ვიკიპედია განხილვა:რჩეული სტატიები/კანდიდატები
|
ფორმატის შეცვლა
რედაქტირებამემგონი დროა რჩეული სტატიის არჩევის ფორმატი შეიცვალოს. ყველა სტატიის ნომინაცია თავის გვერდზე რომ იყოს. პლიუსები-
- ა)დაარქივება/ამოარქივება მარტივდება - მომხმარებლებს არ უწევთ ხელით გადატანა, რის გამოც იკარგება ისტორია,
- ბ)ვიკიმედიის სერვერებზე დატვირთვის შემცირება მოდულის ფუქნციის გამოძახების მეშვეობით,
- გ)ნავიგაციის გამარტივება.
- მაგალითი ასე გამოიყურება - ვიკიპედია:რჩეული სტატიები/კანდიდატები/ხანძთა.--გიორგი 16:46, 13 თებერვალი 2011 (UTC)
- ტექნიკურ საკითხებში გიორგის ვენდობი, თუმცა ერთი ვერ გავიაზრე: კანდიდატები გვერდზე როგორ გამოჩნდებიან, ანუ სად დავინახავთ ბმულს გადასასვლელად და ხმის მისაცემად? ამავე გვერდზე? R. 17:31, 13 თებერვალი 2011 (UTC)
- ალბათ ამავე გვერდზე, უბრალოდ ჩამოწერილი იქნება ხმისმიცემის გვერდები :). გიორგის იდეა მომწონს, კარგი იქნება თუ გავაახლებთ. გიო, თუ ეს წესი სხვა ვიკიპედიაში უკვე მოქმედებს, ჩემი თხოვნა იქნება, მეტი თვალსაჩინოებისათვის სხვა ვიკის მაგალითი რომ მოიყვანო? თუკი არაა სხვა ვიკიპედიაში ხმის მიცემის ამგვარი წესი, არც ეგაა პრობლემა – პირველები ვიქნებით :). — დავით პასუხი 18:04, 13 თებერვალი 2011 (UTC)
სიახლე ზოგადად ცუდი არა, მაგრამ ნაჩქარევად არ უნდა მივიღოთ, ჩამოვყალიბდეთ და მასე გადავწყვიტოთ. ამ ეტაპზე ერთი კითხვა დამებადა: რეიტინგის დადგენა როგორ მოხდება? ეს ნავიგაციის გაადვილებას გამოიწვევს? — ჯაბა ლაბაძე (გ) 18:18, 13 თებერვალი 2011 (UTC)
- სწორი შენიშვნაა, ეს მოსაფიქრებელია, თუ სხვა ნაწილებში ამის გამოცდილება არ არსებობს. R. 18:47, 13 თებერვალი 2011 (UTC)
- ჩემი გაგებით, რეიტინგის დადგენა რთული არ უნდა იყოს: რომელსაც მეტი ხმა ექნება, ის იქნება პირველ რიგში და შემდეგ დანარჩენები.—G.G. 19:21, 13 თებერვალი 2011 (UTC)
გიორგი ჩემი კითხვის არსში ვერ გაერკვიე. მე მაინტერესებს ეს როგორ უნდა მოხდეს ისე რომ ნავიგაცია გააადვილოს. თორემ რეიტინგი როგორ დგება ეგ კარგად ვიცით. გარდა ამისა მივეჩვიოთ იმას, რომ ვისაც ვეკითხებით იმან უპასუხოს. — ჯაბა ლაბაძე (გ) 19:23, 13 თებერვალი 2011 (UTC)
- მაგალითისთვის იხილეთ ეს გვერდი ქომონზე. დაყოფილი რომ არ ყოფილიყოს, ამ გვერდის ჩამოტვირთვაზე ორი წელი წავიდოდა.ანალოგიურადაა ინგლისურშიც. რუსულშიც ასეთი სქემაა, მაგრამ მათ ერთ გვერდზე გამოყვანა არა აქვთ - შესაბიმის ტაბულაა, რომელშიც კანდიდატები საკუთარი გვერდის სახელს ამატებენ ჩვეულებრივი ვიკბმულით.--გიორგი 19:27, 13 თებერვალი 2011 (UTC)
ჯაბა, შესაძლოა შენი კითხვის არსში ვერ გავერკვიე, მართლაც, მაგრამ მაშინ დააკონკრეტე ხოლმე, ვის მიმართაა შეკითხვა, რადგან კონკრეტული მომხმარებლისადმი კითხვა არ ჩანდა შენს კომენტარში (გარდა ამისა, რასტრელმაც გააკეთა კომენტარი ჩემს ზემოთ).—G.G. 19:32, 13 თებერვალი 2011 (UTC)
- იცი გიორგი აიტიშნიკ რას გეტყვი, მე აქ იდეის ავტორს შევეკითხე და ეს ძალიან მარტივად გასაგები იყო, რადგან ვსაუბრობდი ნავიგაციის გაადვილებაზე, იმაზე რაზეც საკითხი დააყენა გიორგი – დიაოჰამ. რასტრელიმ ჩემს შენიშვნაზე დაწერა, შენ კი ჩემს კითხვაზე. რაა გაუგებარი? მოდი იმაზე რა ვერ გაარკვიე სხვა დროს ნუღად დამაყოვნებ.
გიორგი, მე მგონი მეორე ბმული არასწორადაა მიტითებული ხო? რუსულის ბმულიც დაგვიდე აბა შესადარებლად უფრო უკეთესი იქნება. — ჯაბა ლაბაძე (გ) 19:41, 13 თებერვალი 2011 (UTC)
- რუსსკი.--გიორგი 19:43, 13 თებერვალი 2011 (UTC)
- ყველაფერი გასაგებია, თუმცა რუსული ოდნავ განსხვავედბა: საწყობში ბმულებით გამოდის კანდიდატები და ჩანს რას რამდენი ხმა აქვს, რუსულში ვერ გავიგე ცოტა. R. 20:05, 13 თებერვალი 2011 (UTC)
ბოდიში, ჯაბა, რომ ჩემი აზრი დავაფიქსირე, არ დავაცადე გიორგის და ამით დრო დაგაყოვნე.—G.G. 05:50, 14 თებერვალი 2011 (UTC)
რასტრელი, რუსულში თარიღებზეა ru:Википедия:Кандидаты в избранные статьи/Совет народных представителей ასეთი ბმულები, სადაც უკვე ჩანს ყველაფერი. მე მხარს ვუჭერ გიორგის იდეას.—G.G. 05:55, 14 თებერვალი 2011 (UTC)
- მგონი საწყობის ვერსია ოპტიმალურია – ჯაბას შენიშვნაც გვარდება ამით. რეალურად მხოლოდ ის იცვლება, რომ ხმის მიცემა ხდება სხვა გვერდზე. გარეგნულად ეს გვერდი თითქმის იგივე რჩება, ხმები ჩანს და რეიტინგის დადგენა რთული არაა. რუსული ვიკიპედიისა ვერ გავიგე კარგად. ცოტა ჩახლართულია... საწყობი მომწონს. — დავით პასუხი 06:30, 14 თებერვალი 2011 (UTC)
საწყობის ვერსია მეც მომეწონა, ჩემი უწყინარი თხოვნა იქნება გიორგისთან (ან იმასტან ვინც შეძლებს) იქნებ სტატიის კანდიდატების ბმულიც დადოს (ეს ხომ რჩეული სურათებისაა). — ჯაბა ლაბაძე (გ) 08:50, 14 თებერვალი 2011 (UTC)
- საწყობზე რჩეული სტატიები არ ირჩევა. ინგლისური ვიკიპედიისა, რომელიც ამგვარ სტილზეა, ბმული მივუთითე პირველსავე პოსტში.--გიორგი 10:58, 14 თებერვალი 2011 (UTC)
ეს ბმული იგულისხმე ალბათ იქ რედაქტირების გვერდი იყო დალინკული და ეტყობა მაგან დამაბნია. — ჯაბა ლაბაძე (გ) 12:45, 14 თებერვალი 2011 (UTC)
- ხანძთა სამაგალითოდ გავაკეთე.--გიორგი 12:55, 14 თებერვალი 2011 (UTC)
ესე იგი, როგორც მე მივხვდი ვიზუალურად არაფერი იცვლება, იქმნება პროექტის გვერდი (ვიკიპედია:რჩეული სტატიები/კანდიდატები/ხანძთა) და ასე გამოდის კანდიდატებში (ეს დატვირთვას ნამდვილად ამცირებს), შემდეგ რა მოჰყვება ამას? ავირჩიეთ ხანძთა, მერე? არქივში გადატანის დროსაც პირდაპირ პროექტის გვერდი გადაგვაქვს?— ჯაბა ლაბაძე (გ) 13:04, 14 თებერვალი 2011 (UTC)
- ქვეგვერდზე ისმევა {{closed}} და ცვალებადი გამომძახებელი პარამეტრი (რჩეული სტატიები/კანდიდატები/ხანძთა) ნომინაციის გვერდიდან გადაის არქივში.--გიორგი 13:21, 14 თებერვალი 2011 (UTC)
მოგვეწონა საწყობის ვერსია და გაკეთდა რუსული ვერსია? — ჯაბა ლაბაძე (გ) 14:35, 14 თებერვალი 2011 (UTC)
- ჯაბა, რას გულისხმობ? :)) აშკარად საწყობის და ინგლისური ვიკიპედიის მსგავსია ჩვენი სისტემაც ამ წუთას :)). — დავით პასუხი 14:45, 14 თებერვალი 2011 (UTC)
ამას და ამას შორის ვიზუალურ განსხვავებას ხედავ? — ჯაბა ლაბაძე (გ) 14:52, 14 თებერვალი 2011 (UTC)
- ჰო, მაგრამ ეგ მხოლოდ ვიზუალურად. ის, რაც რუსულში არ მოგვწონდა, იყო არეულ–დარეულობა და ერთ გვერდზე რომ არ ჩანს რეიტინგი. ქართულში ეს რუსული ხარვეზები გადმოღებული არაა. სისტემა ისეა, როგორც ინგლისურსა და საწყობში, მხოლოდ დიზაინია რუსული. — დავით პასუხი 14:55, 14 თებერვალი 2011 (UTC)
- კარგი. მაშინ გთხოვ ხანძთის მსგავსი ინგლისური ბმული მოგვაწოდო.
- თარგი:კანდიდატიც პირდაპირ რუსულის კოპივოა (საჩვენებლად ბმული ჩავამატე).
- გარდა ამისა საცდელად შეიძლებოდა მხოლოდ ხანძთა გაკეთებულიყო და ამის მიხედვით გვემსჯელა. ეს ასე საუცბათო საქმე არაა ნამდვილად. — ჯაბა ლაბაძე (გ) 15:01, 14 თებერვალი 2011 (UTC)
- ჯაბა, ტერმინ კოპივოს მნიშვნელობა თუ იცით?--გიორგი 15:03, 14 თებერვალი 2011 (UTC)
- ხო, და რუსულის ინტერვიკი უპრობლემოდ იპოვეთ, და რა გიშლით იგივე ინგლისურისკენ გააკეთოთ? ნუ, რადგანაც ძალიან რთლია ინებეთ.--გიორგი 15:04, 14 თებერვალი 2011 (UTC)
ეს ინგლისურის ბმული და ხანძთის ქართული ბმული ვიზუალურად ერთმანეთის მსგავსია? დასკვნა გავაკეთე შემოგვიგდე იდეა ქომონის და ინგლისურისა და გააკეთე რუსულად. გმადლობ მე ამით მოვრჩი. წარმატებები. — ჯაბა ლაბაძე (გ) 15:08, 14 თებერვალი 2011 (UTC)
- სისულელეა! გაკეთდა ზუსტად საწყობისა და ინგლისურის მსგავსი ფორმატირება. თუ თქვენ ამორჩევითი მხედველობა გაქვთ, მე არაფერ შუაში არ ვარ.--გიორგი 15:12, 14 თებერვალი 2011 (UTC)
სისულელე ისაა როცა ამბობ ესა და ეს მსგავსიაო? — ჯაბა ლაბაძე (გ) 15:14, 14 თებერვალი 2011 (UTC)
ადმიანო, თქვენ ეს და ეს მსგავსია ვამბობ! --გიორგი 15:17, 14 თებერვალი 2011 (UTC)
კოლეგებო, გთხოვთ მეტი თავშეკავება გამოვიჩინოთ (განსაკუთრებით გიორგის ეხება, სხვა თუ არაფერი ჯაბა უფროსია). რუსულის კანდიდატების გვერდზე არ იყო მოცემული იმგვარი ბმულები, სადაც რეიტინგი გამოჩნდებოდა, ხოლო საწყობისაზე იყო. გიორგიმ ასეც გააკეთე, მიუხედავად იმისა, რომ რუსული დიზაინი აქვს გადმოღებული. ასე რომ, არავის არვინ მოუტყუებია, თუმცა გიორგი ნამდვილად ჩქარობს :). R. 19:30, 14 თებერვალი 2011 (UTC)
სტატიის სახელს იგივე ბმული აქვს, რასაც ღილაკს კენჭისყრაში მონაწილეობას, ხოლო სტატიის სანახავად ხშირად ძებნა მიხდება საჭირო ბმულის, მიუხედავად იმისა, რომ იქვე ღილაკია სტატიის ხილვა. ყველა მიჩვეული ვართ მგონი, რომ რაიმე სახელზე გაკეთებულ შიდა ბმულს გადავყავართ ამავე სახელზე არსებულ სტატიაზე. იქნებ ასეც დავაბრუნოთ?--Rastrelli F 12:19, 12 ივნისი 2011 (UTC)
- თუ ამაზე კონსენსუსი გვექნება, გაკეთებას ორი წამი უნდა :)--გიორგი; 14:06, 12 ივნისი 2011 (UTC)
- ისევ ამ თმაზე: იქნებ ყურადღება მიაქციოთ? გიორგი, მცირე ტექნიკურ ცვლებას რა კონსესუსი ჭირდება?! მეორე საკითხი: გვერდის ბოლოში არის ჩასმულივიკიპედია:რჩეული სტატიები/კანდიდატები/ინტერვიკები, სადაც კატეგორიები და ინტერვიკებია გვერდზე, მაგრამ კანდიდატების გვერდზე დამოუკიდებლად მაინც ჩასმულია ინტერვიკები - (?). კიდევ, რედაქტირების ღილაკი არ ჩანს სექციებთან. --Rastrelli F
11:01, 9 სექტემბერი 2011 (UTC)11:07, 9 სექტემბერი 2011 (UTC)
- ისევ ამ თმაზე: იქნებ ყურადღება მიაქციოთ? გიორგი, მცირე ტექნიკურ ცვლებას რა კონსესუსი ჭირდება?! მეორე საკითხი: გვერდის ბოლოში არის ჩასმულივიკიპედია:რჩეული სტატიები/კანდიდატები/ინტერვიკები, სადაც კატეგორიები და ინტერვიკებია გვერდზე, მაგრამ კანდიდატების გვერდზე დამოუკიდებლად მაინც ჩასმულია ინტერვიკები - (?). კიდევ, რედაქტირების ღილაკი არ ჩანს სექციებთან. --Rastrelli F
კითხვა
რედაქტირებაარ ვიცი შეიძლება რაიმე გამომეპარა ოთხდღიანი შვებულების გამო და ამიტომ ვკითხულობ: ეს ცვლილება რომ გაკეთდა, ჩავარდნილებში გადავიტანეთ ან არ უნდა გადაგვეტანა? --ჯაბა ლაბაძე 19:24, 8 ივნისი 2013 (UTC)
- პასუხის გამცემი არის ვინმე? --ჯაბა ლაბაძე 19:36, 11 ივნისი 2013 (UTC)
- კი, გადაიტანე :). Deu. 07:10, 12 ივნისი 2013 (UTC)
თუ გადასატანია და არასწორად წაიშალა, მაშინ იმან გადაიტანოს ვინც წაშალა. --ჯაბა ლაბაძე 08:44, 12 ივნისი 2013 (UTC)
- ტაში, მეგობრებო, ტაში! :). Deu. 09:23, 12 ივნისი 2013 (UTC)
ბრავოოოო. --ჯაბა ლაბაძე 15:20, 12 ივნისი 2013 (UTC)
კითხვა
რედაქტირებაკანდიდატები რა პრინციპის მიხედვით არის დაჯგუფებული? ვგულისხმობ სექციებს „მომდევნო“ და „საჭიროებს ყურადღებას“. რომ გადავხედე გვერდს, რეალურად ისეთი სურათია, რომ რაც „მომდევნოშია“, ის სტატიები საჭიროებს ყურადღებას, ხოლო სექციაში „საჭიროებს ყურადღებას“ ყველაფერი რიგზეა. Nodar Kherkheulidze განხილვა 16:52, 1 ოქტომბერი 2013 (UTC)
- მთლიანობაში, ხმების რაოდენობის მიხედვითაა დაწყობილი კანდიდატები, გადანაწილებული რა პრინციპითაა, ეგ არ ვიცი. საერთოდ, ჩემი აზრით, საკმარისი იქნებოდა, რომ იყოს მხოლოდ სექციები „პირველ რიგში“ და „მომდევნო“--შოთა [UT] 17:53, 1 ოქტომბერი 2013 (UTC)
- სიტყვათწყობა „პირველ რიგში“ არასწორია, არალიტერატურულია. ქართულად გამართულია „უპირველესად“. თუ ეს უკანასკნელი არ მოგწონთ, ალტერნატივის მოფიქრება მოგვიწევს, „პირველ რიგში“ კი ნამდვილად შეცდომაა. Deu. 09:44, 2 ოქტომბერი 2013 (UTC)
„უპირველეს ყოვლისა“?--შოთა [UT] 09:52, 2 ოქტომბერი 2013 (UTC)
- კი, ეგ გამართულია. მომწონს :) Deu. 19:34, 2 ოქტომბერი 2013 (UTC)
გადავაწყე ორ კატეგორიად: „უპირველეს ყოვლისა“ და „მომდევნო“. P.S. მთავარზე ახალი რჩეულია გასატანი, ამჟამინდელი უკვე ერთი თვეა რაც არის--შოთა [UT] 13:41, 1 ნოემბერი 2013 (UTC)
- გავიტანე. იმედია, ყველაფერი სწორად გავაკეთე--შოთა [UT] 15:44, 2 ნოემბერი 2013 (UTC)
რაღაც პრობლემაა, შოთას ახალ სტატიაზე ხმის მიცემა არ ხერხდება, ქალაქ ბარსელონას კენჭისყრაზე გადავყავარ რატომღაც.--Saliner ✉ 12:55, 27 დეკემბერი 2013 (UTC)
- გაკეთდა--შოთა [UT] 13:09, 27 დეკემბერი 2013 (UTC)
ახალი რჩეული
რედაქტირებარატომ შეყოვნდა ასე ახალი რჩეულის გატანა? --PB ✉ 20:22, 27 ივნისი 2015 (UTC)
მთავარ გვერდზე გატანის სიხშირე
რედაქტირებარაზეც შეხვედრაზე შევთანხმდით, ჯობია განვახორციელოთ რეალურადაც. ორკვირიანი ვადის ამოქმედება დროა, დავიწყოთ.--Saliner ✉ 12:11, 4 თებერვალი 2016 (UTC)
- აქაც უნდა იყოს ჯერ განხილვა მაგის მიზანშეწონილებაზე. პერიოდულობა კარგია, კარგია სისტემატურობაც. თუმცა, ორ კვირაში ერთხელ განახლება ნიშნავს იმას, რომ ყოველ ორ კვირაში რჩეული სტატიები უნდა იწერებოდეს. აქ მე, როგორც ადრეც აღვნიშნავდი ყოველთვის, ვხედავ დიდ პრობლემას: რჩეულობის კანდიდატებს ბევრი არ კითხულობს და ისე აძლევს ხმას. ეს კი იმას იწვევს, რომ ბევრი ხარვეზების მიუხედავად სტატიები რჩეულები ხდებიან. რჩეული სტატიის ინსტიტუტის ძირითადი მიზანი არის არა მისი მთავარ გვერდზე გატანა და მთავარი გვერდის დინამიურობა, არამედ სტატიის სრულყოფა. კანდიდატად გამოტანის შემდეგ უნდა ხდებოდეს სტატიის ხარვეზების გამოვლენა და მათი აღმოფხვრა. ჩვენთან ეს, ხსენებული მიზეზის გამო, არ ხდება. და მით უმეტეს, ვერ მოხდება, თუკი ასეთ ვადას დავაწესებთ. ვადის დაწესებით მივიღებთ შემდეგს: იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატებს შორის ყველაზე მეტი ხმის მქონე ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია, გაზიარებულია გამოთქმული შენიშვნები და მიმდინარეობს ხარვეზების აღმოფხვრა, მაინც გავა ის მთავარ გვერდზე და არჩეულ იქნება რჩეულად, მიუხედავად იმისა, რომ არაა ჯერ სრულყოფილი. და რჩეული სტატიის მთავარი მიზანი ამ შემთხვევაში გახდება მთავარი გვერდის დინამიურობა, ხოლო „რჩეულობა“ თავის თავში აღარ იქნება სრულყოფილების მომცველი.
- თუკი მთავარი გვერდის დინამიურობა გვჭირდება, ჯობია უკვე რჩეულებად დასახელებული სტატიები გამოვაქვეყნოთ ყოველკვირეულად, ხოლო ახალი რჩეულის არჩევის შემთხვევაში — ახალი რჩეულიც გამოვაქვეყნოთ.
- მე ჩემი ვთქვი, დანარჩენი თქვენ იცით. Deu. 12:22, 4 თებერვალი 2016 (UTC)
- სულ მცირე 10 სტატიაა, რომელიც ძალიან მცირე შესწორებებით დღესვე შეიძლება აირჩეს რჩეულად და კიდევ უფრო მეტი, რომელსაც, ასევე, მხოლოდ მცირედი ხელის შევლება სჭირდება. იხილეთ: ეთიოპია, ვანუატუ, ერიტრეა, რონი ო’სალივანი, ტუვალუ, ახალი ზელანდია, ფიჯი, სომალი და არაერთი სხვა. ყველა მათგანს მცირედი კორექტირება და რაღაცების დამატება თუ ჭირდება, რასაც შეთანხმებისამებრ გავაკეთებთ, როცა თითოეული მათგანი კანდიდატი გახდება. მარტივი დათვლით: წელიწად-ნახევარი სულ რომ რჩეული სტატია არ დაიწეროს, ეგ პრობლემა არ დადგება. ასე რომ, მე არ ვთვლი, რომ ეგ არგუმენტი წონადია ამ შემთხვევაში.--Saliner ✉ 12:42, 4 თებერვალი 2016 (UTC)
- აქ მე კიდევ ერთ პრობლემას ვხედავ. რასაკვირველია, ძალიან კარგია თუ ყველაფერი სისტემაში ჩაჯდება, მაგრამ ერთი ხელის მოსმით ამის გადაწყვეტაც არ გამოდის. ზემოთაღნიშნულთან ერთად ჩემთვის პრობლემაა ისიც, რომ თავად არჩევის პროცესში მხოლოდ რამდენიმე მომხმარებელი მონაწილეობს. მე პირადად დიდად არ მომწონს ორი და სამი ხმით სტატიის გარჩეულება. კარგი იქნება, თუ ამ კუთხით მეტ აქტიურობას გამოვიჩენთ, ამ შემთხვევაში კანდიდატების სრულყოფის პროცესიც დაჩქარდება და სისტემატიურობაც დარეგულირდება.--ILIA განხილვა 13:36, 4 თებერვალი 2016 (UTC)
- კი, კანდიდატურის განხილვისას აქტიურობამ და ჩართულობამ აუცილებლად უნდა მოიმატოს! და ეგრეც იქნება, ილია.--Saliner ✉ 13:46, 4 თებერვალი 2016 (UTC)
- კანდიდატურის განხილვისას აქტიურობამ ნამდვილად უნდა მოიმატოს, მაგრამ არა ბრმად მიცემული ხმების ხარჯზე. ორ და სამ ხმას, თუკი ისინი ავტორებმა სტატიის წაკითხვის და კრიტიკული თვალით შეხედვის შემდეგ დაწერეს, გაცილებით მეტ მნიშვნელობას ვანიჭებ, ვიდრე წაუკითხავად მიცემულ ხმებს, თან რომ ახლავს კომენტარები: ამ ავტორის სხვა სტატიები კარგია და ესეც ასეთივე იქნება! და მისთ. : )). ამმხრივ, მგონია წინსვლა გვაქვს. ადრე გაცილებით ცუდი სიტუაცია იყო, ვფიქრობ. ახლა რომ ცოტა ხმებია მიცემული, მაიმედებს ზუსტად მაგ კუთხით: ნაკლები მომხმარებელი წერს ბრმა კომენტარებს . Deu. 14:46, 4 თებერვალი 2016 (UTC)
- კი, კანდიდატურის განხილვისას აქტიურობამ და ჩართულობამ აუცილებლად უნდა მოიმატოს! და ეგრეც იქნება, ილია.--Saliner ✉ 13:46, 4 თებერვალი 2016 (UTC)
- აქ მე კიდევ ერთ პრობლემას ვხედავ. რასაკვირველია, ძალიან კარგია თუ ყველაფერი სისტემაში ჩაჯდება, მაგრამ ერთი ხელის მოსმით ამის გადაწყვეტაც არ გამოდის. ზემოთაღნიშნულთან ერთად ჩემთვის პრობლემაა ისიც, რომ თავად არჩევის პროცესში მხოლოდ რამდენიმე მომხმარებელი მონაწილეობს. მე პირადად დიდად არ მომწონს ორი და სამი ხმით სტატიის გარჩეულება. კარგი იქნება, თუ ამ კუთხით მეტ აქტიურობას გამოვიჩენთ, ამ შემთხვევაში კანდიდატების სრულყოფის პროცესიც დაჩქარდება და სისტემატიურობაც დარეგულირდება.--ILIA განხილვა 13:36, 4 თებერვალი 2016 (UTC)
- სულ მცირე 10 სტატიაა, რომელიც ძალიან მცირე შესწორებებით დღესვე შეიძლება აირჩეს რჩეულად და კიდევ უფრო მეტი, რომელსაც, ასევე, მხოლოდ მცირედი ხელის შევლება სჭირდება. იხილეთ: ეთიოპია, ვანუატუ, ერიტრეა, რონი ო’სალივანი, ტუვალუ, ახალი ზელანდია, ფიჯი, სომალი და არაერთი სხვა. ყველა მათგანს მცირედი კორექტირება და რაღაცების დამატება თუ ჭირდება, რასაც შეთანხმებისამებრ გავაკეთებთ, როცა თითოეული მათგანი კანდიდატი გახდება. მარტივი დათვლით: წელიწად-ნახევარი სულ რომ რჩეული სტატია არ დაიწეროს, ეგ პრობლემა არ დადგება. ასე რომ, მე არ ვთვლი, რომ ეგ არგუმენტი წონადია ამ შემთხვევაში.--Saliner ✉ 12:42, 4 თებერვალი 2016 (UTC)
ორი კვირის ვადა
რედაქტირებაახალი წესებით მთავარ გვერდზე სტატია ორი კვირა უნდა იყოს, ანუ ეს დრო უნდა ახალი რჩეულის გამოვლენასაც, ამიტომ ვეცადოთ დავიცვათ ეს ვადა. ბოლო ორი სტატია გადასცილდა ორ კვირას.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 16:25, 22 თებერვალი 2021 (UTC)
- შეთანხმებულია 7 და 21 რიცხვები. ამ სტატიამ ნამდვილად გადააჭარბა 2 კვირას, რასაც ვერ ვიტყვით წინა სტატიაზე, რომელიც თავად შეცვალე დათქმულ დროში, ზუსტად 7 თებერვალს. --Wiki - ჯაბა 17:24, 22 თებერვალი 2021 (UTC)
- 7 და 21 რიცხვები ნამდვილად არ მახსოვდა, მაგრამ სტატია, რომელიც მე შევცვალე გარჩეულდა 21 იანვარს და ახალი რჩეულით ჩავანაცვლე 7 თებერვალს. ორი კალენდარული კვირა 4 თებერვალს ჰქონდა გასული. ვისი სტატია იყო ან არის არ აქვს მნიშვნელობა. არაფერი პირადული. კვლავ ბევრი კარგი სტატიაა რიგში და ამიტომ.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 17:49, 22 თებერვალი 2021 (UTC)