ვახტანგ არეშიძე
ვახტანგ მოსეს ძე არეშიძე (დ. 10 მარტი, 1909, თბილისი ― გ. 27 ივნისი, 1985, იქვე) — ქართველი მსახიობი, საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტი (1946), საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (1976)[1].
ვახტანგ არეშიძე | |
---|---|
დაბადების სახელი | ვახტანგ არეშიძე |
დაბადების თარიღი |
10 მარტი, 1909 თბილისი |
გარდაცვალების თარიღი |
27 ივნისი, 1985 (76 წლის) თბილისი |
საქმიანობა | მსახიობი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1929 წელს დაამთავრა თბილისის პროლეტკულტის დრამატული სტუდია. 1929–1936 მუშაობდა საქართველოს სხვადასხვა თეატრში. 1936 წლიდან თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის მსახიობია. განასახიერა კომბლეს, ნიკოს (გიორგი ნახუცრიშვილის „კომბლე“, „პატარა მეომრები“), ბაში-აჩუკის (ალექსანდრე კაჭკაჭიშვილის „ბაში-აჩუკი“, აკაკი წერეთლის მიხედვით), კიკვიძის (ვანიონ დარასელის „კიკვიძე“), რომეოს (უილიამ შექსპირის „რომეო და ჯულიეტა“), ადვოკატ პატლენის (ფრანგული ხალხური პიესა „ადვოკატი პატლენი“) და სხვა როლები. დაჯილდოებულია მედლით „კავკასიის დაცვისთვის“ (1945).
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 561.
- ცუცქირიძე შ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 194.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს უწყებები. 1976. №8 გვ. 451