ვერხოვანი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში (კახეთის მხარე), ახმეტის მუნიციპალიტეტში (თუშეთის ადმინისტრაციული ერთეული).

სოფელი
ვერხოვანი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე კახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ახმეტის მუნიციპალიტეტი
თემი თუშეთი
კოორდინატები 42°25′39″ ჩ. გ. 45°29′33″ ა. გ. / 42.427694° ჩ. გ. 45.492500° ა. გ. / 42.427694; 45.492500
ცენტრის სიმაღლე 1190
მოსახლეობა 0[1] კაცი (2014)
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ვერხოვანი — საქართველო
ვერხოვანი
ვერხოვანი — კახეთის მხარე
ვერხოვანი
ვერხოვანი — ახმეტის მუნიციპალიტეტი
ვერხოვანი

მდებარეობს გომეწრის ხეობაში, მდ. თუშეთის ალაზნის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 1190 მ-ზე, ახმეტიდან 30 კმ-ის დაშორებით.

წარსულში ვერხოვანი გომეწრის თემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სოფელი იყო. 1831 წლის კამერალური აღწერის მიხედვით, აქ 19 კომლი ცხოვრობდა.[2] საბჭოთა კავშირის ეკონომიკურმა და დემოგრაფიულმა პოლიტიკამ 1950-იან წლებში სოფლის მუდმივი მოსახლეობისგან ფაქტობრივი დაცლა განაპირობა. 1960 წელს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა სოფელი ვერხოვანი ოფიციალურად გააუქმა.[3] 2010-იანი წლებიდან ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლების სიაშია, მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი.[4] 2014 წლის აღწერით სოფელში მუდმივი მოსახლეობა არ არის.

ვერხოვნის განაპირას დგას გვიანდელი შუა საუკუნეების ფიქლით ნაგები ექვსსართულიანი კოშკი, რომელიც გადახურული ყოფილა ფიქლისავე ცალფერდა სახურავით. ძეგლი დაზიანებულია.[5]

  1. მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. ელანიძე ვ., თუშეთის ისტორიის საკითხები, თბ., 1988. — გვ. 28.
  3. Ведомости Верховного Совета Грузинской ССР, 1960, №4 (102). — გვ. 10.
  4. მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე დასახლებების ნუსხა. — საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.
  5. ჯინჭარაძე ზ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 79-80.