ვიკიპედია:ფორუმი/ტექნიკური საკითხები/არქივი/3

დოკუმენტაცია აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.

კანი თუ კაენი ?

გამარჯობა ჯაბა,

შემთხვევით წავაწყდი ვიკიპედიაში კაენს, სადაც ქართულ გვერდზე შეცდომით კანი არის დაფიქსირებული. გთხოვთ გაასწოროთ უხეში შეცდომა და კანის მაგივრად ჩასვათ კაენი. კანი - ქალაქი-კურორტია სამხრეთ საფრანგეთში, ხმელთაშუა ზღვაზე, ნიცასთან ახლოს და არა კალვადოსის დეპარტამენტში. მოკლედ არის კანი(სამხრეთ საფრანგეთში -Côte d'Azur), ხოლო კაენი- ჩრდილოეთ საფრანგეთში). რაც შეეხება, ჩემ კომპეტენტურობას, ვარ ფრანკოფონი, 6 წელი საფრანგეთში ვცხოვრობდი, ვმუშაობდი საქართველოს საელჩოში და ნამყოფი ვარ როგორც კანში, ასევე კაენში. (სხვათაშორის რუსულ ვიკიპედიასაც უხეში შეცდომა აქვს დაშვებული).


პატივისცემით ზურაბ კალატოზიშვილიწინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Igagasa (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

გამარჯობათ გმადლობთ დაინტერესებისათვის. საზღვარგარეთის ქვეყნების გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1989 წ. გვ., 85:

ხო კიდევ აქვე წერია:

ბუკისციხე

გთხოვთ, შემოიხედოთ განხილვა:ბუკისციხის ციხე --M. განხილვაწვლილი 10:39, 10 ივლისი 2012 (UTC)[უპასუხე]

სტატიები ერთსა და იმავე თემაზე

მოგესალმებით. ახლა დავუარე კატეგორიებს სასამართლო ხელისუფლებაზე და აღმოვაჩინე, რომ გვაქვს ორი სტატია ერთსა და იმავე თემაზე: საქართველოს საერთო სასამართლოები და საქართველოს სასამართლო სისტემა. იქნებ შერწყათ (მე არ ვიცი). სიმართლე გითხრათ, არც ერთი სტატია არ მომეწონა და სათაურებიც არ მომწონს. თუ ნებას მომცემთ, ორივეს წავშლი და ერთ სტატიას დავწერ გამართულად და ლამაზად. Nodar Kherkheulidze განხილვა 09:52, 14 ივლისი 2012 (UTC)[უპასუხე]

გთხოვთ, შერყას იქნებ ვინმემ ეს სტატიები. Nodar Kherkheulidze განხილვა 17:18, 16 ივლისი 2012 (UTC)[უპასუხე]
შერწყმას რაც შეეხება, ჯობია ITshnik-ს მიმართო, ყველაზე კარგად მან იცის ეს საკითხი :)--Melberg; 14:45, 11 აგვისტო 2012 (UTC)[უპასუხე]
ვიკიშვებულებაშია და მაგიტომ მოგმართე შენ. ხელს მიშლის ცალ-ცალკე რომ არის ეგ სტატიები. Nodar Kherkheulidze განხილვა 14:47, 11 აგვისტო 2012 (UTC)[უპასუხე]
მემგონი, ეს ასე კეთდება: ერთი სტატია იშლება, მეორე გადატანება წაშლილის ადგილზე, მერე ხდება აღდგენა ძველი ვერსიების წაშლილი სტატიის. თუმცა დარწმუნებული არ ვარ.--Melberg; 14:49, 11 აგვისტო 2012 (UTC)[უპასუხე]
შეგიძლია ასეთი რამის გაკეთება: დაამუშავე ერთ-ერთი ვერსია, რომელიც უფრო გამართულად გეჩვენება, მიიყვანე საბოლოო სახემდე, მერე მომწერე მე ამ სტატიის ბმული, რომელიც უნდა დარჩეს და იმისიც, რომლის ისტორიაც უნდა შეერწყას. მერე მე ვიცი. ისე, ისტორიების შერწყმას სხვებიც ახერხებენ :)— G.G. 06:20, 12 აგვისტო 2012 (UTC)[უპასუხე]

შესავლის რედაქტირება

ხომ არ გვინდა დამატებითი ბმული, რომელიც მხოლოდ შესავლის რედაქტირების საშუალებას მისცემს რედაქტორს? ასე იქნება სქრინშოტზე. თუ ვინმეს სურს „ლაივში“ ხილვა ჩემი vector.js-იდან შეუძლია კოდი გადმოიკოპიროს საკუთარში და დატესტოს. --Melberg; 13:34, 24 ივლისი 2012 (UTC)[უპასუხე]

მე პირადად არ მომწონს. რა საჭიროა როცა ისედაც მშვენივრად ვახერხებთ მაგის გარეშე რედაქტირებას--დათო1010 14:01, 24 ივლისი 2012 (UTC)[უპასუხე]
არა და ხოლმე არის გიგანტური სტატია, რომლის ჩატვირთვას შენახვის შემდეგ დრო სჭირდება. მხოლოდ შესავალი რომ ჩაარედაქტიროს, ალბათ მოსახერხებელი იქნება. --H.McC. (მომწერეთ) 14:03, 24 ივლისი 2012 (UTC)[უპასუხე]

ვფიქრობ კარგი იდეაა, რადგან ჰენრის მიერ აღწერილი პრობლემა ჩემთვისაც ცნობილია. --ჯაბა ლაბაძე 14:32, 24 ივლისი 2012 (UTC)[უპასუხე]

ჩემი აზრითაც, ლამაზი არაა სათაურის გვერდით კიდევ რამის მიწერა. მიუხედავად ამისა, ვაღიარებ, რომ საკმაოდ მოსახერხებელია რედაქტორებისათვის და ვფიქრობ, რომ კარგი იქნება კონფიგურაციიდან თუ მოხდება ამ ბმულის დამატება, ვისაც სურვილი ექნება, დაამატებს. Deu. 16:29, 24 ივლისი 2012 (UTC)[უპასუხე]
გაჯეტებში გადაიტანოს ვინმემ (მომწერეთ FB-ში და აღვწერ, თუ როგორ უნდა), აქ უბრალოდ ბევრი დრო წავა :)--Melberg; 09:56, 25 ივლისი 2012 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა

გამარჯობა, ერთი ქართველი მომღერლის დამატება მინდა და როგორ უნდა დავამატო? წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Nickjaiani (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

გამარჯობა. გაეცანით ვიკიპედიის წესებს და წაიკითხეთ რა არის და რა არ არის ვიკიპედია. ასევე ნახეთ როგორ იქმნება ახალი სტატია. — მიხეილ მიწერა 22:29, 8 აგვისტო 2012 (UTC)[უპასუხე]

ფაქტიჩა

რედაქტირების ზედა პანელში პირველივე სიმბოლოდ ჩამატა {{ფაქტიჩა}} ცოტა სხვა ადგილას უფრო უკეთესი ხომ არ იქნება? --მიხეილ მიწერა 08:27, 10 აგვისტო 2012 (UTC)[უპასუხე]

ჩემთან რედაქტირების პანელში საერთოდ მსგავსი არაფერია--დათო1010 08:34, 10 აგვისტო 2012 (UTC)[უპასუხე]
არც ჩემთან. — BruTe () 08:47, 10 აგვისტო 2012 (UTC)[უპასუხე]
ვისაც გაჯეტი აქვს ჩართული, მარტო მათ აქვთ.--Melberg; 09:07, 10 აგვისტო 2012 (UTC)[უპასუხე]
ეს რომელი გაჯეტია? --მიხეილ მიწერა 09:08, 10 აგვისტო 2012 (UTC)[უპასუხე]
<gadget-refmin>.--Melberg; 09:09, 10 აგვისტო 2012 (UTC)[უპასუხე]
მადლობა. ზუსტად გუშინ საღამოს ჩავრთე. --მიხეილ მიწერა 09:21, 10 აგვისტო 2012 (UTC)[უპასუხე]