ბენედიქტ დიბოვსკი
ბენედიქტ დიბოვსკი (პოლ. Benedykt Tadeusz Dybowski; რუს. Дыбовский, Бенедикт Иванович; დ. 12 მაისი [ ძვ. სტ. 30 აპრილი], 1833 — გ. 31 იანვარი, 1930) — პოლონელი გეოგრაფი, ზოოლოგი, მედიკოსი, ლინგვისტი და საზოგადო მოღვაწე. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრ-კორესპონდენტი (1928). დერპში, ბრესლავსა და ბერლინში შეისწავლა მედიცინა და საბუნებისმეტყველო დარგები. ვარშავის უნივერსიტების პროფესორი პალეონტოლოგიისა და ზოოლოგის დარგში. დიდი წვლილი შეიტანა ციმბირისა და რუსეთის შორეული აღმოსავლეთის შესწავლის საქმეში. 1863 წლის პოლონეთის აჯანყების აქტიური მონაწილე, ბელორუსიასა და ლიტვაში იყო ამბოხებულების კომისარი. ჩამოხრჩობა მიუსაჯეს, თუმცა ოტო ფონ ბისმარკისა და გერმანელი ზოოლოგების მიერ მის დასაცავად გატარებული აქტიური კამპანიის შედეგად 1864 წელს სასჯელი შეუცვალეს 15 წლიანი კატორღით ციმბირში გადასახლებით. ციმბირში ყოფნისას გამოიკვლია ბაიკალის ტბა, მდინარე ამური და გაამდიდრა ზოოლოგია რიგი ახალი აღმოჩენებით.
ბენედიქტ დიბოვსკი | |
---|---|
პოლ. Benedykt Tadeusz Dybowski | |
დაბ. თარიღი | 12 მაისი, 1833[1] ან 30 იანვარი, 1833[2] |
დაბ. ადგილი | ადამარინი |
გარდ. თარიღი | 31 იანვარი, 1930[3] [4] [5] [2] |
გარდ. ადგილი | ლვივი[3] |
დასაფლავებულია | ლიჩაკივის სასაფლაო |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია ავსტრია-უნგრეთის იმპერია პოლონეთი |
საქმიანობა | ბუნებისმეტყველი, ექიმი, გეოგრაფი, ზოოლოგი, ენტომოლოგი და ესპერანტისტი[6] |
მუშაობის ადგილი | ლვივის უნივერსიტეტი და ვარშავის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | დერპტის უნივერსიტეტი |
განთქმული მოსწავლეები | იან ჰირშლერი |
სამეცნიერო ხარისხი | ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი |
მამა | Jan Dybowski |
დედა | Salomea z Przysieckich Dybowska |
ჯილდოები | პოლონეთის აღორძინების ვარსკვლავიანი ორდენის კომანდორი |
1877 წელს დაბრუნდა სამშობლოში, თუმცა სულ მალე კამჩატკის შესწავლის სურვილით გატაცებული ქალაქ პეტროპავლოვსკში ხდება საოლქო ექიმი. გარკვეული დროის შემდეგ ლვოვში მიენიჭა პროფესორის წოდება. მისი მრავალრიცხოვანი სტატიები ზოოლოგიის დარგში დაიბეჭდა რუსულ, პოლონურ და გერმანულ ჟურნალებში. ავტორია 175-მდე სამეცნიერო ნაშრომისა. მის მიერ შედგენილი ლექსიკონები გამოიცა პოლონეთის აკადემიაში 5 ტომად. სიცოცხლის ბოლო წლებში დაკავდა ბაიკალის ტბის ფაუნის და მოლუსკების სისტემიტიკის შესწავლით.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ zespół autorów Internetowa encyklopedia PWN
- ↑ 2.0 2.1 Историческая энциклопедия Сибири / под ред. В. А. Ламин — Новосибирск: 2009. — ISBN 5-8402-0230-4
- ↑ 3.0 3.1 Deutsche Nationalbibliothek Record #119401371 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ Biographies of the Entomologists of the World — Senckenberg German Entomological Institute.
- ↑ Internetowy Polski Słownik Biograficzny
- ↑ http://anno.onb.ac.at/cgi-content/anno?aid=e3r&datum=19300410&query=text%253A%2522dybowski%2522&ref=anno-search&seite=10