ვასედის უნივერსიტეტი

ვასედის უნივერსიტეტი (იაპონ. 早稲田大学, აბრ. სოდაი (早大)) ― კერძო კვლევითი უნივერსიტეტი შინჯუკუში, ტოკიოში. დაარსდა 1882 წელს, როგორც Tōkyō Senmon Gakkō, ოკუმა სიგენობუს მიერ. სკოლას ვასედის უნივერსიტეტი 1902 წელს ეწოდა.[8]

დევიზი 学問の独立
დაფუძნდა 1882
ატარებს სახელს Waseda
დამფუძნებელი (-ები) ოკუმა სიგენობუ
ტიპი კერძო უნივერსიტეტი და სამეცნიერო გამომცემლობა
თავმჯდომარე აიჯი ტანაკა[1]
სტუდენტი 47 094[2]
მისამართი 東京都新宿区戸塚町1丁目104
ქვეყანა იაპონია
ტელეფონი +81-3-3203-7747[3]
ფერები მუქი შინდისფერი
კავშირები OpenPOWER Foundation[4] , arXiv[5] , Association of Pacific Rim Universities[6] და Open Education Global[7]
აფილაცია Universitas 21
ვასედის უნივერსიტეტი — იაპონია
ვასედის უნივერსიტეტი
https://www.waseda.jp/ და https://www.waseda.jp/top/en/

უნივერსიტეტს მრავალი ცნობილი კურსდამთავრებული ჰყავს, მათ შორის იაპონიის 9 პრემიერ-მინისტრი,[9] იაპონური ლიტერატურის მნიშვნელოვანი ფიგურები, მათ შორის ჰარუკი მურაკამი, ასევე, მრავალი აღმასრულებელი დირექტორი: ტადაში იანაი ― UNIQLO-ს აღმასრულებელი დირექტორილ, ნობუიუკი იდეი ― Sony-ს ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, ტაკეო ფუკუი ― ჰონდას ყოფილი პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი, ნორიო სასაკი ― Toshiba-ს ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, ლი კუნ-ჰეე Samsung Group-ის თავმჯდომარე, მიკიო სასაკი ― Mitsubishi-ს ყოფილი თავმჯდომარე და ჰიროში იამაუჩი და შუნტარო ფურუკავა ― Nintendo-ს ყოფილი და ამჟამინდელი პრეზიდენტები. 2017 წელს QS-ის კურსდამთავრებულთა დასაქმებადობის რეიტინგში ვასედის უნივერსიტეტს 26-ე ადგილი ეკავა, ხოლო Times-ის Higher education Alma Mater Index-ში ― 48-ე.

ვასედის უნივერსიტეტი იაპონიის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტია. განსაკუთრებით ცნობილია ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სპეციალობებით. რეიტინგებში ხშირად მის მეტოქე უნივერსიტეტთან, კეიოს უნივერსიტეტთან ერთად იაპონიის საუკეთესო კერძო უნივერსიტეტებს შორისაა დასახელებული. 2020-2021 წლებში QS-ის მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგში ვასედის უნივერსიტეტს 189-ე ადგილი ეკავა. უნივერსიტეტი შერჩეულია ტოპ ტიპის (A ტიპი) უნივერსიტეტებს შორის და იაპონიის განათლების, კულტურის, სპორტის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სამინისტროს მიერ ტოპ გლობალურ საუნივერსიტეტო პროექტშია შეყვანილი.[10] უნივერსიტეტი არის RU11-სა და APRU-ს წევრი.

უნივერსიტეტი 36 დეპარტამენტს მოიცავს: 13 საბაკალავრო სკოლა, ხოლო 23 სამაგისტრო და სადოქტორო სკოლაა. 2016 წლის მაისში უნივერსიტეტში 42 860 ბაკალავრი და 8 269 მაგისტრი და დოქტორი სწავლობდა. გარდა შინჯუკუში მდებარე ცენტრალური კამპუსისა, უნივერსიტეტის კამპუსები მდებარეობს ჩუოში, ნიშიტოკიოში, ტოკოროზავაში, ჰონჯოსა და კიტაკიუშუში. შინჯუკუს მთავარ კამპუსში უნივერსიტეტი 21 კვლევით ინსტიტუტსაც მოიცავს. ვასედის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა იაპონიის ერთ-ერთი უდიდესი ბიბლიოთეკაა, რომელშიც 4.5 მილიონი ტომი და 46 000 სერიაა დაცული.

ვასედის უნივერსიტეტის მთავარი კამპუსი ნიში-ვასედის რაიონში, შინჯუკუში მდებარეობს. უახლოესი სადგურია ვასედა, თუმცა ვასედა ზოგადად ტაკადანობაბასთანაც ასოცირდება. შინჯუკუში მდებარე მთავარი კამპუსის გარდა, უნივერსიტეტს ქვეყნის მასშტაბით სხვა კამპუსებიც აქვს: ტოიამის კამპუსი (შინჯუკუ, ტოკიო), ნიში-ვასედის კამპუსი (შინჯუკი, ტოკიო, წარსულში ოკუბოს კამპუსი ერქვა), ნიჰონბაშის კამპუსი (ჩუო, ტოკიო), ჰიგაშიფუშიმის კამპუსი (ნიშიტოკიო, ტოკიო), ტოროკოზავის კამპუსი (ტოროკოზავა, საიტამის პრეფექტურა), ჰონძიოს კამპუსი (ჰონძიო, საიტამა), კიტაკიუშუს კამპუსი (კიტაკიუშუ, ფუკუოკა)

ორგანიზაცია

რედაქტირება

საბაკალავრო პროგრამები

რედაქტირება
 
ვასედის უნივერსიტეტი

ვასედის საბაკალვრო სკოლებში 8 800 სტუდენტია ჩარიცხული. საბაკალავრო პროგრამები შემდეგ სკოლებში ხორციელდება: პოლიტიკის მეცნიერებისა და ეკონომიკის სკოლა (900 სტუდენტი), სამართლის სკოლა (740), კულტურის, მედიისა და საზოგადოების სკოლა (860), ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა (660), განათების სკოლა (960), კომერციის სკოლა (900), ფუნდამენტალური მეცნიერებისა და ინჟინერიის სკოლა (535), შემოქმედებითი მეცნიერებისა და ინჟინერიის სკოლა (596), მოწინავე მეცნიერებისა და ინჟინერიის სკოლა (540), სოციალურ მეცნიერებათა სკოლა (630), ჰუმანიტარულ მეცნიერებების სკოლა (560), სპორტის მეცნიერებების სკოლა (400), საერთაშორისო ლიბერალური კვლევების სკოლა (600).

სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები

რედაქტირება

სამაგისტრო და სადოქტორო სკოლებიდან ფუნქციონირებს: პოლიტიკის მმეცნიერების სკოლა, ეკონომიკის, სამართლის, ხელოვნებისა და მეცნიერების, კომერციის, ფუნდამენტალური მეცნიერებისა და ინჟინერიის, შემოქმედებით მეცნიერებისა და ინჟინერიის, მოწინავე მეცნიერებისა და ინჟინერიის, განათლების, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, სოციალურ მეცნიერებათა, აზია-წყნარი ოკეანის კვლევების, გლობალური საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო კვლევების, იაპონური გამოყენებითი ლინგვისტიკის, ინფორმაციის, წარმოებისა და სისტემების, სპორტის მეცნიერებათა, ბიზნესის, საჯარო მენეჯმენტის ოკუმის, ფინანსების, ბუღალტერიისა და სამართლის, ბუღალტერიის, გარემოსა და ენერგოინჟინერიის და ჟურნალისტიკის სკოლები.

კვლევითი ინსტიტუტები

რედაქტირება
 
ოკუმას აუდიტორია, ვასედის უნივერსიტეტის კამპუსი

ვასედის უნივერსიტეტს შემდეგი კვლევითი დაწესებულებები აქვს: მატერიალურ მეცნიერებათა და ტექნოლოგიის კაგამის მემორიალური ლაბორატორია, შედარებითი სამართლის ინსტიტტი, ბიზნესის ადმინისტრირების კვლევითი ინსტიტუტი, თანამედროვე პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხების კვლევითი ინსტიტუტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მოწინავე კვლევითი ცენტრი, მეცნიერებისა და ინჟინერიის მოწინავე კვლევითი ინსტიტუტი, აზია-წყნარი ოკეანის კვლევების ინსტიტუტი, გლობალური საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო ინსტიტუტი, განათლებაში მოწინავე კვლევების ინსტიტუტი, იაპონური ენის ცენტრი, მედიის ქსელის ცენტრი, გარემოს კვლევითი ინსტიტუტი, გარემოს უსაფრთხოების ცენტრი, ფინანსური კვლევების ცენტრი, ჰუმანიტარული მომსახურების ცენტრი, სრული კვლევითი ორგანიზაცია, ნანომეცნიერებისა და ნანოტექნოლოგიის ინსტიტუტი, მოწინავე მეცნიერებისა და სამედიცინო დახმარების კონსოლიდირებული კვლევითი ინსტიტუტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების კვლევითი ორგანიზაცია, აზიური კვლევების ორგანიზაცია, მოწინავე სწავლების ვასედის ინსტიტუტი.

აკადემიური რეიტინგი

რედაქტირება

ვასედის უნივერსიტეტი იაპონიის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტად მიჩნევა. უნივერსიტეტს მსოფლისო 79 ქვეყნის 432 პარტნიორ დაწესებულებასთან ურთიერთანამშრომლობის შესახებ მემომარნდუმები აქვს გაფორმებული. იაპონიის კერძო უნივერსიტეტებს შორის, კეიოს უნივერსიტეტთან ერთად ვასედის უნივერსიტეტს მისაღები გამოცდების სირთულის უმაღლესი დონე აქვს.[11]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Kimura, Tokio. Waga Waseda: Ōkuma Shigenobu to sono kengaku seishin, Tokyo, Kobunsha, 1997. (in Japanese)
  • Okushima, Takayasu.; and Nakamura, Naoyoshi., eds. Tōmonno gunzo, Tokyo, Waseda University Press, 1992. (in Japanese)

დამატებითი საკითხავი

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. https://www.waseda.jp/top/news/60003
  2. https://waseda.app.box.com/s/hgti6mqo3w5uu50x2joz71x7vel4pnic
  3. https://www.waseda.jp/top/
  4. https://openpowerfoundation.org/membership/current-members/
  5. Our Members / Tier 5
  6. https://web.archive.org/web/20240124080102/https://www.apru.org/members/
  7. https://web.archive.org/web/20230322221352/https://www.oeglobal.org/about-us/members-list/
  8. About Waseda: Founding of the University. Waseda University. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 იანვარი 2019. ციტირების თარიღი: 6 May 2016
  9. 卒業生 岸田文雄氏 内閣総理大臣選出.
  10. Member University List. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 აგვისტო 2016. ციტირების თარიღი: 29 July 2016
  11. 早稲田大学の偏差値. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-06-28. ციტირების თარიღი: 2022-11-04.