ვლადიმერ სობოლევი
ვლადიმერ სტეფანეს ძე სობოლევი (რუს. Соболев, Владимир Степанович; დ. 30 მაისი [ძვ. სტ. 17 მაისი], 1908, ლუგანსკი, — გ. 1 სექტემბერი 1982, მოსკოვი) — რუსი გეოლოგი. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1958), სოციალისტური შრომის გმირი (1978). ჩეხოსლოვაკიის, უნგრეთისა და ბულგარეთის გეოლოგიური საზოგადოებების საპატიო წევრი.
ვლადიმერ სობოლევი | |
---|---|
რუს. Владимир Степанович Соболев | |
დაბ. თარიღი | 17 (30) მაისი, 1908[1] |
დაბ. ადგილი | ლუჰანსკი[2] |
გარდ. თარიღი | 1 სექტემბერი, 1982[1] (74 წლის) |
გარდ. ადგილი | მოსკოვი |
დასაფლავებულია | კუნცევოს სასაფლაო |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია სსრკ |
საქმიანობა | უნივერსიტეტის პროფესორი და გეოლოგი[3] |
მუშაობის ადგილი | V.S. Sobolev Institute of Geology and Mineralogy, ფერსმანის მინერალოგიური მუზეუმი, ირკუტსკის სახელმწიფო უნივერსიტეტი, Q12074571?, ლვივის უნივერსიტეტი, სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო სამთო უნივერსიტეტი და ნოვოსიბირსკის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო სამთო უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი |
შვილ(ებ)ი | Nikolay Sobolev, Alexander Sobolev და Stephan V. Sobolev |
ჯილდოები | სტალინური პრემია, ლენინის ორდენი, სოციალისტური შრომის გმირი, შრომის წითელი დროშის ორდენი, მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გმირული შრომისათვის“, ლენინური პრემია, ლენინის ორდენი და სტალინური მე-2 ხარისხის პრემია |
ბიოგრაფია
რედაქტირება1930 წელს ვლადიმერ სობოლევმა დაამთავრა ლენინგრადის სამთო ინსტიტუტი. 1930-1958 წლებში მუშაობდა ლენინგრადის, ლვოვისა და ირკუტსკის სხვადასხვა გეოლოგიურ დაწესებულებასა და უმაღლეს სასწავლებელში. 1958-1981 წლებში იყო სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ციმბირის განყოფილების გეოლოგიის და გეოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე; 1981 წლიდან — სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ალექსანდრე ფერსმანის სახელობის მინერალოგიური მუზეუმის დირექტორი.
ვლადიმერ სობოლევის ძირითადი შრომები ეხება მაგმური და მეტამორფული ქანების პეტროლოგიისა და მინერალოგიის, აგრეთვე ალმასების საბადოთა გეოლოგიის საკითხებს. 1940 წელს გამოთქვა მოსაზრება ციმბირის ბაქნისა და სამხრეთ აფრიკის გეოლოგიური აგებულების მსგავსების შესახებ. 1974 წლიდან იყო საერთაშორისო მინერალოგიური ასოციაციის პრეზიდენტი.
ლენინური (1976) და სსრკ სახელმწიფო პრემია (1950). დაჯილდოებულია 2 ლენინის ორდენით, 1 სხვა ორდენით.
თხზულებები
რედაქტირება- Геология месторождений алмазов Африки, Австралии, острова Борнео и Северной Америки, М., 1951;
- физико-химические основы петрографии изверженных горных пород, М., 1961 (совместно с А. Н. Заварицким);
- Фации метаморфизма, М., 1970 (совместно с др.);
- Фации регионального метаморфизма умеренных давлений, М., 1972 (совместно с др.);
- Фации регионального метаморфизма высоких давлений, М., 1974 (совместно с др.).
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 447.
- Владимир Степанович Соболев. (К 60-летию со дня рождения), "Геология и геофизика", 1968, № 5.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Историческая энциклопедия Сибири / под ред. В. А. Ламин — Новосибирск: 2009. — ISBN 5-8402-0230-4
- ↑ Соболев Владимир Степанович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ Czech National Authority Database