ვიკიპედია:ფორუმი/სიახლეები/არქივი/6

ITshnik

კოლეგებო, არ ვიცი, საიდან დავიწყო, ძალიან სამწუხარო ამბავი მაქვს. როგორც მისი ფეისბუკიდან ირკვევა, გიორგი გარდაცვლილა... როდის, როგორ, არაფერი ვიცი, ფაქტია, რომ მისი გარდაცვალებიდან გარკვეული დრო უკვე გასულია და ჩვენ არაფერი გაგვიგია. შევეცდები გავარკვიო, როდის გარდაიცვალა. ნამდვილად დიდი დანაკლისია ჩვენთვის, ყველასთვის და მთლიანად ქართული ვიკიპედიისთვის. გულში რაღაც ჩამწყდა, ნათელში იყოს მისი სული! — Mikheil მიწერა 08:49, 20 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]

არც ვიცი, როგორ გამოვხატო ეს უდიდესი მწუხარება. ძალიან მძიმე ამბავი მთელი ვიკიპედიისთვის. ღმერთმა ნათელში ამყოფოს. კარგი იქნება დეტალებს თუ გავარკვევთ და ოჯახსაც მივუსამძიმრებთ.--Saliner 09:09, 20 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]

ქართულმა ვიკიპედიამ დიდი დანაკლისი განიცადა. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული. ჩვენი ტკივილი ხარ გიო. — ჯაბა 1977 09:29, 20 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]

ძალიან სამწუხარო ამბავია, ძალიან დიდი დანაკლისია :(--დათო1010 09:34, 20 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]
ძალიან ცუდი ამბავია. მთავარ გვერდზეც ხომ არ გავიტანოთ გიორგის გარდაცვალებაზე ინფორმაცია? თუ ზედმეტია?.. – BruTe () 10:14, 20 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]

სამწუხაროა ნამდვილად, კარგი იქნებოდა თუ მისი ოჯახის მიმართ სამძიმარს რამე ფორმით გამოვხატავდით. --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 12:25, 20 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]

ჩვენი ჭკვიანი გიორგი! :( ღმერთმა ნათელში ამყოფოს. მისი წვლილიდან გამომდინარე, შეიძლება გიორგიზე ვთქვათ: „მშრომელნი მტუერ და ნაცავ ვიქმნებით, ხოლო ნაშრომი ჰგიეს უკუნისამდე!“ მე ვფიქრობ, ვიკიპედიაში ინფორმაციის გამოქვეყნება ყველაზე სწორი ფორმა იქნება. ოჯახის შეწუხება ალბათ არ იქნება ლამაზი, თუკი უკვე აღარაა ახალი ამბავი. Deu. 12:42, 20 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]
ძალიან დამწყვიტა გული. საფლავზე გასვლა ცუდი არ იქნება. ოჯახს გაეხარდება კიდევაც ჩვენი მისვლა. ეს ხომ გიორგის პატივცემაა. უცნობო, მაგრამ ეკრანის მიღმა კარგად ნაცნობო გიორგი. ცუდი არ იქნება ინფორმაციის გაკეთება მისი გარდაცვალების გამო, რომ ჩანდეს ყველა გვერდზე გადასვლისას. მადლობა ადმინებს.-- --ცანგალა () 13:02, 20 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]
რადგან ეს სამწუხარო ფაქტი ძველია, ვფიქრობ, მისი ამ სახით გამოქვეყნება არ იქნება ლამაზი. მე უფრო იმას ვემხრობი, გიორგის შესახებ ენციკლოპედიური სტატია გავაკეთოთ. — Mikheil მიწერა 13:32, 20 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]

ძალიან ვწუხვარ... მიუხედავად იმისა, რომ გიორგის პარალელურად არ მიმუშავია და არ ვიცნობ, თქვენი ემოციაც საკმარისია იმის მისახვედრად, თუ რაოდენ დიდი ადამიანი გამოგვეცვალა ხელიდან... მიხეილის აზრს ვიზიარებ... ჩემი აზრით ვიკიპედიური სტატია ეკუთვნის მას...— ~ბ.ბ.~ (მომწერეთ აქ!) 13:40, 20 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]

ენციკლოპედიური სტატია? იხ. მომხმარებელი:ავთანდილ საკმარისი იქნება მის პირად გვერდზე. რასაკვირველია ეს ჩემი პირადი აზრია. რას ნიშნავს ძველი? ერთი წელი გასული არ არის.--ცანგალა () 14:01, 20 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]

ძალიან ვწუხვარ, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული...--Lika Kharazishvili 14:06, 20 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]

ძალიან გულდასაწყვეტი ამბავია :( ძალიან. ჩემთვის ერთ-ერთი სამაგალითო ადამიანი იყო, ვწუხვარ :(--SHOTHA [UT] 19:57, 20 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]
ძალიან ვარ შეწუხებული მომხდარით, არ მეჯერება მისი გარდაცვალების ამბავი... 2010 წლიდან მახსოვს გიორგი. რა სამწუხაროა... გული მტკივა... არც კი ვიცი რა უნდა ვთქვა... ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული... ვწუხვარ ამ დიდი დანაკლისის გამო. - OTOGI Messages 21:17, 20 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]

ვიზიარებ ოჯახის, თქვენი და ვიკიპედიის მწუხარებას. მართლაც დიდი დანაკლისია გიორგი. :( — GIO→13  06:40, 22 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]

გიორგი გარდაიცვალა 2015 წლის 24 დეკემბერს. --ცანგალა () 12:27, 23 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]
სულ ახალი ამბავი ყოფილა, ჯერ ორმოციც კი არ გასულა--დათო1010 12:29, 23 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]
იქნებ გამოვაქვეყნოთ Sitenotice-ში. Deu. 13:04, 23 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]

სამწუხარო ამბავია! :(--Surprizi განხილვაწვლილი 13:10, 23 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობათ მე გიორგის და ვარ .დიდი მადლობა ყველას ასეთი სიყვარულისთვის. უფალი გფარავდეთ--94.43.176.172 11:16, 26 იანვარი 2016 (UTC)mari shashvi.[უპასუხე]

მოკლედ, ქართული ვიკიპედიის ფეისბუკ გვერდზეც უნდა ითქვას ამის შესახებ და მის პირად გვერდზეც უნდა განვათავსოთ დაფა მისი გარდაცვალების შესახებ. - OTOGI Messages 14:51, 23 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]

ფრიად შეწუხებული ვარ გიორგი გიორგი შაშვიაშვილის გარდაცვალების გამო და ოჯახს ვუსამძიმრებ! --MEDGEORGIA  Україна  15:35, 23 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]

ძალიან სამწუხარო და მოულოდნელი ამბავი... განსაკუთრებით, იმის კვალობაზე, რომ იგი პირადად გავიცანი კახეთში, 2011 წელს, როგორც საღსალამათი, კარგი ადამიანი... Nodar Kherkheulidze განხილვა 16:01, 23 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]

ვწუხვარ. ერთ-ერთი საუკეთესო ადმინისტრატორი იყო ქართულ ვიკიპედიაში. მშვიდი, გაწონასწორებული, არააგრესიული. ნათელში ამყოფოს მისი სული ღმერთმა. --79.191.98.214 20:03, 23 იანვარი 2016 (UTC).[უპასუხე]
ვიზიარებ. გიორგი მახსოვს, როგორც ძალიან პატიოსანი, ღირსეული ადამიანი, რომელსაც ძალიან კარგად ესმოდა, თუ რატომ იყო აქ. მისი გარდაცვალება არის ძალიან დიდი დანაკლისი. --Melberg; 20:33, 23 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]

ვიზიარებ მწუხარებს... ღმერთმა აცხონოს...--ოდაბადე (მიწერა) 10:14, 26 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]

Wikimania 2016: call for posters, discussions and trainings

Hi people,
the calls for posters, discussions and trainings for Wikimania 2016 are officially opened, you can find all the relevant links on the conference wiki:

https://wikimania2016.wikimedia.org/wiki/Submissions

The calls will be closed on March 20.

Posters will be reviewed just to make sure that there aren't things which are too much out of scope. Since we have a whole village we will surely find places to attach them, even if we they will be a lot!

Discussions will be managed by a guiding committee who will work on the wiki to meld all the proposals and suggestions.

Trainings will be reviewed by the programme committee. Please note that we request that each training has at least 3-5 interested attendees in order to be put in the programme.

By the beginning of April we will have a first list of all the accepted proposals.

If you have questions we suggest you to ask them on the discussion pages on wiki, so that everyone will be able to see them (and their answers, of course).

We are looking forward to read your ideas! --Yiyi განხილვაწვლილი 15:37, 29 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]

ისტორიული სახელმწიფოების დროშები

შევამჩნიე, რომ აფხაზტა სამეფოს, საქართველოს სამეფოს და სხვა ისტორიული სახელმწიფოების დროშებს ცვლის ზოგი მომხმარებელი ან ახალს ამატებს. ეს, უმეტესწილად არ ეფუძნება რაიმე წყაროს. აფხაზთა სამეფოს დროშის ავთენტურობაზე ხომ საუბარი ზედმეტია, ცალსახად ფსევდონაციონალისტური სპეკულაციაა. ერთი შეხედვით ვანდალიზმი არაა, მაგრამ შემმოწმებლებს გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ და არ შეამოწმოთ ასეთი ცვლილებები. Deu. 08:59, 11 მარტი 2016 (UTC)[უპასუხე]

თუკი ცვლილებები არაკონსტრუქციულია იგი თამამად უნდა გაუქმედეს და მომხმარებელს გაფრთხილება მიეცეს. ნებისმიერ შემთხვევაში, ადრე თუ გვიან სტატიას უნდა ჰქონდეს შემოწმებულის სტატუსი. სულ შეუმოწმებელი ხომ არ იქნება. აქვე, მაინტერესებს, აქ განხორციელდა მორიგი ცვლილება და ქართულ ვიკიპედიაში როგორ მოვიქცეთ აწი ამ საკითხთან დაკავშირებით ?. ერთხელ უკვე ამოვშალე რუსეთის დროშა, ხოლო ინგლისურ ვიკიპედიაში ქვეყნების სახით დე იურე და დე ფაქტოს გულისხმობენ. ჩვენ როგორ მოვიქცეთ ?. - OTOGI Messages 15:15, 18 მარტი 2016 (UTC)[უპასუხე]
ჩემი აზრით არაა საჭირო დე ფაქტო და დე იურე ქვეყნების ცალკ-ცალკე მითითება. უფრო ოპტიმალური მგონია თუ სტატიაში ჩავამატებთ, რომ ანექსირებულია რუსეთის მიერ.--ILIA მომწერეთ 15:26, 18 მარტი 2016 (UTC)[უპასუხე]
ვერ მივხვდი, რასა და რას შორის უნდა გავაკეთოთ არჩევანი? სტატიაში ობიექტური ინფორმაცია უნდა ჩავწეროთ, ეს კი ერთადერთია: ქალაქი მდებარეობს ყირიმის ნახევარკუნძულზე, უკრაინაში; 2014 წლიდან რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ ქალაქის სეპარატისტული ხელისუფლება და რუსეთის ფედერაცია სევასტოპოლს ფედერაციის სუბიექტად განიხილავს, თუმცა ეს საერთაშორისო სამართლით არაა აღიარებული. სევატოპოლი დე-იურე კვლავ უკრაინის ტერიტორიად მიიჩნევა. Deu. 13:57, 19 მარტი 2016 (UTC)[უპასუხე]

ვიკიგაზაფხული

მეგობრებო @პაატა შ:, @Jaba1977:, @Pkhoveli:, @Lika-Kharazishvili:, @Fiqriasidamonize:, @ILIA:, @Mehman Ibragimov: ვიკიგაზაფხული 2016 ორგანიზტორების თხოვნით განხილვის გვერდზე ჩასასმელი თარგის ფორმატი შეიცვალა. ახლა უკვე საკმარისი აღარ არის მხოლოდ {{ვიკიგაზაფხული 2016}}-ის ჩასმა. ახალი ფორმატით განხილვის გვერდზე უნდა ჩაისვას ეს თარგი {{ვიკიგაზაფხული 2016 |მომხმარებელი= |თემა= |თემა2= |თემა3= |ქვეყანა= |ქვეყანა2= |ქვეყანა3= }} და შეივსოს სათანადო ველები. აქ თარგის გვერდზე ყველაფერი დეტალურადაა ახსნილი. პ.ს. უკვე შექმნილ სტატიებში არსებულ თარგებს მე თავად გადავაკეთებ ახალ ფორმატზე--დათო1010 06:31, 22 მარტი 2016 (UTC)[უპასუხე]

საზოგადოებრივი მაუწყებელი ვიკიპედიის შესახებ

კოლეგებო, გუშინ, საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ გადაცემა „კომუნიკატორმა“ პირდაპირი ეთერი ქართულ ვიკიპედიას დაუთმო. ასევე მოამზადა სიუჟეტი ჩვენ შესახებ. — Mikheil მიწერა 19:15, 23 მარტი 2016 (UTC)[უპასუხე]

არასწორი ეთნიკური მონაცემები/სამარცხვინო მდგომარეობა

სამარცხვინო მდგომარეობაა, მუნიციპალიტეტების მიხედვით ეთნიკურ მონაცემებთან დაკავშირებით, ყველგან მცდარი მონაცემებია შეყვანილი და ყველგან რატომღაც ქართველების რაოდენობის შემცირების მხრივ, რუსულ ვიკიპედიაში სწორი მონაცემებია 2002 წლის აღწერის მიხედვით და ქართულში ესეც ვერ მოგვიხერხებია. შევიტანე ცვლილებები და იქნებ დროზე გამოქვეყნდეს, თორემ მართლა სირცხვილია.

პ.ს. სოფლის მოსახლეობის აღწერას მუნიციპალიტეტის მოსახლეობის აღწერაში ნუ ურევთ, მუნიციპალიტეტში მარტო სოფელი კი არა ქალაქები/დაბებიცდ შედის. ესეთი მარტივი რამე როგორ უნდა იყოს გაუგებარი? — წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Giorgi Mechurchle (განხილვაწვლილი) .

კითხვა მაქვს და იქნებ აქ გამომეხმაუროთ. – BruTe () 16:38, 25 აპრილი 2016 (UTC)[უპასუხე]

ბანაკი წყნეთში

კოლეგებო, როგორც ჯაბამ მაცნობა, ხვალ, წყნეთში, ახალგაზრდულ ბანაკსი ატარებს ვიკი-გაკვეთილებს. დარეგისტრირდება მრავალი ახალი მომხმარებელი, თბილისის უბნების შესახებ შექმნიან სტატიებს და გთხოვთ, გამოიჩინოთ ლოიალურობა, ნუ ჩაუსვამთ ესევე წაშლის თარგებს ან ნუ წაშლით. ერთი დღე მოვითმინოთ და იმედია, ამ კარგი საქმიდან რამდენიმე აქტიურ მომხმარებელს შევიძენთ. წარმატებები, @Jaba1977:Mikheil მიწერა 22:41, 17 ივნისი 2016 (UTC)[უპასუხე]

დიდი მადლობა მიშა.--ჯაბა 1977 03:41, 18 ივნისი 2016 (UTC)[უპასუხე]

თავდაცვის სამინისტრო

კოლეგებო, ალბათ ხედავდით, რომ ცოტა ხნის წინ, შვექმენი სტატია ნატო-საქართველოს ურთიერთობები. ეს მოხდა თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობის ფარგლებში, საკუთარ თავზე ავიღე ამ სტატიის დამუშავება, თუმცა წარმოგადგენდით თქვენ ყველას, ქართულ ვიკის. ხვალ, სამინისტრო ამ სტატიას საზოგადოებას წარუდგენს. გაეცანით მათგან მიღებულ წერილს და წამოსვლის მსურველებმა სასწრაფოდ, აქვე, ხელმოწერით დაადასტურეთ.

„გაცნობებთ, რომ თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტმენტმა დაიწყო თანამშრომლობა ონლაინ-ენციკლოპედია "ვიკიპედიას" ოფიციალურ წარმომადგენლობასთან საქართველოში. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, მომზადდა და ქართულ ვიკიპედიაზე აიტვირთა სტატია ნატო-საქართველოს თანამშრომლობის შესახებ.

2016 წლის 21 ივლისს, ხუთშაბათს, 12:00 საათზე თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის მე-4 სართულზე, ბრიფინგების ოთახში გაიმართება თავდაცვის სამინისტროს პროექტ "ვიკიპედიას" პრეზენტაცია, რომელსაც ვიკიპედიასა და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები დაესწრებიან“.Mikheil მიწერა 10:38, 20 ივლისი 2016 (UTC)[უპასუხე]

  (მომხრე)--დათო1010 11:03, 20 ივლისი 2016 (UTC)[უპასუხე]
  (მომხრე)--Surprizi განხილვაწვლილი 12:36, 20 ივლისი 2016 (UTC)[უპასუხე]
  (მომხრე)----პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 14:29, 20 ივლისი 2016 (UTC)[უპასუხე]
  (მომხრე)--ცანგალა () 15:57, 20 ივლისი 2016 (UTC)[უპასუხე]
  (მომხრე)-- Mehman (მომწერეთ) 21:05, 20 ივლისი 2016 (UTC)[უპასუხე]

ცოტა გვაცალეთ მეგობრებო!

მეგობრებო ვიკიპედიის ოთხი მომხმარებელი: ნიკოლოზ ზივზივაძე, გიორგი რიჟვაძე, Nina1009 და ‎NaswKai სომხეთში მყავს ვიკიბანაკში. აქ სტატიებს წერენ და საღამოობით უმოწმებენ. იქნებ გვაცალოთ მეორე დილამდე და ხელი არ მოკიდოთ ცოტა ხნით. შეაფასებენ, ქულებს დაუწერენ და მერე მიხედეთ, თან როგორც მითხრეს ორგანიზატორებმა, მათაც ეშლებათ ხელი. უამრავი სტატიაა დასამუშავებელი და მოდი ჯერ ამათ მიხედეთ. --ჯაბა 1977 14:31, 1 აგვისტო 2016 (UTC)[უპასუხე]

პირველი გრანტი ჩვენია!

კოლეგებო, შოკისმომგვრელად სასიხარულო ინფორმაცია მაქვს თქვენთვის! ესე იგი, ჩვენმა user group-მა, Wikimedia Community User Group Georgia-მ, რომელიც შარშან ფონდმა ვიკიმედიამ ოფიციალურად აღიარა, პირველი გრანტი მოიპოვა! ჩვენი მოთხოვნა Wiki Loves Monuments-ის ჩასატარებლად 1200 ₾ = 523.15$-ის მიღებაზე, დაკმაყოფილებულია, თანხას უახლოეს დღეებში ჩაგვირიცხავენ! ეს ნამდვილად უდიდესი მიღწევაა ჩვენი ჯგუფისთვის და საკმაოდ კარგი, წინგადადგმული ნაბიჯი „ვიკიმედია საქართველოს“ შექმნის გზაზე! აქ კიდევ ერთხელ იკვეთება გუნდური მუშაობის ძალა. დაგვერწმუნეთ, user group-ის ბორდის წევრებს (MIKHEIL, BRUTE, Jaba1977, David1010) თავი არ დაგვიზოგავს — ამ პროცესზე მუშაობა ჯერ კიდევ სომხეთში, CEE Meeting-ზე დავიწყეთ გრანტების კომიტეტის ერთ-ერთ ხელმძღვანელთან პირადი კონსულტაციების გავლით და შედეგმაც არ დააყოვნა. მოკლედ, მათხოვრობას სპონსორებთან და უპასუხისმგებლო ქართულ კომპანიებთან შეწყვეტილად ვაცხადებ. გილოცავთ კიდევ ერთხელ თოთოეულ თქვენგანს, User Group-ის ყველა წევრს, ყველა ვიკიპედიელს! წინ კიდევ უფრო მეტი გამარჯვებებია! — Mikheil მიწერა 07:55, 8 სექტემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]

გილოცავთ! :) წარმატებები! :) Deu. 08:22, 8 სექტემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]
მადლობა დათო :) — დათო1010 08:31, 8 სექტემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]

კაია, კაი :) --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 08:33, 8 სექტემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]

გილოცავთ ყველას!--Waiper ვიკი ჩვენი არსობისა 09:58, 8 სექტემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]
გილოცავთ!!! -- Mehman 97 10:56, 8 სექტემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]

გილოცავთ (ჩემს თავსაც ვულოცავ) ბიჭებო. აი მესმის გუნდის მუშაობა. აი ესაა გუნდი. — ჯაბა 1977 13:04, 8 სექტემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]

ძალიან კარგია. განსაკუთრებული მადლობა თქვენს გუნდს! — ßurduli 13:10, 8 სექტემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]

ვიკიპედიის აზიის თვე

მეგობრებო 1 ნოემბერს იწყება ვიკიპედიის აზიის თვე!!! მონაწილეობის მსურველებმა თქვენი სახელი ჩაწერეთ პროექტის გვერდზე--დათო1010 12:19, 24 ოქტომბერი 2016 (UTC)[უპასუხე]

იმედი მაქვს, ბევრი მონაწილე და ბევრი კარგი სტატია იქნება!  UndDerDie 12:29, 24 ოქტომბერი 2016 (UTC)[უპასუხე]

ვიკის უყვარს ძეგლები 2016

კოლეგებო, პარასკევს, 11 ნოემბერს, 15:00 საათზე, თბილისისი პირველ კლასიკურ გიმნაზიაში გაიმართება ვიკის უყვარს ძეგლები 2016-ის დაჯილდოება. მსურველებს გთხოვთ, მობრძანდეთ. — Mikheil მიწერა 22:35, 9 ნოემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]

რეგიონების სტატისტიკა

მეგობრებო მოგესალმებით, ვინც რეგიონების სტატისტიკაზე მუშაობს მათ მინდა გავუზიარო, საქსტატს ასეთი კარგი საშუალება გაუკეთებია ► http://geostat.ge/regions/ რაც ძალიან დაგვეხმარება საჭირო ინფორმაციის მოძიებაში!--g. balaxaZe 12:23, 30 ნოემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]

ვიკიპედიის აზიის თვე

@Jaba1977:, @Otogi:, @Nina1009:, @NaswKai:, @Mehman97:, @პაატა შ: მეგობრებო აზიის თვის ორგანიზატორებმა თავიდან მითხრეს მე მომეგროვებინა მისამართები, მაგრამ ეხლა შეცვალეს და ამიტომ ჩემთან გამოგზავნის მაგივრად შეავსეთ გუგლის ის ფორმები რომელიც პირადი შეტყობინების სახით მიიღეთ კონკურსის მთავარი ორგანიზატორისგან --დათო1010 08:57, 3 დეკემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]

  გაკეთდაMehman 97 09:24, 3 დეკემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]
  გაკეთდა--ჯაბა 1977 10:38, 3 დეკემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]
  გაკეთდა --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 18:23, 4 დეკემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]
  გაკეთდა. - OTOGI Messages 07:46, 5 დეკემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]
მე გერმანულ ვიკიპედიაში მივიღე მონაწილეობა და იქ მითხრეს, ადგილობრივ მოდერატორს დაუკავშირდიო მისამართთან დაკავშირებით (დავით, სავარაუდოდ შენ...). ანუ ახლა შენ აღარ და სხვას უნდა დავუკავშირდე, ხომ? : ) Deu. 07:58, 5 დეკემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]
არა ადგილობრივში გერმანული განყოფილების ლოკალური ორგანიზატორი იგულისხმეს ალბათ. რადგან გერმანულში მიიღე მონაწილეობა მაშინ გერმანულში გამოგიგზავნიდნენ ესეთ წერილს— დათო1010 08:12, 5 დეკემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]