ვახტანგ გაბუნია (დ. 28 სექტემბერი, 1958, ვანი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი პოლიტიკოსი. 1975 წელს დაამთავრა ისრეთის საშუალო სკოლა. 1977–1981 წლებში სწავლობდა ლენინგრადის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში, ხოლო 1981–1985 წლებში საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტში. 1988 წელს დააარსა მოძრაობა „სამართლიანობა-სოლიდარობის“ (ერთ-ერთი დამფუძნებელი), რომელიც მიმართული იყო კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ. 1990 წელს იყო საქართველოს თავისუფალი პროფკავშირების საორგანიზაციო განყოფილების დასავლეთ საქართველოს ინსტრუქტორი. 1992 წელს კი თავისუფალი პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე.

ვახტანგ გაბუნია
დაბადების თარიღი 28 სექტემბერი, 1958 (1958-09-28) (66 წლის)
დაბადების ადგილი ისრითი, ვანის რაიონი, საქართველოს სსრ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება ლენინგრადის ტექნოლოგიური ინსტიტუტი; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი;
ეროვნება ქართველი
პარტია ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა

ზვიად გამსახურდიას განდევნის შემდეგ დავტოვა ქვეყანა. 1996 წელს დაბრუნდა შევარდნაძის რეჟიმის წინააღმდეგ საბრძოლველად. 2008 წლიდან არის „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ დასავლეთ საქართველოს კოორდინატორი. 2017 წლიდან „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ მთავარი კომიტეტის წევრი და რეგიონული მდივანი. 2018 წელს იგი იყო „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატი.

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება