მამანუტის კუნძულები
მამანუტის კუნძულები (ინგლ. Mamanuca Islands) — კუნძულების ჯგუფი ფიჯის რესპუბლიკაში, წყნარ ოკეანეში. ადმინისტრაციულად კუნძულები შედიან დასავლეთის ოლქის მბის პროვინციის შემადგენლობაში.
მშობ. სახელი: ინგლ. Mamanuca Islands | |
---|---|
გეოგრაფია | |
17°40′ ს. გ. 177°05′ ა. გ. / 17.667° ს. გ. 177.083° ა. გ. | |
მდებარეობა | წყნარი ოკეანე |
კოორდინატები |
კოორდინატები: განედი არ არის მითითებული |
კუნძულთა რაოდენობა | დაახლ. 20 |
მთავარი კუნძული | მალოლო |
ოლქი | დასავლეთის ოლქი |
პროვინცია | მბის პროვინცია |
გეოგრაფია
რედაქტირებამამანუტის კუნძულები წარმოადგენენ კუნძულების ჯგუფს, რომლებიც მდებარეობენ წყნარ ოკეანეში კუნძულ ვიტი-ლევუდან ჩრდილო-დასავლეთით. გეოლოგიური თვალსაზრისით, ყველაზე დიდ კუნძულებს აქვთ ვულკანური წარმოშობა, ამიტომ მათი ზედაპირი საკმაოდ უსწორმასწოროა. ამავე დროს სიდიდით უფრო პატარა კუნძულების უმრავლესობას აქვს მარჯნული წარმოშობა. არქიპელაგის ყველაზე დიდი კუნძულია — მალოლო. კლიმატი კუნძულებზე ტროპიკულია.
გეოგრაფიულად არქიპელაგი შეიძლება დავყოთ ორ ნაწილად: მამანუტა-ი-რა (ქარსქვედა კუნძულები) და მამანუტა-ი-ტაკე (ქარსზედა კუნძულები).[1] არქიპელაგში შედის შემდეგი კუნძულები:
|
ისტორია
რედაქტირებაკუნძულების პირველი ევროპელი აღმომჩენი გახდა ბრიტანელი ზღვაოსანი უილიამ ბლაი, რომელმაც არქიპელაგი აღმოაჩინა 1789 წელს, ცნობილ გემ «ბაუნტიზე» აჯანყებიდან უახლოეს ხანში. 1794 წელს უახლოესი იასავის კუნძულების გვერდით გაცურა გემმა კაპიტან ბაბერის მეთაურობით. სავარაუდოდ მანვე აღმოაჩინა მამანუტის კუნძულების ნაწილი.[2] 1799 წელს კაპიტანმა ბენტლიმ აღმოაჩინა კუნძული მალოლო. მიუხედავად ამისა არქიპელაგი საფუძვლიანად პირველად შეისწავლა ამერიკელმა მკვლევარმა ჩარლზ უილკსმა, რომელიც მასზე იმყოფებოდა 1840 წლის ივლისში. ამასთან კუნძულელები საკმაოდ მტრულად შეხვდნენ უცხოტომელებს, მოკლეს გუნდის ორი წევრი.[2]
2000 წელს არქიპელაგის ერთ-ერთ კუნძულ მონურიკიზე, ხდებოდა ფილმ «გარიყულის» გადაღება ტომ ჰენქსის მონაწილეობით.
კუნძულ მალოლო-ლაილაიზე არსებობს ასაფრენ-დასაჯდომი ზოლი.
მოსახლეობა
რედაქტირებადასახლებული პუნქტები არსებობს მხოლოდ კუნძულებზე მალოლო და მანა. მიუხედავად ამისა არქიპელაგის კუნძულების უმრავლესობაზე არსებობს ტურისტული ინფრასტრუქტურა, რის გამოც კუნძულები ფიჯის მსხვილი ტურისტული ცენტრია.[3]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Brian E. M. King., Creating island resorts, Routledge, 1997. — P. 30, 286 p, ISBN 0415149894.
- ↑ 2.0 2.1 The Mamanucas: a pictorial journey through the Mamanuca & Malolo Group of Islands, Fiji, Three Loose Coconuts Pty Ltd, 2006. — P. 6, 80 p, ISBN 0958756392.
- ↑ Mamanuca Islands. Lonely Planet. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-22. ციტირების თარიღი: 2010-04-10.