ჩიქვი (ლათ. Scorpaena) — თევზების გვარი სკორპენისებრთა ოჯახისა. გავრცელებულია ტროპიკულ და სუბტროპიკულ ზღვებში. საქართველოში (შავ ზღვაში) ბინადრობს 1 სახეობა — ზღვის ჩიქვი (ლათ. Scorpaena porcus), რომლის სხეულის სიგრძე 7-13 სმ, იშვიათად 30 სმ აღწევს. ჩიქვები ფორმით ქორჭილას ჰგვანან. ფარფლების ეკლიანი სხივების ფუძესთან შხამიანი ჯირკვალი აქვთ და ქვეწარმავალთა მსგავსად იცვლიან კანს. მტაცებლები არიან. ძირითადად თევზებით იკვებებიან. გემრიელი ხორცი აქვთ. მცირე რაოდენობის გამო მათი რეწვა სხვა თევზებთან ერთად ხდება. უმთავრესად ნედლად იყენებენ.

ჩიქვი

Scorpaena onaria
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Scorpaena

ლიტერატურა

რედაქტირება