ვიანორ ანჩაბაძე

ქართველი-აფხაზი ექიმი და ოფიცერი აფხაზეთის თავადთა საგვარეულოს წარმომადგენელი.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ანჩაბაძე.

ვიანორ ტარასის ძე ანჩაბაძე (დ. 1 იანვარი, 1888, ქ. სოხუმი, — გ. 8 თებერვალი, 1938) — ქართველი და აფხაზი ექიმი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე. აფხაზეთის თავადთა საგვარეულოს, ანჩაბაძეების წარმომადგენელი.

ვიანორ ანაჩაბაძე.

დაიბადა ვიცე-პოლკოვნიკ თავად ტარას (თარაშ) ანჩაბაძის და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აქტიური წევრის, მარიამ დადიანი-ანჩაბაძისას ოჯახში. მისი ძმები (მ. შ. ვალერიან ანჩაბაძე) სამხედრო სამსახურში იყვნენ.

ანჩაბაძემ დაამთავრა თბილისის ვაჟთა 1-ლი გიმნაზია (1908), შემდეგ პეტერბურგის სამხედრო-სამედიცინო აკადემია (1914). I მსოფლიო ომში მონაწილეობდა, როგორც სამხედრო ექიმი. 1918-1921 წლებში იყო აფხაზეთის სახალხო საბჭოს წევრი სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიიდან, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად საკონსტიტუციო საკითხებზე მომუშავე ჯგუფის წევრი, აფხაზეთის კომისარიატის სამედიცინო-სანიტარული განყოფილების უფროსი. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ სხვადასხვა დროს იყო რსფსრ ჯანმრთელობის დაცვის სახალხო კომისარიატის მთავარი რწმუნებული აფხაზეთის კურორტებზე (1921-1928), აფხაზეთის ჯანმრთელობის დაცვის სახალხო კომისარი (1928-1937). დახვრიტეს მასობრივი რეპრესიების დროს კონტრრევოლუციური საქმიანობის ბრალდებით. მისი მეუღლე — ვერა შენგელაია 7 წლით „გულაგის“ ბანაკში იყო გამწესებული. მათი შვილი იყო შემდგომში ცნობილი ისტორიკოსი ზურაბ ანჩაბაძე.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება