ვინცას კუდირკა
ვინცას კუდირკა (ლიეტ. Vincas Kudirka; დ. 31 დეკემბერი [ძვ. სტ. 19 დეკემბერი], 1858, პაეჟერაი, ამჟ. ვილკავიშკისის რაიონი — გ. 16 ნოემბერი [ძვ. სტ. 4 ნოემბერი], 1899[5], ნაუიამესტისი) — ლიტველი კომპოზიტორი, პროზაიკოსი, კრიტიკოსი, პუბლიცისტი, მთარგმნელი, პოეტი, ლიტვის სახელმწიფო ჰიმნის „ეროვნული სიმღერის“ ავტორი; განათლებით ექიმი.
ვინცას კუდირკა | |
---|---|
ლიეტ. Vincas Kudirka | |
დაბადების თარიღი | 31 დეკემბერი, 1858[1] [1] [2] [3] |
დაბადების ადგილი | ვილკავიშკისი |
გარდაცვალების თარიღი | 16 ნოემბერი, 1899[3] [1] [1] [2] (40 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | კუდირკოს-ნაუმესტისი[4] |
დასაფლავებულია | Kudirkos Naumiestis cemetery |
საქმიანობა | პოეტი, კომპოზიტორი, მთარგმნელი, ჟურნალისტი, ლიტერატურული კრიტიკოსი, ექიმი-მწერალი და მწერალი |
ენა | ლიტვური ენა |
მოქალაქეობა | ლიტვა |
ალმა-მატერი | ვარშავის უნივერსიტეტი და Marijampolė Gymnasium |
Magnum opus | ლიტვის სახელმწიფო ჰიმნი |
ბიოგრაფია
რედაქტირებასწავლობდა სოფელ პაეჟერაის დაწყებით სკოლაში, შემდეგ 1871 წლიდან მირიამპოლის გიმნაზიაში, იქიდან მამის მოთხოვნით სასულიერო სემინარიაში გადავიდა სიენაში. სემინარიაში ორი წელი დაჰყო და „მოწოდების არქონის“ გამო გაირიცხა. სწავლობდა ვარშავის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე, შემდგომ სამედიცინო ფაკულტეტზე გადაიტანა საბუთები. 1888 წელს ლიტველ სტუდენტთა პატრიოტული ორგანიზაცია „ლიტვა“ დააფუძნა.
1889 წელს საზოგადოებამ დაიწყო ჟურნალ „ვარპასის“ გამოშვება („Varpas“, „ეჟვანი“), რომელსაც თვითონვე რედაქტორობდა, კორექტორობდა, ადმინისტრირებდა და წამყვანი თანამშრომელი იყო.
1890—1894 წლებში შაკიაში ექიმად მუშაობდა. 1887 წლიდან ნაუიჲამესტისში ცხოვრობდა, სადაც გარდაიცვალა კიდეც.
შემოქმედება
რედაქტირებაპირველი იგავი „რატომ არ მიირთმევენ ებრაელები ღორის ხორცს“ 1885 წელს დაბეჭდა გაზეთში „აუშრა“. ავტორია ათეულობით ორიგინალური ლექსის, მინაბაძისა და თარგმანის. წერდა სატირებს, პუბლიცისტურ სტატიებს; გამოსცა ხალხური სიმღერების ორი კრებული. თარგმნიდა ბაირონს, ადამ მიცკევიჩს, იულიუშ სლოვაცკის, ადამ ასნიკს, შილერს. სარგებლობდა რამდენიმე ფსევდონიმითა და კრიპტონიმით (Vincas Kapsas, Paežerių Vincas, Perkūnas, P. Vincas, Varpas, Q. D., K., V. K.). მისი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებია „ეროვნული სიმღერა“, რომელიც მოგვიანებით ლიტვის ჰიმნი გახდა.
დღევანდელობა
რედაქტირებავინცას კუდირკის სახელს ატარებს ვილნიუსის ერთ-ერთი ქუჩა. 2007 წლის დამლევს ვილნიუსის ერთ-ერთ მოედანს ვინცას კუდურკის მოედანი ეწოდა. მოედანი გედიმანის გამზირს ეკვრის. მოედნის ცენტრში შემოქმედის მონუმენტია აღმართული (ავტორები არუნას საკალაუსკასი და რიჩარდას კრიშტალავიჩიუსი).
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 Find a Grave — 1996.
- ↑ 2.0 2.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ Кудирка Винцас // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ საფრანგეთის ნაციონალური ბიბლიოთეკა