ვიქტორ ჯაფიაშვილი
ვიქტორ ჯაფიაშვილი (დ. 20 ივნისი 1924, სოფ. დაბა, ახლანდ. ბორჯომის მუნიციპალიტეტი — გ. 7 აგვისტო, 2015, აბასთუმანი) — ქართველი ასტროფიზიკოსი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1988), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. საქართველოში მზის სისტემის ობიექტების პოლარიმეტრული მეთოდით კვლევის მიმართულების დამფუძნებელი. ანატოლი კოროლთან ერთად, შექმნა და 1982 წელს გამოსცა „მთვარის პოლარიმეტრული ატლასი“. ამ სამეცნიერო ნაშრომისთვის მას 1984 წელს მიენიჭა სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიის უმაღლესი ჯილდო ასტრონომიაში „თ. ბრედიხინის სახელობის პრემია“.
ვიქტორ ჯაფიაშვილი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 20 ივნისი, 1924 |
დაბ. ადგილი | დაბა, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდ. თარიღი | 7 აგვისტო, 2015 (91 წლის) |
გარდ. ადგილი | აბასთუმანი, საქართველო |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
საქმიანობა | ასტროფიზიკოსი |
მუშაობის ადგილი | აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი |
35 წლის მანძილზე (1957-1992) ვიქტორ ჯაფიაშვილი იყო აბასთუმნის ასტოფიზიკური ობსერვატორიის დირექტორის (აკადემიკოსი ევგენი ხარაძე) მოადგილე სამეცნიერო დარგში. ხელმძღვანელობდა ობსერვატორიის მთვარისა და პლანეტების განყოფილებას. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, კითხულობდა ლექციებს ასტრონომიის განხრით.
ბიოგრაფია
რედაქტირება17 წლის ასაკში, სკოლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, 1941 წელს, ვიქტორ ჯაფიაშვილი უგამოცდოდ ჩაირიცხა ამიერკავკასიის რკინიგზის ტრანსპორტის ინსტიტუტში, ხიდებისა და გვირაბების მშენებელ ინჟინერთა სპეციალობაზე.
მეორე მსოფლიო ომში (1939−1945) საბჭოთა კავშირზე ნაცისტური გერმანიის თავდასხმის (1941 წლის ივნისი) შემდეგ, როგორც ხიდებისა და გვირაბების მომავალ ინჟინერს, მას ფრონტზე მოხვედრისგან ჯავშანი იცავდა, თუმცა ომის დაწყებიდან მალევე იგი ომში მოხალისედ წავიდა. 1942 წელს, კავკასიისათვის მიმდინარე ბრძოლებში მძიმედ დაიჭრა ქ. ტუაფსესთან და დემობილიზაციის შემდეგ ფრონტიდან შინ დაბრუნდა. 1945 წლამდე მუშაობდა მათემატიკის მასწავლებლად ბორჯომის რაიონის დაბა წაღვერის საშუალო სკოლაში.
1945 წელს უგამოცდოდ ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე, სადაც როგორც პროფესორ ევგენი ხარაძის სტუდენტმა და მოსწავლემ მომავალ პროფესიად ასტრონომია აირჩია.
1949 წელს, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, იგი მეუღლესა და ორ შვილთან ერთად სამუშაოდ და საცხოვრებლად გადადის ყანობილის მთაზე, აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში.
1950 წლიდან ვიქტორ ჯაფიაშვილმა პირველმა დაიწყო მთვარის შესწავლა ელექტროპოლარიმეტრული მეთოდით და 1955 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „მთვარის ზედაპირის აგებულების გამოკვლევა ელექტროპოლარიმეტრული გაზომვებით“, რომელიც 1957 წელს გამოიცა მონოგრაფიის სახით.
ვიქტორ ჯაფიაშვილმა მთვარის ზედაპირის პოლარიმეტრული შესწავლისათვის, პირველმა მსოფლიოში, გამოიყენა ელექტროპოლარიმეტრი – იმ დროისათვის ყველაზე ზუსტი ხელსაწყო. შემდგომში კი ამავე ტიპის ხელსაწყოებით და მეთოდით დანერგა დაკვირვებები მზის სისტემის სხვა სხეულებზეც.
ციური სხეულების შესწავლის პოლარიმეტრული მეთოდის გამოყენებით მთვარზე მრავალწლიანი დაკვირვებების შედეგად, პროფესორ ანატოლი კოროლთან ერთად, მან შექმნა მსოფლიოში პირველი მთვარის პოლარიმეტრული ატლასი. „მთვარის პოლარიმეტრული ატლასი“ 1982 წელს გამოიცა, რისთვისაც ვიქტორ ჯაფიაშვილს 1984 წელს მიენიჭა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის (ამჟამად), უმაღლესი ჯილდო ასტრონომიაში — „თ.ბრედიხინის სახელობის პრემია“.
1988 წელს ვიქტორ ჯაფიაშვილმა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის, შტერნბერგის ასტრონომიულ ინსტიტუტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია (სამეცნიერო მოხსენების სახით) თემაზე: „მთვარის პოლარიმეტრული ატლასის შექმნა და მისი გამოყენება მთვარის ზედაპირის ფიზიკური თვისებების შესასწავლად“.
ვიქტორ ჯაფიაშვილმა საფუძველი ჩაუყარა სამეცნიერო მიმართულებას – „ციური სხეულების შესწავლა ელექტროპოლარიმეტრული მეთოდით“. მისი ხელმძღვანელობით ათამდე ასტრონომი აღიზარდა. მის მიერ მიღებული ძირითადი სამეცნიერო შედეგები გამოყენებულია ცნობილ ასტრონომთა მრავალ მონოგრაფიასა და სასწავლო ლიტერატურაში (ნ.ბარაბაშოვის, ვ.შარონოვის, ზ. კოპალისა და სხვათა შრომებში). იგი სამეცნიერო მოხსენებებით მონაწილეობდა მრავალ საერთაშორისო კონფერენციაზე.
1957–1992 წლებში ვიქტორ ჯაფიაშვილი აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის დირექტორის მოადგილეა სამეცნიერო დარგში, პარალელურად იგი ხელმძღვანელობს ობსერვატორიის მთვარისა და პლანეტების განყოფილებას.
მისი მეუღლე დარეჯან ჭიპაშვილი იყო აბასთუმნის ასტოფიზიკური ობსერვატორიის სამეცნიერო ასტრო-ფოტოლაბორატორიის დამაარსებელი და ხელმძღვანელი. დარეჯან ჭიპაშვილმა შექმნა და 40 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ობსერვატორიის დაკვირვებითი ფოტო მასალის, ე.წ. „მინის ბიბლიოთეკას“.
ვიქტორ ჯაფიაშვილი გარდაიცვალა 2015 წლის 7 აგვისტოს, 92 წლის ასაკში. იგი და მისი მეუღლე სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდნენ აბასთუმანში, ყანობილის მთაზე, აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- Чигладзе Р.А., Джапиашвили В.П., Король А.Н. „Электрополяриметрические наблюдения Ио“, Бюлл.Абастуманск.Астрофиз.Обсерв. 2004, 77, 145-149.
- Ksanfomality, L. V.; Dzhapiashvili, V. P.; Kakhiani, V. O.; Kvaratskhelia, O. I.; Korol’, A. N.; Mayer, A. K.; Petashvili, P. P, “Evaluation of the Possibilities of the STV CCD Detector for the Observations of Planets”, Solar System Research, v. 36, Issue 4, p. 341-347 (2002).
- Ksanfomaliti, L. V.; Dzhapiashvili, V. P.; Kakhiani, V. O.; Kvaratskheliya, O. I.; Korol’, A. N.; Mayer, A. K.; Petashvili, P. P, “Experiment on Obtaining Mercury’s Images by the Short Exposure Method”, Solar System Research, v. 35, Issue 3, p. 190-194 (2001).
- Kulijanishvili, V. I.; Kapanadze, N. G.; Goderidze, E. K.; Dzhapiashvili, V. P.; Javakhishvili, G. Sh; Makandarashvili, Sh. S., “On the Structure and Appearance of Solar Corona of August 11, 1999”, Bulletin of the Abastumani Astrophysical Observatory, Vol. 75, p. 1-8, 2000.
- Abuladze, O.; Dzhapiashvili, V.; Insaridze, R.; Sigua, L.; Chigladze, R., “Electropolarimetric and electrophotometric investigation of Jupiter’s Galilean satellites.”, Bull. Georgian Acad. Sci., Vol. 156, No. 3, p. 408 – 410,1997.
- Sigua, L. A.; Dzhapiashvili, V. P., “Time variations of the polarization properties of regions of the Saturn disk”, Akademiia Nauk Gruzinskoi SSR, Soobshcheniia (ISSN 0132-1447), vol. 129, Jan. 1988, p. 73-75.
- Dzhapiashvili, V. P., “Ioannisiani’s Contribution to Abastumani Astrophysical Observatory”, Soobshcheniya Spetsial’noj Astrofizicheskoj Observatorii, No.56, P. 12, 1987.
- Dzhapiashvili, V. P.; Korol, A.N.; Sigua, L.A., “Linear Polarisation of P/halley”, The Exploration of Halley’s Comet. Volume 3: Posters. Proceedings of the 20th ESLAB Symposium held in Heidelberg, West Germany, 27-31 Oct. 1986. Sponsored by the Inter-Agency Consultative Group, the International Halley Watch, COSPAR, and the International Astronomical Union. Edited by B. Battrick, E.J. Rolfe, and R. Reinhard. Paris, France: European Space Agency, ESA SP-250, 1986., p.191.
- Dzhapiashvili, V. P.; Bolvadze, O. R.; Kvaratskheliya, O. I.; Korol, A. N.; Sigua, L. A., “Polarimetric studies of Moon and planets at Abastumani Astrophysical Observatory”, Space (JPRS-USP-86-001) p 127-128 (SEE N86-20178 10-88) Transl. into ENGLISH from Astronomicheskiy Vestnik (Moscow, USSR), v. 19, no. 1, Jan. – Mar. 1985 p 77-85.
- Dzhapiashvili, V. P.; Kurkhuli, G. V.; Dalakishvili, G. L.; Kvernadze, A. M.,” A study of the mechanical properties of Sikhote Alin meteorites by holographic interferometry”, Akademiia Nauk Gruzinskoi SSR, Soobshcheniia (ISSN 0132-1447), vol. 119, Sept. 1985, p. 501-504.
- Dzhapiashvili, V. P.; Bolkvadze, O. R.; Kvaratskheliia, O. I.; Korol, A. N.; Sigua, L. A., “Polarimetric investigations of the moon and planets at the Abastumani Astrophysical Observatory”, Astronomicheskii Vestnik, vol. 19, Jan.-Mar. 1985, p. 77-85Solar System Research, vol. 19, no. 1, July 1985, p. 53-58.
- Korol, A. N.; Dzhapiashvili, V. P., “Photoelectric observations of stellar occultations at Abastumani Observatory”, Current techniques in double and multiple star researchLowell Observatory Bulletin (ISSN 0024-7057), no. 167, 1983, p. 91, 92.
- Dzhapiashvili, V. P.; Korol’, A. N., “Polarimetric atlas of the moon”, Polarimetric atlas of the moon.. V. P. Dzhapiashvili, A. N. Korol’.Metsniereba, Tbilisi. 67 ppp. (1982).
- Dzhapiashvili, V., Korol’, A., “Poliarimetricheskii atlas luny”, “Tbilisi : Izd-vo “Metsniereba”, 1982.
- Aksenov, F. P.; Dzhapiashvili, V. P, “Supernova in NGC 7448”, IAU Circ., No. 3547, #1 (1980). Edited by Marsden, B. G.
- Dzhapiashvili, V. P.; Korol’, A. N., “Polarimetric atlas of the moon”, Nauchnye Informatsii, Ser. Astrofiz., Vyp. (No.) 45, p. 205 – 210.
- Ergma, E.; Dzhapiashvili, V. P.; Kharadze, E. K. “Publications of the second Soviet-Finnish symposium in Abastumani. 4 – 9 September 1977”, Nauchnye Informatsii, Ser. Astrofiz., Vyp. (No.) 45, 215 p.
- Dzhapiashvili, V. P.; Martynov, D. Ya.; Natsvlichvili, “Possible Supernova in NGC 4298”, IAU Circ., No. 2888, #1 (1975). Edited by Marsden, B. G.
- Ksanfomaliti, L. V.; Dzhapiashvili, V. P., “The “polarovisor””, Soviet Astronomy, Vol. 17, p.231, 1973.
- Ksanfomaliti, L. V.; Dzhapiashvili, V. P., “The “polarovisor””, Astronomicheskii Zhurnal, Vol. 50, p.357, 1973.
- Dzhapiashvili, V. P., “A lunar polarimetric map.”, Astronomicheskii Tsirkulyar, No. 788, p. 1 – 2, 1973.
- Dzhapiashvili, V. P., “A Transient Phenomenon in the Lunar Crater Posidonius”, Solar System Research, Vol. 6, p.5, 1972.
- Dzhapiashvili, V. P.; Korol’, A. N.; Ksanfomaliti, L. V.; Lokhov, V. K., “Investigation of the lunar surface by means of a polarovisor-discriminator.”, Physics of the moon and planets, p. 68 – 71, 1972.
- Dzhapiashvili, V. P., “Concerning a transient phenomenon in the lunar crater Posidonius.”, Astronomicheskii Vestnik, Tom 6, p. 7 – 8, 1972.
- Dzhapiashvili, V. P., “Observations of the occultation of beta Sco by Jupiter on May 13, 1971”,Astron
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ვიქტორ ჯაფიაშვილის ბიოგრაფია დაარქივებული 2021-06-03 საიტზე Wayback Machine. — აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია
- აბასთუმნის ობსერვატორიის ყოფილი თანამშრომელის სახელი, შესაძლოა, მთვარის კრატერს დაერქვას — მეცხრე არხი ახალციხე