ბილინები
ბილინები (რუს. были́ны) — ძველ რუსულ ენაზე შესრულებული ზეპირი ეპოპეები, რომლებშიც ერთმანეთშია შერეული წარმართული და ქრისტიანული ტრადიციები. ყველაზე ცნობილი ბილინაა უცნობი ავტორის სიტყვა იგორის სოფლის შესახებ.
ზოგადი მიმოხილვა
რედაქტირებაბილინები ისტორიული შინაარსის ხალხური, ეპიკური სიმღერების განსაკუთრებული სახეა. მკვეთრად გამორჩეული თავისი მხატვრული თავისებურებებითა და თემატიკით. შინაარსის მიხედვით, ბილინა ენათესავება ისტორიულ სიმღერებს, მაგრამ მაინც ძირეულად განსხვავდება მათგან. ბილინაში როგორც წესი, აისახება არა ცალკეული ფაქტი, არამედ ხალხის ცხოვრების მრავალი მოვლენა ერთობლიობაში. ბილინური ეპოსი განაზოგადებს ხალხის ისტორიულ გამოცდილებას და მოგვითხრობს მის ბრძოლაზე სახელმწიფოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის.
ბილინა — საგმირო ეპოსის აღსანიშნავად მეცნიერებაში მხოლოდ XIX საუკუნის მეორე ნახევარში დამკვიდრდა. ხალხში საგმირო სიმღერებს „старина” და „старинка” ერქვა, თუმცა „ბილინაც” ცნობილი იყო სოფლის მოსახლეობაში. მას გაცილებით ფართო მნიშვნელობა ჰქონდა და ნამდვილად მომხდარ ამბავს აღნიშნავდა. როგორც ჩანს, ბილინა ერქვა არა მხოლოდ პოეტურ, არამედ პროზაულ ნაწარმოებსაც. XIX საუკუნე ოცდაათიანი წლებიდან ტერმინი „ბილინა” რუსული, ხალხური ეპიკური პოეზიის ერთ-ერთი ჟანრის აღსანიშნავად დამკვიდრდა ცნობიერებაში.
ჟანრის ჩამოყალიბება
რედაქტირებაარ არსებობს ერთიანი აზრი ბილინების შექმნის თარიღზე. ისტორიულ საბუთებსა და მატიანეებში არ გვხდება ინფორმაციები არც საგმირო სიმღერებზე, არც მათ შემქმნელებსა თუ შემსრულებლებზე. ბილინებში მოხსენიებულია ქალაქი კიევი, სახელმწიფოს დედაქალაქი და კულტურის ისეთი ცენტრები, როგორიცაა დიდი ნოვგოროდი, გალიჩი, ჩერნიგოვი, მურომი, რიაზანი, პაჭანიკთა თუ თათართა ხანების სახელები. ყოველივე ეს აფიქრებინებს მკვლევართ, რომ ბილინების, როგორც ცალკე ჟანრის ჩამოყალიბება დაიწყო კიევის რუსეთის ეპოქაში XI-XII საუკუნეებში და დასრულდა XIII-XVსაუკუნეებში. ამავე პერიოდში შეიქმნა ორი ძირითადი ციკლი ბილინებისა — კიევური და ნოვგოროდული ციკლები. კიევური ციკლის ბილინების მთავარი თემაა თათარ-მონღოლთა წინააღმდეგ ბრძოლა, ხოლო ნოვგორდულ ციკლში ასახულია შუა საუკუნეების მდიდარი სოვდაგრული ნოვგოროდი. თავისი სოციალური წინააღმდეგობითა და ტიპური ყოფით.
ბილინებში საკმაოდაა ფანტასტიკური ჟანრის ელემენტებიც: რეალური პერსონაჟების გვერდით მოქმედებენ ჯადოქრები, მისნები და სხვა, რომლებიც სურვილისამებრ ხან მხეცებად იქცევიან, ხან ფრინველებად თუ თევზებად. გვხვდება ბევრი ზღაპრული არსებაც: ცეცხლისმფრქვეველი გველეშაპი, ზღვის მეფე და სხვა. ბილინათა რეალური სამყარო ერთგვარ ფანტასტიკურ ერთგვარ ფანტასტიკურ ელემეტებსაც შეიცავს. მიუხედავად ამისა შინაარსის ისტორიული საფუძველი მაინც საკმაო სიცხადითაა გამოკვეთილი.
თავისი ფორმით, ბილინი თავისუფალი ლექსია (შვიდიდან თექვსმეტ მარცვლამდე სტრიქონში). იგი ტონური ლექსის ერთ-ერთი ნაირსახეობაა. ყველაზე ხშირად გვხდება სამ და ოთხ მარცვლიანი საზომი. რითმა ბილინაში განუვითარებელია. თუ არის მხოლოდ და მხოლოდ ზმნური რითმები, ბილინებს რეჩიტატივით ყვებოდნენ, როგორც მვკევარები ვარაუდობდენ, ძველად ბილინები მუსიკალური კომპანიმენტით სრულდებოდა, მაგრამ როცა მათი სისტემატური შეკრება დაიწყეს, მათ მუსიკის თანხლებით უკვე აღარავინ ასრულდებდა,
ასახული ეპოქა
რედაქტირებაბილინებში ასახული ეპოქა არ შეიძლება ზუსტ ისტორიულ ეპოქად ჩაითვალოს. ესაა პირობითი, ეპიკური დრო. ასევე, მატერიალრი და სულიერი ყოფა, წეს-ჩვეულებანი და წარმოდგენები, რომლებიც არ შეიძლება კონკრეტული ათწლეულებით ან საუკუნეებით დათარიღდეს — ესაა ფეოდალიზმის ეპოქის (XI-XIV) და, ხშირად, უფრო გვიანი პერიოდის ყოფა აიასახა ბილინებში.
ისტორია
რედაქტირებაბილინების ყველაზე ადრეული ჩანაწერები XVII-XVIII საუკუნეებს განეკუთვნება. ეს ჩანაწერები ხელნაწერ კრებულებში აღმოჩნდა ზღაპრებისა და თავშესაქცევი მოთხრობების გვერდით. ბილინები ამ კრებულებში პროზადაა მოცემული. პირველი კრებული რუსულმა საზოგადოებამ 1804 წელს იხილა, როცა გამოქვეყნდა კირშა დანილოვის „ძველი რუსული ლექსები”. კრებული 26 ეპიურ სიმღერას შეიცავდა. 1818 წელს ეს კრებული ხელმეორედ გამოვიდა სათაურით: „ძველი რუსული ლექსები, შეკრებილი კირშა დანილოვის მიერ”. ამ წიგნში ბილინების გარდა დაიბეჭდა ისტორიული სიმღერები და ბალადები, კაზაკური და სალდათური სიმღერები, აგრეთვე — სახუმარო და სატირული ლექსები. ტექსტები დასავლეთ ციმბირში იყო შეკრებილი. არავინ იცის ვინ იყო კირშა დანილოვი — ზეპირსიტყვიერების შემკრები თუ სახალხო მთქმელი, რომელმაც თვითონვე ჩაწერა საკუთარი რპერტუარი. ასევე დაუდგენელია, რა მიზნით შეიქმნა ეს კრებული, ვისთვის იყო განკუთვნილი ის და სხვა.
თუმცა კირშა დანილოვის კრებულის გამოქვეყნების შემდეგ ძალზე გაიზარდა ინტერესი ბილინებისა და საერთოდ, ზეპირსიტყვიერიბასდმი და ბევრმა ენთუზიაზიასტმა ინტელიგენტმა თუ მეცნიერმა მოკიდა ხელი ფოლკლორული მასალის შეკრება-შეგროვებას. ბილინათა „ცოცხალ ყოფაში” აღმოჩენა მაინც შემთხვევით მოხდა XIX საუკუნის სამოციან წლებში.
1860 წლის ზაფხულში, სამსახურეობრივ საქმეებზე ონეგის ტბის გარშემო სოფლებსა და ქალაქებში მოგზაურობდა ხალხურ ნაწარმოებთა შეკრების დიდი ენთუზიაზისტი პაველ რიბნიკოვი. ერთხელ მას თავის თანამგზავრებთან ერთად ონეგის ტბის ერთ-ერთ უდაბურ კუნძულზე, შეი-ნავოლოკზე მოუხდა შეჩერება უამინდობის გამო. სწორედ აქ არგუნა მას ბედმა, ბუნებრივ გარემოში მოესმინა ბილინები.
კუნძულზე ერთი გამჭვარტლული „ფატერა დგას” დგას. ამ სახლს აფარებენ ხოლმე თავს მენავეები და მზავრები უამინდობისას. ნავმისადგომთან უამრავი ნავი იდგა და „ფატერაც” ხალხით იყო გაჭედილი. სიმართლე რომ ვთქვა, ძალიან ჭუჭყიანი სადგომი იყო და, თუმცა ძალიან ციოდა, მაინც არ გამიწია იქით გულმა. მიმქრალი კოცონის სიახლოვეს ტომარაზე მივწექი, ჩაი ავიდუღე, ვივახშმე და ცეცხლისაგან შემთბარს შეუმჩნევლად ჩამეძინა. უცნაურმა ხმებმა გამომაღვიძა: აქამდე ბევრჯერ მომესმინა სიმღერები, სასულიერო ლექსები, მაგრამ ამგვარი ჰანგი არასოდეს გამეგონა. ცოცხალი, ძალზე უცნაური და მხიარული იყო, ძალზე სწრაფი, ხან მოულოდნელად შეწყდებოდა და თავისი კილოთი რაღაც ძალიან ძველს, ჩვენი თაობის მიერ რახანია მივიწყებულს მოგაგონებდათ. დიდხანს არ მინდოდა გავოფხიზლებულიყავი და სიმღერის ცალკეულის სიტყვებისთვის მიმეყურადებინა: ისეთი სიხარულის მომგვრელი იყო ეს სრულიად ახალი, ჯერეთ განუცდელი შთაბეჭდილება. ძილბურანში გავარჩიე, რომ ჩემგან სამიოდე ნაბიჯში რამდენიმე გლეხი იჯდა: ერთ-ერთი მათგანი, ჭაღარა, წვერგაბურძნილი მოხუცი, რომელსაც მკვირცხლი თვალები და კეთილი გამომეტყველება ჰქონდა. რაღაცას მღეროდა. ჩაცუცულიყო მინავლულ კოცონთან. ხან ერთ გლეხს მიუბრუბდებოდა, ხან მეორეს და ასე მღეროდა. დაამთავრა ერთი სიმღერა და მაშინვე დაიწყო მეორე. ახლაღა მივხვდი ბილინას მღეროდა სადკოდზე. რა თქმა უნდა მაშინვე წამოვხტი. დავიყოლიე — სიმღერა გაემეორებინა და სიტყვასიტყვით ჩავიწერე. ვკითხე სხვა ხომ არაფერი იცი-მეთქი. ჩემი ახალი ნაცნობი ლეონტი ბოგდანოვიჩი შემპირდა, მრავალ ბილინას მოგიყვებიო: დობრინია ნიკიტიჩზე, ილია მურომელზე, მიხაილო პოტიკზე, ვასილი ბუსლაევზე, ორმოც მლოცვარზე, სვიატოგორ გოლიათზე ... მრავალი იშვიათი ბილიონა მომისმენია, მახსოვს შესანიშნავი ძველი ჰანგები. ამ ბილინებს ჩინებული ხმისა და დიქციის მქონე მომღერლები მღეროდნენ, მაგრამ, მართალი რომ ვთქვა, მეტად აღარასოდეს განმიცდია ის ცინცხალი შთაბეჭდილება რაც ჩემზე მოახდინა მოხუცი ლეონტის გაბზარული ხმით ნამღერმა ბილინებმა.
სწორედ XIX საუკუნის სამოციანი წლებიდან იწყება ბილინების სისტემატური პუბლიკაცია. ამავე პერიოდში ჩაეყარა საფუძველი ამ ჟანრის თანმიმდევრულ მეცნიერულ შესწავლას, რაც დღემდე გრძელდება.
ბილინების გავლენა რუსულ კულტურაზე
რედაქტირებაჯერ კიდევ XVIII საუკუნის რუსი პოეტები და მუსიკოსები იყენებდნენ ბილინურ სიუჟეტებსა და სახეებს თავიანთ ნაწარმოებებში. ბევრი, რუსი ავტორის ნაწარმოებები ბილინების საფუძველზეა შექმნილი.
კიდევ უფრო ხშირად იყენებდნენ ბილინურ ეპოსს XIX საუკუნის რუსული კულტურის მოღვაწეები: ვლადისლავ ჟუკოვსკი, ალექსანდრე პუშკინი, მიხეილ ლერმონტოვი, ნიკოლოზ გოგოლი, ნიკოლოზ ნეკრასოვი და მრავალი სხვა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბილინები / მთარგმნ. ომარ გოგიჩაიშვილი, თბ.: ნაკადული, 1977.