ნგაუ
ნგაუ (ინგლ. Gau, (წარმოითქმება, როგორც ფიჯური ენა ˈŋau)) — ფიჯის რესპუბლიკის სიდიდით მეხუთე კუნძული, რომელიც მდებარეობს ლომაივიტის კუნძულების ჯგუფში, წყნარ ოკეანეში. ადმინისტრაციულად კუნძული შედის აღმოსავლეთის ოლქის ლომაივიტის პროვინციის შემადგენლობაში.
მშობ. სახელი: ინგლ. Gau | |
---|---|
გეოგრაფია | |
18°04′ ს. გ. 179°19′ ა. გ. / 18.067° ს. გ. 179.33317° ა. გ. | |
მდებარეობა | წყნარი ოკეანე |
კოორდინატები |
კოორდინატები: განედი არ არის მითითებული |
ფართობი | 140 კმ² |
უმაღლესი წერტილი | 738 მ |
ოლქი | აღმოსავლეთის ოლქი |
პროვინცია | ლომაივიტის პროვინცია |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 8000 |
სიმჭიდროვე | 57,143 ად. /კმ² |
გეოგრაფია
რედაქტირებაკუნძული ნგაუ მდებარეობს წყნარ ოკეანეში, ლომაივიტის კუნძულების ჯგუფში, დაახლოებით 90 კმ-ში აღმოსავლეთით კუნძულ ვიტი-ლევუდან[1]. უახლოესი მატერიკი — ავსტრალია, მდებარეობს დაახლოებით 2800 კმ-ში[2].
გეოლოგიური თვალსაზრისით, კუნძულს აქვს შერეული ვულკანური და მარჯნული წარმოშობა[2]. ნგაუს კუნძულის ფართობი შეადგენს დაახლოებით 140 კმ²-ს და შესაბამისად იგი ქვეყნის სიდიდით მეხუთე კუნძულია (ვიტი-ლევუს, ვანუა-ლევუს, ტავეუნის და კანდავუს შემდეგ)[3]. კუნძულის ზედაპირი მთიანია. უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან შეადგენს 738 მეტრს[2].
ადგილობრივი ფლორის და ფაუნის წარმომადგენლების დიდი რაოდენობა, რომლებიც იზრდებიან და ბუდობენ ნგაუზე ენდემურია. ნიადაგს აქვს ვულკანური წარმოშობა და გამოირჩევა მაღალი ნაყოფიერებით. კლიმატი ნოტიო ტროპიკულია.
ისტორია
რედაქტირებაკუნძულის პირველი ევროპელი აღმომჩენად ითვლება ბრიტანელი მოგზაური უილიამ ბლაი, რომელმაც იგი აღმოაჩინა 1789 წელს[4].
მოსახლეობა
რედაქტირებაკუნძულის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს დაახლოებით 8 ათას ადამიანს, რომლებიც ცხოვრობენ 16 სოფელში და 11 პატარა დასახლებაში და განლაგებულები არიან სამ ოლქში[5].
ეკონომიკა
რედაქტირებაეკონომიკის საფუძველს წარმოადგენს სოფლის მეურნეობა (უპირველეს ყოვლისა, კოპრის წარმოება).
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Gau Island, Fiji. Reef Report. Planetary Coral Reef Foundation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-26. ციტირების თარიღი: 2010-05-16.
- ↑ 2.0 2.1 2.2 Islands of Fiji. Taveuni. UN SYSTEM-WIDE EARTHWATCH Web Site. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-21. ციტირების თარიღი: 2010-05-16.
- ↑ Pacific Islands Climate Change Assistance Programme (PICCAP) & Fiji Country Team., National Circumstances. Background // Fijiʼs First National Communication Under the Framework Convention on Climate Change, 2005. — P. 3.
- ↑ Max Quanchi; John Robson., Historical Dictionary of the Discovery and Exploration of the Pacific Islands, Lanham, Maryland; Toronto; Oxford: The Scarecrow Press, Inc., 2005. — P. xiv, ISBN 0810853957.
- ↑ Grover, A., Steer, M.D., Weaver, D.G., Moss, N., Owen, N., Hall, N. & Fanning E., An Ecological Assessment of the Fringing Reefs of Gau, Fiji, Frontier-Fiji, 2007(Frontier Fiji Environmental Research Series).