ვიტმანის ქვაპურა (ლათ. Bupleurum wittmannii) — ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე ქოლგოსანთა ოჯახისა. სიმაღლეში 20–60 სმ-ია. შუა ნაწილიდან ან ძირიდანვე დატოტვილია. ღეროსეული ფოთლები მალე ჭკნება. ღეროსეული ქვედა ფოთლები გულისებური ფუძითაა, წაწვეტებული ან მობლაგვო. შუა და ზედა ფოთლები გახვრეტილია. ყვავილედი 7–12 სხივისაგან შემდგარი ქოლგაა, საბურველაკის ფოთოლაკები ყვითელი და თანაბარი ზომისაა, ქოლგაკებს ოდნავ აღემატება. ყვავის და ნაყოფმსხმოიარობს მაის-ივნისში. კავკასიის ენდემია. გავრცელებულია სამხრეთ კავკასიაში. საქართველოში გვხვდება კახეთში, შიდა და ქვემო ქართლში, არის ჯავახეთშიც. მშრალი ჰაბიტატების მცენარეა. იზრდება ღია, მშრალ ფერდობებზე.[1]

ვიტმანის ქვაპურა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  ქოლგოვანნი
ოჯახი:  ქოლგოსანნი
გვარი:  ქვაპურა
სახეობა:  ვიტმანის ქვაპურა
ლათინური სახელი
Bupleurum wittmannii Steven, 1856
დაცვის სტატუსი
მოწყვლადი
მოწყვლადი
IUCN 3.1 Vulnerable : 199968
  1. სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 40.