი ზაგრებში გადადის საცხოვრებლად, სადაც პრელოგი სწავლობს გიმნაზიაში. 1924 წლიდან პრაღის ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტია. მისი სამეცნიერო ხელმძღვანელია ემილ ვოტოჩეკი, ხოლო ვოტოჩეკის ასისტენტი, რუდოლფ ლუკეში, აქტიურად ეხმარებოდა ახალგაზრდა სტუდენტს ქიმიის შესწავლაში და დააინტერესა იგი ორგანული ქიმიით.

დიდი დეპრესიის გამო აკადემიური პოზიციები ძალიან მცირე იყო, ამიტომ პრელოგმა მუშაობა დაიწყო პრეზას კერძო ლაბორატორიაში, რომელიც იშვიათ ქიმიკატებზე მუშაობდა. 1935 წელს მას ზაგრების უნივერსიტეტში იწვევენ ლექტორად. იგი ახერხებს პატარა ლაბორატორიის ორგანიზებას ზაგრებში, თუმცა მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ იძულებულია დატოვოს ზაგრები და რიხარდ კუნის მიწვევით გერმანიაში მიემგზავრება, საიდანაც ახერხებს შვეიცარიაში გაღწევას და ციურიხში დასახლებას. ციურიხში იგი ხორვატული წარმოშობის მეცნიერის, ლავოსლავ რუჟიჩკას დახმარებით ეწყობა ადგილობრივ ლაბორატორიაში. 1957 წლიდან ლაბორატორიის წამყვანი მეცნიერია.[24]

ნობელის პრემია

რედაქტირება

პრელოგი გახდა ნობელის პრემიის ლაურეატი ქიმიის დარგში 1975 წელს, ორგანული მოლეკულებისა და სტერეოქიმიური რეაქციების დარგში განხორციელებული კვლევების გამო.[25] იგივე დარგში იმავე წელს ასევე დააჯილდოვეს ჯონ კორნფორთი [26]

იუგოსლავიის აკადემიის საპატიო წევრი

რედაქტირება

1986 წლიდან იუგოსლავიის მეცნიერებათა და ხელოვნების აკადემიის საპატიო წევრია.

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

1933 წელს პრაღაში დაქორწინდა კამილა ვიტეკზე, 1949 წელს შეეძინათ ვაჟი იანი.[24]

გარდაცვალება და მემკვიდრეობა

რედაქტირება

პრელოგი ციურიხში, 91 წლის ასაკში გარდაიცვალა 1998 წლის 7 იანვარს. მისი ფერფლი 2001 წლის 27 სექტემბერს დაკრძალეს ზაგრებში, მიროგოის სასაფლაოზე. 2008 წელს პრაღაში გაიხსნა მისი მემორიალი.[27]

  1. 1.0 1.1 Encyclopædia Britannica
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. 3.0 3.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  4. 4.0 4.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  5. 5.0 5.1 Hrvatski biografski leksikon — 1983.
  6. 6.0 6.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  7. 7.0 7.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  8. 8.0 8.1 Annuaire prosopographique : la France savante / B. Delmas, R. Mathis — 2009.
  9. 9.0 9.1 Munzinger Personen
  10. Прелог Владимир // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  11. Deutsche Nationalbibliothek Record #119247496 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  12. Farmaceutsko-biokemijski fakultet Sveučilište u Zagrebu - 140 godina povijesti Fakulteta
  13. https://www.jutarnji.hr/zivot/jedina-gimnazija-na-svijetu-koja-ima-dva-nobelovca-i-cak-37-akademika-nalazi-se-u-hrvatskoj-6656277
  14. The Nobel Prize in Chemistry 1975Nobel Foundation.
  15. Table showing prize amountsNobel Foundation, 2019.
  16. https://en.gdch.de/gdch/prizes-and-awards/gdch-awards/august-wilhelm-von-hofmann-commemorative-medal.html
  17. Award winners : Davy Medal
  18. https://narodne-novine.nn.hr/clanci/sluzbeni/1996_08_69_1302.html
  19. List of Royal Society Fellows 1660-2007ლონდონის სამეფო საზოგადოება. — გვ. 289.
  20. https://www.acs.org/funding/awards/roger-adams-award-in-organic-chemistry/past-recipients.html
  21. https://scg.ch/component/page/paracelsus
  22. https://www.rsc.org/prizes-funding/prizes/archives/robert-robinson-award/
  23. https://doc.rero.ch/record/102980?ln=fr
  24. 24.0 24.1 Vladimir Prelog (1975) Autobiography, the Nobel Committee.
  25. Rezende, Lisa (2006). Chronology of Science. Infobase Publishing. ISBN 0-8160-5342-1. 
  26. James, Laylin K. (2006). Nobel Laureates in Chemistry, 1901-1992. American Chemical Society & Chemical Heritage Foundation. ISBN 0-8412-2459-5. 
  27. Sanader otkrio spomenik Prelogu u Pragu; 06.12.2008