ვიკიპედია:რჩეული ფოტოები/ლიტერატურა
მეფე როსტევანი და ავთანდილი ნადირობის ჟამს. ვეფხისტყაოსნის ილუსტრაცია მამუკა თავაქარაშვილის მანუსკრიპტიდან, 1646.
|
იამაბე აკაჰიტო (* ~730), იაპონელი სახალხო პოეტი, ტანკას უბადლო ოსტატი. მისი ლექსების უმრავლესობა, რომელთა თემაა მშობლიური ქვეყნის ბუნება, შექმნილია მოგზაურობის დროს და დაკავშირებულია ამა თუ იმ კონკრეტულ ადგილთან. იამაბეს პეიზაჟური ლირიკა რეალისტურია. მისი მრავალი ლექსი შესულია "მანიოსიუში" - იაპონური პოეზიის ანთოლოგიაში. იამაბეს პოეტურმა სახეებმა და ხერხებმა, რომლებიც ოსტატურად გამოიყენეს მომდევნო თაობის პოეტებმა, ხელი შეუწყო იაპონური პოეზიის განვითარებას.
|
ბილინები, ძველ რუსულ ენაზე შესრულებული ზეპირი ეპოპეები, რომლებშიც ერთმანეთშია შერეული წარმართული და ქრისტიანული ტრადიციები. ყველაზე ცნობილი ბილინაა უცნობი ავტორის სიტყვა იგორის სოფლის შესახებ.
ნახატი: რუსული ბილინა, კეთილი ნიკიტა დრაკონისგან ათავისუფლებს მზეთუნახავს. |
არქივი / განახლება
"დასავლეთის ფრონტი უცვლელია" პირველად გერმანიაში 1929 წელს გამოვიდა. მან მაშინვე მიიპყრო საზოგადოების ყურადღება და არაერთგვარი რეაქცია გამოიწვია. ზოგი მიიჩნევდა რომ რემარკმა სრული სიმართლე აღწერა, ხოლო იმ დროს მომძლავრებული ნაციონალ-სოციალისტები და მათი მომხრეები კი პირიქით მიიჩნევდნენ რომ ამ რომანით რემარკმა უღალატა გერმანიას და მის მეომრებს.
ნახატი: "დასავლეთის ფრონტი უცვლელია", 1930 წლის ეკრანიზაციის პოსტერი.
არქივი / განახლება
ბეჭდის საძმო არის ჯონ ტოლკინის ეპიკური რომანის ბეჭდების მბრძანებელი პირველი წიგნი, რომლის მოქმედებასაც ადგილი აქვს გამოგონილ სამყაროში, შუახმელეთში. წიგნი გამოიცა 1954 წლის 24 ივლისს.