ვასილ კაციტაძე
ვასილ თადეოზის ძე კაციტაძე (დ. 13 იანვარი, 1905, მუხლი, ახლანდ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტი — გ. 19 მაისი, 1989) — ქართველი ჰიგიენისტი.
ვასილ კაციტაძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 13 იანვარი, 1905 |
დაბ. ადგილი | მუხლი (ამბროლაურის მუნიციპალიტეტი), ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
გარდ. თარიღი | 19 მაისი, 1989 (84 წლის) |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა სსრკ |
საქმიანობა | ჰიგიენისტი |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი |
ჯილდოები | ლენინის ორდენი |
ბიოგრაფია
რედაქტირებათბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, 1932 წლიდან, ვასილ კაციტაძემ თავისი საქმიანობა საქართველოში პროფილაქტიკური მედიცინის განვითარებას და უმაღლეს სასწავლებელში პედაგოგიურ საქმიანობას მიუძღვნა. 1950 წელს დაიცვა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი, 1951 წლიდან — პროფესორია. 1961 წელს მიენიჭა საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება. 1939 წლიდან, ჯერ თბილისის სტომატოლოგიური ინსტიტუტის, ხოლო შემდეგ თბილისის სახ. სამედიცინო ინსტიტუტის ჰიგიენის კათედრის გამგეა. 1948–1972 წლებში იყო თბილისის სახ. სამედიცინო ინსტიტუტის სანიტარულ–ჰიგიენური ფაკულტეტის დეკანი. მისი მრავალირცხოვანი ნაშრომები შეეხება კვების, კომუნალური ჰიგიენის, შრომის ჰიგიენის საკითხების მეცნიერულ კვლევებს და ამ დარგების განვითარებას.
ვასილ კაციტაძე ავტორია ქართულ ენაზე გამოცემული ჰიგიენის პირველი სახელმძღვანელოებისა; „ზოგადი ჰიგიენა“ (1942 წ.), „სამხედრო ჰიგიენა“ (1950 წ.), „კვების ჰიგიენა“ (1957 წ.), „რადიაციული ჰიგიენა“ (1968 წ.). შემდგომ წლებში ეს სახელმძღვანელოები არაერთხელ გამოიცა. დაჯილდოებული იყო ლენინის ორდენით. ვასილ კაციტაძე გარდაიცვალა 1989 წელს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 444.