ვიქტორ გოდლევსკი
ვიქტორ გოდლევსკი (პოლ. Wiktor Godlewski; რუს. Годлевский, Виктор Александрович; დ. 30 დეკემბერი, 1833 — გ. 17 ნოემბერი, 1900) — პოლონელი ზოოლოგი, 1863 წლის პოლონეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი აჯანყების მონაწილე. 1865 წელს გადაასახლეს იმიერბაიკალეთში, სადაც კატორღა მიესაჯა. 1867 წელს ბენედიქტ დიბოვსკისთან ერთად ამურიდან ქალაქ ირკუტსკში გადავიდა. საბოლოოდ დასახლდნენ ბაიკალის ტბის სამხრეთ სანაპიროსთან, სოფელ კულუტკში, სადაც მოგვიანებით ჩაატარეს ბაიკალის სიღრმეების პირველი გეგმაზომიერი გამოკვლევები. ტბაზე გამოკვლევითი სამუშაოები ძირითადად ზამთრის თვეებში მიმდინარეობდა. მათი ძალისხმევით შესწავლილი იქნა აღმოსავლეთი ციმბირის ფაუნა; აგროვებდნენ სამკურნალო მცენარეებს. გოდლევსკიმ 1868 წელს დატოვა იმიერბაიკალეთი რათა შეესწავლა შორეული აღმოსავლეთი და მდინარე ამური. 1876 წელს დიბოვსკისთან ერთად დაბრუნდა ქალაქ ირკუტსკში, კვლავ აგრძელებდა მუშაობას ბაიკალის ტბაზე. იმავე წლის გაზაფხულზე მოინახულა ხუბსუგულის ტბა.
ვიქტორ გოდლევსკი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 30 დეკემბერი, 1833 ან 30 დეკემბერი, 1831[1] |
დაბ. ადგილი | Q97178867? |
გარდ. თარიღი | 17 ნოემბერი, 1900 ან 17 დეკემბერი, 1900[1] |
გარდ. ადგილი | Smolechy |
მოქალაქეობა | პოლონეთის სამეფო |
საქმიანობა | ზოოლოგი, ბოტანიკოსი და ორნითოლოგი |
ხელმოწერა | |
1876 წელს მკვლევრები დაბრუნდნენ პოლონეთში. ვიქტორ გოდლევსკის სახელობისაა ფრინველი გოდლევკსის მწყერჩიტა (ლათ. Anthus godlewskii). გარდაიცვალა 1900 წელს მუცლის ტიფით.
ლიტერატურა
რედაქტირება- Тимофеева М. Ю. Рыцари науки // Заб. рабочий. — 1975. — 31 июля.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ვიქტორ გოდლევსკი – ბიოგრაფია დაარქივებული 2016-03-06 საიტზე Wayback Machine. (რუსული)
- ↑ 1.0 1.1 Историческая энциклопедия Сибири / под ред. В. А. Ламин — Новосибирск: 2009. — ISBN 5-8402-0230-4