ვიგონოვსკოეს ტბა,[1] ვიგონოშჩანსკოე (ბელარ. Вы́ганаўскае, Выганашча́нскае) — ტბა ბელარუსში, ბრესტის ოლქის ივაცევიჩის რაიონში.

ვიგონოვსკოე
Вы́ганаўскае
კოორდინატები: 52°41′03″ ჩ. გ. 25°56′50″ ა. გ. / 52.68417° ჩ. გ. 25.94722° ა. გ. / 52.68417; 25.94722
მდებარეობა ბელარუსის დროშა ბელარუსი
ტერიტორიული ერთეული ბრესტის ოლქი
სიმაღლე ზღვის დონიდან 151,6 
სიგრძე 7,0 კმ
სიგანე 4,8 კმ
ფართობი 26 კმ²
მოცულობა 0,0321 კმ³
სანაპირო ზოლის სიგრძე 21 კმ
საშუალო სიღრმე 1,2 
მაქსიმალური სიღრმე 2,3 
აუზის ფართობი 87,1 კმ²
ჩამდინარე მდინარეები კლეჩიტნა
ვიგონოვსკოეს ტბა — ბელარუსი
ვიგონოვსკოეს ტბა

ტბის ფართობია 26 კმ², წყალშემკრები აუზისა — 87,1 კმ², სანაპირო ხაზის სიგრძე — 21 კმ, მაქსიმალური სიღრმე — 2,3 , საშუალო — 1,2 მ.[2] წყლის მოცულობა — 32,1 მლნ მ³.[2] მდებარეობს ზღვის დონიდან 151,6 მ სიმაღლეზე.[3]

ფსკერი ბრტყელია, დაფარულია საპროპელით, სანაპირო ტორფიანია, ხეობა დაჭაობებული. ტბა მდიდარია თევზით, ყველაზე მეტად გავრცელებულია წერი, ქორჭილა, ნაფოტა, ჩიქვი, გვხვდება წერი, ლოქორია, ფარფლწითელა, ფიტოპლანქტონი წარმოდგენილია 106 სახეობით.[4]

ტბა მდებარეობს ქალაქ ივაცევიჩიდან 37 კმ-ის, ხოლო საქალაქო დასახლება ტელეხანიდან 17 კმ-ის დაშორებით, მდენარეების — შჩარასა და იასელდის (ნემანისა და დნეპრის აუზი) წყალგამყოფზე. ტბის გავლით 1767–1783 წლებში აშენდა ოგონსკის არხი, ამჟამად გამოუყენებელი. 1968 წელს ტბა და წყალშემკრები აუზის ნაწილი გამოცხადდა ჰიდროლოგიურ აღკვეთილად „ვიგონოშანსკოე“ (ფართობი 43 ათ. ჰექტარი).[5] 2003 წლიდან ამავე დასახელების რესპუბლიკური ლანდშაფტური აღკვეთილის შემადგენლობაში. ტბა აგრეთვე შედის სატყეო სამონადირეო მეურნეობის, „ვიგონოვსკოეს“ შემადგენლობაში, რომელიც ბელოვეჟის ტევრის ნაწილს წარმოადგენს.

  1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 517.
  2. 2.0 2.1 Блакітная кніга Беларусі. / Рэдкал.: Н. А. Дзiсько i iнш. — Мн.: БелЭн, 1994. — С. 107. — 415 с. (ბელარუსული)
  3. Лист карты N-35-112 Бытень. Масштаб: 1 : 100 000. Состояние местности на 1983 год. Издание 1986 г.
  4. Озёра Белоруссии. Выгоновское. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-16.
  5. Иванов-Смоленский В. Г. Выгоновское (Выгонощанское) // Все озёра Беларуси. Популярная иллюстрированная энциклопедия. — 2012. — Т. 2.