ცენტრალური ოლქი (ფიჯი)

ცენტრალური ოლქი (ინგლ. Central Division) — ერთ-ერთი ფიჯის 4 ოლქიდან. შედგება ხუთი პროვინციისგან: ნაიტასირის პროვინცია, ნამოსის პროვინცია, რევის პროვინცია, სერუის პროვინცია და ტაილევუს პროვინცია. ადმინისტრაციული ცენტრია — ქალაქი სუვა, რომელიც ასევე ქვეყნის დედაქალაქია. 2007 წლის აღწერის მონაცემებით ოლქის მოსახლეობა შეადგენს 342 386[1] ადამიანს. ფართობი — 4293 კმ².

ოლქი
ცენტრალური ოლქი
ინგლ. Central Division
ქვეყანა ფიჯის დროშა ფიჯი
ადმ. ცენტრი სუვა
კოორდინატები 18°00′00″ ს. გ. 178°20′00″ ა. გ. / 18.00000° ს. გ. 178.33333° ა. გ. / -18.00000; 178.33333
ფართობი 4293 კმ²
მოსახლეობა 342 386 კაცი (2007)
სიმჭიდროვე 79,75 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+12:00]]

მოიცავს კუნძულ ვიტი-ლევუს აღმოსავლეთ ნაწილს და მომცრო დაშორებულ კუნძულებს, მათ შორის კუნძულ მბენგას. აქვს სახმელეთო საზღვარი დასავლეთის ოლქთან კუნძულ ვიტი-ლევუზე, ასევე საზღვაო საზღვარი ჩრდილოეთის ოლქთან და აღმოსავლეთის ოლქთან.

  1. მოსახლეობის აღწერა (2007 წელი). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-09. ციტირების თარიღი: 2015-01-22.