ვლადიმერ კუბიოვიჩი
ვლადიმერ მიხაილოვიჩ კუბიოვიჩი ( უკრ. Володи́мир Миха́йлович Кубійо́вич ; დ. 23 სექტემბერი,1900, ნოვი სონჩი, გალიციის და ლოდომერიის სამეფო, ავსტრია-უნგრეთი — გ. 2 ნოემბერი, 1985, პარიზი, საფრანგეთი ) — უკრაინელი პოლიტიკოსი, გეოგრაფი, ისტორიკოსი, კოლაბორაციონისტი. თანამშრომლობდა გერმანიის საოკუპაციო ადმინისტრაციასთან მეორე მსოფლიო ომის დროს. საზოგადო და კულტურის მოღვაწე . უკრაინის მე-14 SS გრენადერთა დივიზია „გალიჩიის “ ფორმირების ინიციატორი. უკრაინული კვლევების ენციკლოპედიის და ნაშრომის — „ უკრაინის და მიმდებარე მიწების გეოგრაფია“ გამოცემის ორგანიზატორი და მთავარი რედაქტორი."[1]
ვლადიმერ კუბიოვიჩი | |
უკრ. Володимир Кубійович | |
უკრაინის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
12 მარტი 1945 – 1945 | |
წინამორბედი | თანამდებობა დამტკიცდა |
მემკვიდრე | თანამდებობა გაუქმდა |
უკრაინის ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარე | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1939 – 1945 | |
წინამორბედი | თანამდებობა დამტკიცდა |
მემკვიდრე | თანამდებობა გაუქმდა |
დაბადებული | 23 სექტემბერი 1900 ნოვი სონჩი, გალიციის და ლოდომერიის სამეფო, ავსტრია-უნგრეთი |
გარდაცვლილი | 2 ნოემბერი 1985 (85 წლის) პარიზი საფრანგეთი |
განათლება | იაგელონის უნივერსიტეტი |
წოდება | პროფესორი |
საქმიანობა | უკრაინის ეროვნული მოძრაობის ლიდერი |
რელიგია | ბერძნული კათოლიციზმი |
ხელმოწერა |
ბიოგრაფია
რედაქტირებალადიმერ კუბიევიჩი დაიბადა 1900 წელს ნოვი საჩში, დასავლეთ ლემკოს რეგიონში, უკრაინულ-პოლონურ ოჯახში.
1918 წელს მან დაიწყო სწავლა კრაკოვის იაგელონის უნივერსიტეტში ( პოლონეთის რესპუბლიკა ), მაგრამ გალიციის ომის გამო იძულებული გახდა სწავლა შეეწყვიტა. 1918-1919 წლებში იყო უკრაინის გალიციის არმიის ( UGA) არტილერისტი. UGA-ს ზბრუჩიდან დახევის შემდეგ დარჩა გალიციაში, შემდეგ კი დაბრუნდა კრაკოვში, სადაც 1919-1923 წლებში განაგრძო სწავლა.
1928-1939 წლებში იყო იაგელონის უნივერსიტეტის დოცენტი. მან შეისწავლა უკრაინის ეთნიკური მიწები პოლონეთის, ჩეხოსლოვაკიისა და რუმინეთის ფარგლებში. 1931 წლიდან გახდა შევჩენკოს სახელობის სამეცნიერო საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი და მისი გეოგრაფიული განყოფილების თავმჯდომარე. როგორც გამოჩენილი გეოგრაფი, მონაწილეობდა საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესებში პრაღაში (1932), ვარშავაში (1934) და ბულგარეთში (1936), სადაც გამოდიოდა მოხსენებებით. პოლონეთ-უკრაინის გარეუბნების შესწავლისას კუბიოვიჩი თანმიმდევრულად იცავდა უკრაინის გეოპოლიტიკურ ინტერესებს და ხელმძღვანელობდა სამეცნიერო დისკუსიას პოლონელ მეცნიერებთან, რომლებიც დაადანაშაულა კვლევებში სტატისტიკური მონაცემების განზრახ გაყალბებაში, რისთვისაც 1939 წელს დაითხოვეს კათედრიდან იაგელონის უნივერსიტეტში.
1940 წელს დაინიშნა პრაღის თავისუფალი უკრაინის უნივერსიტეტის პროფესორად.
მეორე მსოფლიო ომამდე იყო უკრაინის ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი პოლონეთის შემადგენლობაში შემავალ ქვეყნებში. ომის დროს აქტიურად უჭრდა მხარს გერმანელებთან თანამსრომლობას. კრაკოვში ეკავა უკრაინის ცენტრალური კომიტეტის ხელმძღვანელის თანამდებობა. მისი ინიციატივით დაიწყო უკრაინის მე-14 SS გრენადერთა დივიზია "გალიჩინის"ფორმირება.
1944 წელს გაემგზავრა გერმანიაში, შემდეგ კი საფრანგეთში ცხოვრობდა. ომის შემდეგ იყო დასავლეთში უკრაინის ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და უკრაინული ენციკლოპედიის 10 ტომად გამოცემის ინიციატორი.
ომისშემდგომ წლებში მუშაობდა დასავლეთში. იყო ავტორი რამდენიმე ფუნდამენტური ნაშრომის უკრაინოლოგიის შესახებ და საფრანგეთში გამოცემული უკრაინული კვლევების ენციკლოპედიის მთავარი რედაქტორი.
1947-1951 წლებში იკავებდა ტარას შევჩენკოს სახელობის სამეცნიერო საზოგადოების გენერალური მდივნის ადგილს. 1952 წლიდან — შევჩენკოს სამეცნიერო საზოგადოების თავმჯდომარე ევროპაში. მისი ავტორობით გამოვიდა 80-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი უკრაინის გეოგრაფიის შესახებ. მათ შორის იყო: „ უკრაინის მიწების ტერიტორია და მოსახლეობა“ (1935), „უკრაინის ატლასი და მიმდებარე ტერიტორიები “ (1937), „უკრაინის და მიმდებარე მიწების გეოგრაფია “ (1938, 1943)., „გალიციის უკრაინული ეთნიკური ჯგუფები“ (1953) და სხვ.
კუბიოვიჩი იყო უკრაინული კვლევების ენციკლოპედიის (პარიზი - ნიუ-იორკი, 1955-1984) და უკრაინის ენციკლოპედიის (ტორონტო, ბუფალო, ლონდონი, 1984-1985) მთავარი რედაქტორი. ვოლფ-დიტრიხ გაიკეს ნაშრომის უკრაინული გამოცემის რედაქტორი, რომელიც ეხებოდა „გალიჩიის “ დივიზიის ისტორიას,. აქვეყნებდა სტატიებს გაზეთ „იზვესტიაში “ დივიზიის ყოფილი ჯარისკაცების შესახებ.
თანამედროვე უკრაინაში კუბიოვიჩის წიგნები ინახება ბიბლიოთეკებში. მის პატივსაცემად გამოუშვეს საფოსტო მარკა.
კუბიოვიჩის სახელი ეწოდა ქუჩებს კოლომიაში, ლვოვში და უკრაინის სხვა ქალაქებში.[2]
ლიტერატურა
რედაქტირება- Віталій Абліцов. Галактика «Україна». Українська діаспора: видатні постаті. — К.: КИТ, 2007. — 436 с.
- Профессор Володимир Кубійович / Упорядн. О. І. Шаблій. — Львів: Видавничий центр ЛНУ імені Івана Франка, 2006.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Енциклопедія історії України (უკრ. .) — Київ: Наукова думка, 2003. — ISBN 966-00-0632-2
- ↑ Свидетельство о смерти — С. 29.