დასავლეთის ოლქი (ფიჯი)
დასავლეთის ოლქი (ინგლ. Western Division) — ერთ-ერთი ფიჯის 4 ოლქიდან. შედგება სამი პროვინციისგან: მბის პროვინცია, ნანდრონგა-ნავოსის პროვინცია და რის პროვინცია. ადმინისტრაციული ცენტრია — ქალაქი ლაუტოკა. 2007 წლის აღწერის მონაცემებით ოლქის მოსახლეობა შეადგენს 319 611[1] ადამიანს. ფართობი — 6360 კმ². ოლქი მოიცავს კუნძულ ვიტი-ლევუს დასავლეთ ნაწილს, ასევე დაშორებულ კუნძულებს: იასავის კუნძულები, მამანუტის კუნძულები და კუნძული ვივა. კუნძულ ვიტი-ლევუზე აქვს სახმელეთო საზღვარი ცენტრალურ ოლქთან და საზღვაო საზღვრები ჩრდილოეთის ოლქთან და აღმოსავლეთის ოლქთან.
ოლქი | |
---|---|
დასავლეთის ოლქი ინგლ. Western Division | |
ქვეყანა | ფიჯი |
ადმ. ცენტრი | Lautoka |
კოორდინატები | 18°00′00″ ს. გ. 177°30′00″ ა. გ. / 18.00000° ს. გ. 177.50000° ა. გ. |
ფართობი | 6360 კმ² |
მოსახლეობა | 319 611 კაცი (2007) |
სიმჭიდროვე | 50,25 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+12:00]] |
რიფი კონუეი, რომელიც მდებარეობს 450 კმ-ში სამხრეთ-დასავლეთით ვიტი-ლევუდან, დასავლეთის ოლქის ნაწილია.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ მოსახლეობის აღწერა (2007 წელი). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-09. ციტირების თარიღი: 2015-01-22.