ქვაპურა
ქვაპურა (ლათ. Bupleurum rotundifolium) — მცენარეთა გვარი ქოლგოსანთა ოჯახისა. ერთწლოვანი ან მრავალწლოვანი ბალახები, იშვიათად ნახევრად ბუჩქები ან ბუჩქებია (ზოგჯერ მარადმწვანე). მთლიანი ფოთლები აქვთ. მათი ყვითელი,იშვიათად მომწვანო ან მოწითალო-ყვითელი ყვავილები შეკრებილია რთულქოლგებად.
ქვაპურა | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() ქვაპურა | ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Bupleurum rotundifolium | ||||||||||||||
|
150-მდე სახეობა გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, აფრიკასა და ჩრდილოეთ ამერიკაში.
საქართველოში ქვაპურას 14-მდე სახეობაა. იზრდება ველებზე, ბუჩქნარებს შორის, ტყის პირებზე, მშრალ, ქვიან ფერდობებზე, სუბალპურ, ალპურ მდელოებზე, კირქვიან კლდეებზე, ზოგჯერ რუდერალურ, დამლაშებულ ადგილებზე, ნათესებში, აგრეთვე ბიცობიან ნიადაგზე. ქვაპურას ზოგ სახეობას საქონლის საკვებად იყენებენ, ზოგი სამკურნალოა — შეიცავს ალკალოიდებსა და საპონინებს.
ლიტერატურარედაქტირება
- „საქართველოს მცენარეთა სამყარო“, თბ., 2009.