ლომაივიტის კუნძულები

ლომაივიტის კუნძულები (ინგლ. Lomaiviti Islands) — კუნძულების ჯგუფი ფიჯის რესპუბლიკაში, წყნარ ოკეანეში. ადმინისტრაციულად კუნძულები შედიან აღმოსავლეთის ოლქის ლომაივიტის პროვინციის შემადგენლობაში.

ლომაივიტის კუნძულები
მშობ. სახელი: ინგლ. Lomaiviti Islands
გეოგრაფია
17°42′32″S 179°05′28″E / 17.709° ს. გ. 179.091° ა. გ. / -17.709; 179.091
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები კოორდინატები: განედი არ არის მითითებული
მთავარი კუნძული ნგაუ
ფართობი 484 კმ²
ოლქი აღმოსავლეთის ოლქი
პროვინცია ლომაივიტის პროვინცია
დემოგრაფია
მოსახლეობა 16 461 (2007)
სიმჭიდროვე 34,01 ად. /კმ²

გეოგრაფია

რედაქტირება

ლომაივიტის კუნძულები მდებარეობს წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში, კოროს ზღვის დასავლეთით და კუნძულ ვიტი-ლევუდან აღმოსავლეთით. არქიპელაგი შედგება 7 დიდი და ბევრი უფრო პატარა კუნძულებისგან, რომლებსაც უპირატესად აქვთ ვულკანური წარმოშობა[1]. ხმელეთის საერთო ფართობი შეადგენს დაახლოებით 484 კმ²-ს[2].

არქიპელაგის ყველაზე დიდი კუნძულებია — ნგაუ (140 კმ²), კორო (104 კმ²) და ოვალაუ (102,3 კმ²). სხვა კუნძულებია — იანუტა-ლაილაი, იანუტა-ლევუ, მოტურიკი, მაკონდრონგა, მაკონგაი, ვაკაია, მბატიკი, ნაირაი და სხვა.

კლიმატი ლომაივიტის კუნძულებზე ტროპიკულია.

არქეოლოგიური აღმოჩენების თანახმად (ქალის სკილეტი კუნძულ მოტურიკიზე), არქიპელაგი დასახლებული იყო ლაპიტას კულტურის წარმომადგენლებით 2500 წელზე მეტი ხნის წინ[3]. არქიპელაგის პირველი ევროპელი აღმომჩენი გახდა ბრიტანელი მოგზაური უილიამ ბლაი, რომელმაც მის გვერდით გაცურა 1789 წლის მაისში. 1792 წელს ბლაიმ ხელმეორედ გამოიკვლია კუნძულები[4].

1879 წლის 14 მაისს არქიპელაგის შემადგენლობაში მყოფ კუნძულ იანუტა-ლაილაიზე, გადმოსხდნენ პირველი ინდოეთიდან ჩამოსული ფიჯი-ინდოელები, რომლებიც შემდგომში მუშაობდნენ ფიჯის პლანტაციებში[3].

მოსახლეობა

რედაქტირება

2007 წლის მოსახლეობის აღწერის თანახმად ლომაივიტის კუნძულებზე ცხოვრობდა 16 461 ადამიანი. ყველაზე დიდი დასახლებული პუნქტია — ქალაქი ლევუკა, რომელიც მდებარეობს კუნძულ ოვალაუზე. ქალაქი დაახლოებით 1820 წელს დააარსეს ევროპელმა დასახლებულებმა და ვაჭრებმა და თანამედროვე ტიპის პირველი ქალაქია ფიჯის კუნძულებზე. 1871 წლიდან 1877 წლამდე პერიოდში ლევუკა იყო დედაქალაქი ჯერ ფიჯის დამოუკიდებელი სახელმწიფოსი, ხოლო შემდეგ იმავე დასახელების ბრიტანეთის კოლონიის (დედაქალაქის ოფიციალური გადატანა სუვაში შედგა 1882 წელს)[1].

ეკონომიკა

რედაქტირება

ეკონომიკის ძირითადი საფუძველია — სოფლის მეურნეობა (უპირველეს ყოვლისა, კოპრის წარმოება)[1].

  1. 1.0 1.1 1.2 David Stanley., Moon Fiji, Avalon Travel, 2007. — P. 189, 340 ეგზ., ISBN 9781566919821.
  2. Rowan McKinnon., South Pacific, 4-ე გამოცემა, Lonely Planet, 2009. — P. 147, 704 p, ISBN 9781741047868.
  3. 3.0 3.1 David Stanley., Moon Fiji, 8-ე გამოცემა, Avalon Travel, 2007. — P. 202, 340 ეგზ., ISBN 9781566919821.
  4. Max Quanchi; John Robson., Historical Dictionary of the Discovery and Exploration of the Pacific Islands, Lanham, Maryland; Toronto; Oxford: The Scarecrow Press, Inc., 2005. — P. xiii, ISBN 0810853957.