ვასილ კუტინჩევი  (ბულგ. Васил Кутинчев,  სრული სახელი Васил Иванов Кутинчев; 1859—1941) — ბულგარელი სამხედრო მოღვაწე,  ქვეითი ჯარის გენერალი (1918).[1]

ვასილი კუტინჩევი
ბულგ. Васил Кутинчев
დაბადების თარიღი 25 თებერვალი 1859
დაბადების ადგილი რუსე, ბულგარეთი
გარდაცვალების თარიღი 30 მარტი, 1941 (82 წლის)
გარდაცვალების ადგილი სოფია, ბულგარეთი
კუთვნილება ბულგარეთის დროშა ბულგარეთი
ჯარის სახეობა ბულგარეთის არმია
წოდება გენერალი
ბრძოლები/ომები

ბალკანეთის პირველი ომი ბალკანეთის მეორე ომი პირველი მსოფლიო ომი

სერბეთ-ბულგარეთის ომი
ჯილდოები

წმინდა ალექსანდრეს ორდენის დიდი ჯვარი წმინდა ალექსანდრეს სახელობის მე-5 კლასის ორდენი წმინდა ალექსანდრეს სახელობის I კლასის ორდენი " ორდენი სომამაცისთვის" (ბულგარეთი) " ორდენი სიმამაცისთვის" (ბულგარეთი) სამხედრო ღირსების ორდენის ჯვარი (ბულგარეთი)

სტარა პლანინას I კლასის ორდენი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1859 წლის 25 თებერვალს რუსჩუკში (ახლანდელი რუსე) ივან და სტოიანკა კუტინჩევების ოჯახში.  ვასილი უფროსი შვილი იყო, ჰყავდა  სამი ძმა და ერთი და.

დაამთავრა რუსული დაწყებითი სკოლა,  შემდეგ სწავლა განაგრძო საშუალო სკოლაში. 1877-1878 წლების რუსეთ-თურქეთის ომის შემდეგ, როდესაც ბულგარეთის ნაწილი განთავისუფლდა, დაიწყო ბულგარეთის არმიის ფორმირება. იმავე წელს ვასილ კუტინჩევი შევიდა სოფიის სამხედრო სკოლაში.  ბულგარეთის ახლად ჩამოყალიბებულ  არმიაში ოფიცრებზე  დიდი მოთხოვნილების გამო, სამხედრო სკოლაში კურსი დაჩქარდა.  პირველი კურსდამთავრებულები 1879 წლის მაისში დააწინაურეს პრაპორშჩიკებად და გაგზავნეს ჯარში.

კუტინჩევი მოხვდა სილისტრას 24-ე ქვეითი ბატალიონში, სადაც მსახურობდა უმცროს ოფიცრად. რამდენიმე თვის შემდეგ დააწინაურეს  მეორე ლეიტენანტად. ერთწლიანი სამსახურის შემდეგ 1880 წლის 18 ოქტომბერს მივლინებულ იქნა რახოვსკის მე-12 ქვეითი ბატალიონში. 1882 წლის 30 აგვისტოს მიენიჭა ლეიტენანტის წოდება. ვასილ კუტინჩევი სამხედრო სკოლაში  რუსულს სწავლობდა და მსახურობდა რუს ოფიცრებთან. 1882 წელს რუსეთის სარდლობამ გადაწყვიტა  30-დან 40-მდე ბულგარელი ოფიცერი  რუსულ პოლკებში გაეგზავნა. მათ შორის იყო ლეიტენანტი კუტინჩევი, მაგრამ მან სამსახურის გაგრძელება ბულგარეთში მოითხოვა. 1883 წელს სარდლობამ ის  23-ე ქვეითი ასეულის მეთაურად დანიშნა. 1884 წელს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება  მისი ბულგარეთის ახალ სტრუქტურაში გადაყვანის შესახებ, რის შედეგადაც ლეიტენანტი კუტინჩევი გახდა დუნაის მე-5 ქვეითი პოლკის ასეულის მეთაური. 1885 წლის 5 ნოემბრიდან 15 ნოემბრამდე პერიოდში იყო  პოლკის მეთაური, კაპიტნის წოდებით.

1885 წელს მონაწილეობდა სერბეთ-ბულგარეთის ომში. ომის დასრულების შემდეგ მე-5 ქვეითი პოლკი სოფიაში დაბრუნდა და კუტინჩევი 1-ლი ბატალიონის მეთაურად დაინიშნა. [2]1887 წლის დასაწყისში გახდა  მე-10 როდოპის ქვეითი პოლკის მეთაური. იმავე წლის 1 აპრილს მიენიჭა მაიორის წოდება, ხოლო მომდევნო წელს დაინიშნა სოფიის 1-ლი ქვეითი პოლკის მეთაურად. 1888 წელს ვასილ კუტინჩევი გახდა სპეციალური კომისიის წევრი ბულგარეთის არმიის ახალ იარაღზე —  ფერდინანდ მანლიხერის მიერ წარმოებულ ცეცხლსასროლ იარაღზე გადასვლასთან დაკავშირებით.  იმავე წელს მიიღო მონაწილეობა არმიის დისციპლინური დებულების გადახედვაში. 1888 წელს დაინიშნა სტარა ზაგორას დროებითი სამხედრო სასამართლოს თავმჯდომარედ. მოგვიანებით იყო სოფიის დროებითი სამხედრო სასამართლოს წევრი, შემდეგ კი — სოფიის საველე სამხედრო სასამართლოს თავმჯდომარე. 1890 წლის 2 აგვისტოს მიენიჭა პოდპოლკოვნიკის წოდება.

1893 წლის 1 იანვრიდან ვასილ კუტინჩევი პოლკოვნიკის წოდებით დაინიშნა სოფიის I ქვეითი დივიზიის მეთაურის თანაშემწედ. 1894 წლის შემოდგომაზე გადაიყვანეს სლივენში  მე-3 ბალკანეთის ქვეითი დივიზიის შტაბ-ბინაში. 1899 წლის 20 იანვარს დაინიშნა დუნაის 5-ე ქვეითი დივიზიის 1-ლი ბრიგადის მეთაურად,  ხოლო შემდეგ  — სოფიის 1-ლი ქვეითი დივიზიის 1-ლი ბრიგადის მეთაურად. 1903 წლის 31 დეკემბერს კუტინჩევი გახდა  მე-6 ბდინ ქვეითი დივიზიის  მეთაური, ხოლო 1904 წლის 1 იანვარს გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა. 1905 წლის 20 მაისს იგი კვლავ გადაიყვანეს სოფიაში და დაინიშნა სოფიის 1-ლი ქვეითი დივიზიის უფროსად.

შემდეგ  ვასილ კუტინჩევი დაკავებული იყო სამხედრო-სასამართლო და სამხედრო-ადმინისტრაციულ საქმიანობით. 1912 წლის2 აგვისტოს, ბულგარეთში ჩასვლის 25 წლისთავთან დაკავშირებით, მეფე ფერდინანდ I-მა ექვს გენერალ-მაიორს, მათ შორის კუტინჩევს, გენერალ-ლეიტენანტის წოდება მიანიჭა. ამის შემდეგ კუტინჩევმა მონაწილეობა მიიღო ბალკანეთის პირველ და მეორე ომებში. პირველი მსოფლიო ომის დასაწყისში მას სამხედრო მინისტრის თანამდებობა შესთავაზეს, მაგრამ მან უარი განაცხადა იმ მიზეზით, რომ  არ იზიარებდა ბულგარეთის არმიის მეთაურის, ნიკოლა ჟეკოვის არჩევანს. 1915 წლის 27 ნოემბერს დაპყრობილი მიწებიდან ჩამოყალიბდა მორავიის სამხედრო ინსპექციის ოლქი, რომლის ხელმძღვანელი (გენერალური გუბერნატორი) გახდა ვასილ კუტინჩევი. ამ თანამდებობას 1917 წლის 6 მაისამდე იკავებდა. შემდეგ  გაგზავნეს რეზერვში. 1918 წლის 22 ოქტომბერს კვლავ გაიწვიეს სამხედრო სამსახურში და მეორე დღეს დაინიშნა ქვეითი ჯარის გენერალად,  მაგრამ 1918 წლის 24 დეკემბერს იგი საბოლოოდ გაათავისუფლეს.[3]

გარდაიცვალა 1941 წლის 30 მარტს სოფიაში.

ვასილ კუტინჩევს პირველ ქორწინებაში შვილი არ ყოლია. 1902 წელს მეორედ დაქორწინდა ანასტასია ვიტანოვაზე ველიკო-ტარნოვოდან. წყვილს შეეძინა სამი  ვაჟი: ივანე, მიხაილი, სტეფანი  და ქალიშვილი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Мусаков, И. „Генерал от пехотата Васил Кутинчев“, София, 1941, Печатница „Стопанско развитие“. (ბულგ.)
  • Руменин, Румен. Офицерският корпус в България 1878 – 1944 г. Т. 3 и 4. София, Издателство на Министерството на отбраната „Св. Георги Победоносец“, 1996. с. 156. ,(ბულგ.)
  • Съединението 1885 – енциклопедичен справочник. София, Държавно издателство „д-р Петър Берон“, стр. 66 – 67 (ბულგ.)
  1. Указ № 436 от 20 декември 2012 г. Обн. ДВ. бр.2 от 8 януари 2013 г.
  2. „Сръбско-българската война 1885“. Сборник документи, София, 1985 г., Военно издателство, с. 191 (ბულგ.)
  3. Славова, С., Дойнова, Ц., „Балканската война през погледа на един французин – сборник от документи“, София, 1977 г., Военно Издателство, с. 57 – 58 (ბულგ.)