ვეძისხევი (ახმეტის მუნიციპალიტეტი)
ვეძისხევი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში (კახეთის მხარე), ახმეტის მუნიციპალიტეტში (თუშეთის ადმინისტრაციული ერთეული).
მდებარეობს გომეწრის ხეობაში, მდ. თუშეთის ალაზნის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 2120 მ-ზე, ახმეტიდან 29 კმ-ის დაშორებით.
ისტორია
რედაქტირებავეძისხევი გომეწრის ხეობის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. 1831 წლის კამერალური აღწერის მიხედვით, აქ 8 კომლი ცხოვრობდა.[2] ვეძისხევისა და კოკლათის სიახლოვეს მდებარეობდა გომეწრის ერთ-ერთი მთავარი სალოცავი — „ჯავახე“.[3]
საბჭოთა კავშირის ეკონომიკურმა და დემოგრაფიულმა პოლიტიკამ 1950-იან წლებში სოფლის მუდმივი მოსახლეობისგან ფაქტობრივი დაცლა განაპირობა. 1960 წელს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა სოფელი ვეძისხევი ოფიციალურად გააუქმა.[4] 2010-იანი წლებიდან ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლების სიაშია, მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი.[5] 2014 წლის აღწერით სოფელში მუდმივი მოსახლეობა არ არის.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ ელანიძე ვ., თუშეთის ისტორიის საკითხები, თბ., 1988. — გვ. 28.
- ↑ ელანიძე ვ., თუშეთის ისტორიის საკითხები, თბ., 1988. — გვ. 8.
- ↑ Ведомости Верховного Совета Грузинской ССР, 1960, №4 (102). — გვ. 10.
- ↑ მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე დასახლებების ნუსხა. — საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.