ვიტი-ლევუს კუნძულები

ვიტი-ლევუს კუნძულები (ინგლ. Viti Levu Group) — ფიჯის რესპუბლიკის ძირითადი კუნძულოვანი ჯგუფი წყნარ ოკეანეში. შედგება ყველაზე დიდი კუნძულისაგან — ვიტი-ლევუ და მის გარშემო მყოფი პატარა კუნძულებისაგან: მბაუ, მბენგა, ნუკულაუ და ვატულელე. კუნძულებიდან შორიახლოს მდებარეობენ ლომაივიტის და იასავის კუნძულები, რომლებიც ცალკე კუნძულოვან კგუფებს ეკუთვნიან. კუნძულების საერთო ფართობია — 10 453 კმ², ხოლო მოსახლეობა 2007 წლის აღწერის შესაბამისად — 661 997 ადამიანი[1]. მოსახლეობის დიდი ნაწილი მიეკუთვნება ინდო-ფიჯელებს. კუნძულ ვიტი-ლევუზე მდებარეობს ქვეყნის დედაქალაქი სუვა. ადგილობრივ ენებზე ვიტი-ლევუ — «დიდი კუნძული». ვიტი — «კუნძული», დამახინჯებული სახით ნიშნავს ფიჯის.

ვიტი-ლევუს კუნძულები
მშობ. სახელი: ინგლ. Viti Levu Group
გეოგრაფია
18°23′34″ ს. გ. 177°47′40″ ა. გ. / 18.39278° ს. გ. 177.79444° ა. გ. / -18.39278; 177.79444
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები კოორდინატები: განედი არ არის მითითებული
კუნძულთა რაოდენობა 5
მთავარი კუნძული ვიტი-ლევუ
ფართობი 10 453 კმ²
უმაღლესი წერტილი 1324 მ
ტომანიივის მთა
ოლქი ცენტრალური ოლქი და დასავლეთის ოლქი
დემოგრაფია
მოსახლეობა 661 997 (2007)
სიმჭიდროვე 63,331 ად. /კმ²

კუნძულზე მდებარეობს ფიჯის თოთხმეტიდან რვა პროვინცია. მბის, ნანდრონგა-ნავოსის და რის პროვინციები შედიან დასავლეთის ოლქის შემადგენლობაში, ხოლო ნაიტასირის, ნამოსის, რევის, სერუის და ტაილევუს პროვინციები — ცენტრალური ოლქის შემადგენლობაში.

  1. მოსახლეობის 2007 წლის აღწერა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-11-01. ციტირების თარიღი: 2015-01-19.