ვახტანგ ლიჩელი
ვახტანგ ლიჩელი (დ. 16 აპრილი, 1948, ბორჯომი) — ქართველი არქეოლოგი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1991).
ბიოგრაფია
რედაქტირება1971 წელს დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკულტეტი. 1970 წლიდან მონაწილეობს ან ხელმძღვანელობს საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარებულ გათხრებს – ვანი, ნასტაკისი, ძალისა, აბასთუმანი, წნისი, ბენარა, ასპინძა, წაღვერი, მზეთამზე, იგოეთი და სხვ. 2015 წლიდან დღემდე ხელმძღვანელობს ქართულ არქეოლოგიურ მისიას კვიპროსზე. 2010 წლიდან არის თსუ-ის ჰუმანიტარული ფაკულტეტის არქეოლოგიის ინსტიტუტისა და არქეოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი.
ლიჩელის სამეცნიერო მოღვაწეობა მოიცავს როგორც საველე არქეოლოგიურ სამუშაოებს, ისე თეორიული სახის გამოკვლევებს. 1977 წელს მან საქართველოში პირველმა გამოიყენა კომპიუტერული ტექნიკა არქეოლოგიური კლასიფიკაციის პრობლემების გადასაჭრელად. 1987 წელს დაამუშავა ფენის თეორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი – არტეფაქტების კულტურულ ფენებში განფენის რაოდენობრივი შეფასების მათემატიკური კრიტერიუმი („ფენის ნაჯერობა“). ფიზიკოსებთან ერთად ამუშავებს დათარიღების თანამედროვე მეთოდებს (ელექტროპარამაგნიტური რეზონანსი და კერამიკის დეჰიდრატაცია). 1994 წლიდან ინტენსიური სამეცნიერო ურთიერთობები აქვს მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტთან და ინსტიტუტთან, არის სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციისა და კომისიის წევრი, მ. შ. 2010 წლიდან იუნესკოს საქართველოს კომისიის „ადამიანი და გარემო“ წევრი.
შრომები
რედაქტირებალიჩელი არის სამეცნიერო ნაშრომების ავტორი, მათ შორისაა:
- „საველე არქეოლოგიური კვლევის მეთოდოლოგია“ (2010);
- „არქეოლოგიის მართვის საკითხები“ (2013);
- „საუბრები არქეოლოგიაზე“ (2021).
ჯილდოები
რედაქტირებალიჩელს მიღებული აქვს:
- ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი (2013)
- წმ. გრიგოლ ფერაძის პრემია (პოლ., 2016)
- თსუ-ის საიუბილეო მედალი (2018)
- ივ. ჯავახიშვილის სახელობის მედალი (2018)
- თსუ-ის ოქროს მედალი (2021)
- ბორჯომის საპატიო მოქალაქე (2011)