ვაშლოვანი (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი)

(გადამისამართდა გვერდიდან ვაშლოვანი (თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტი))
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვაშლოვანი.

ვაშლოვანი — სოფელი საქართველოში (შიდა ქართლის მხარე), თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში (ბორბალოს ადმინისტრაციული ერთეული).[1]

სოფელი
ვაშლოვანი

კოშკი „სალხინო“
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე ქვემო ქართლი
მუნიციპალიტეტი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
თემი ბორბალო
კოორდინატები 41°37′01″ ჩ. გ. 44°44′33″ ა. გ. / 41.61694° ჩ. გ. 44.74250° ა. გ. / 41.61694; 44.74250
ცენტრის სიმაღლე 820
მოსახლეობა 770[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,5 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ვაშლოვანი (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ვაშლოვანი (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი)
ვაშლოვანი (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი) — ქვემო ქართლი
ვაშლოვანი (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი)
ვაშლოვანი (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი) — თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ვაშლოვანი (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი)

მდებარეობს თრიალეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 820 მ სიმაღლეზე. ქალაქ თეთრიწყაროდან დაშორებულია 35 კილომეტრით.

ვაშლოვანი წყაროებში იხსენიება XVI საუკუნიდან. სოფელში შემონახულია ორბელიანების სასახლის ნანგრევი და საცხოვრებელი კოშკი. წარწერის თანახმად, აუშენებია რუსეთის ჯარის გენერალს, თამაზ ორბელიანს 1811 წელს (მშენებელი გიორგი ოსტატი).

სოფლის აღმოსავლეთ ნაწილში, ხევის პირას, დგას თლილი ქვით შემოსილი წინანაურის ღვთისმშობლის ერთნავიანი ეკლესია. იგი XI–XII საუკუნეებში უნდა იყოს აგებული და გვიანდელ ფეოდალურ ხანაში შეკეთებული. სოფლის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში XVII–XVIII საუკუნეების ღვთისმშობლის ეკლესიაა. მის მახლობლად, სამხრეთით, წმინდა მარინეს შუა საუკუნეების პატარა ეკლესიის ნანგრევებია.

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 770 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 812 410 402
2014[1]   770 391 379

ფოტოგალერეა

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II