კეიოს უნივერსიტეტი
კეიოს უნივერსიტეტი (იაპონ. 慶應義塾大学) — კერძო კვლევითი უნივერსიტეტი იაპონიაში, რომელიც ტოკიოში, მინატოს რაიონში მდებარეობს. უნივერსიტეტი, რომელიც ერთ-ერთი უძველესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა იაპონიაში, 1858 წელს ფუკუზავა იუკიჩიმ დააარსა. უნივერსიტეტს თერთმეტი კამპუსი აქვს, რომლებიც ტოკიოსა და კუნაგავაშია განლაგებული. სასწავლებელში ათი მოქმედი ფაკულტეტია, მათ შორისაა ლიტერატურა, ეკონომიკა, ბიზნესი და კომერცია, მედიცინა, მეცნიერება და ტექნოლოგია, საპოლიციო მენეჯმენტი და ფარმაცია. მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგში კეიოს უნივერსიტეტი მსოფლიოში 34-ე, ხოლო აზიაში მესამე ადგილს იკავებს.[10]
კეიოს უნივერსიტეტი | |
---|---|
慶應義塾大学 | |
დევიზი | 実学[1] [2] და 独立自尊[2] [3] |
დაფუძნდა | 1858 |
ატარებს სახელს | Keiō და juku |
დამფუძნებელი (-ები) | ფუკუზავა იუკუჩი |
ტიპი | კერძო უნივერსიტეტი, კერძო სკოლა და სამეცნიერო გამომცემლობა |
თავმჯდომარე | Akira Haseyama[4] |
სტუდენტი | 33 518[5] |
ქვეყანა | იაპონია |
ფერები | ყვითელი, ლურჯი და წითელი |
კავშირები | Top International Managers in Engineering, ORCID[6] [7] , arXiv[8] და Association of Pacific Rim Universities[9] |
https://www.keio.ac.jp/ja/ |
კეიოს უნივერსიტეტი საუკეთესო გლობალური უნივერსიტეტების პროექტის წევრია, რომელიც იაპონიის განათლების, კულტურის, სპორტის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სამინისტროს მიერ ფინანსდება. კეიო ერთერთია იმ ორ იაპონურ უნივერსიტეტს შორის, რომელიც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური უნივერსიტეტების ლიდერების ფორუმის წევრია.[11]
უნივერსიტეტი მრავალი გამოჩენილი ადამიანის ალმა-მატერია, კეიოს კურსდამთავრებულებს შორის არიან სამი ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ორი ასტრონავტი და ექვსი ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის საერთაშორისო საპატიო წევრი.[12]
კეიოს უნივერსიტეტი გაერთიანებული საგანმანათლებლო სისტემისა და ორგანიზაციის, კეიო გიჯუკუს ნაწილია, რომელიც დაწყებით და საშუალო სკოლებსაც მოიცავს.[13]
უნივერსიტეტის მისია
რედაქტირებაწარმოგიდგენთ უნივერსიტეტის მისიას, დაფუძნებულს ფუკუზავს სიტყვაზე, რომლითაც 1896 წლის 1 ნოემბერს მან გამოსაშვებ საღამოზე სტუდენტებს მიმართ:
„კეიო გიჯუკუ არ უნდა დაკმაყოფილდეს მხოლოდ ერთი რიგითი საგანმანათლებლო დაწესებულების წოდებით, იგი უნდა იქცეს ინტელიგენციისა და კეთილშობილების ნიმუშად, რომლის ყველა სტუდენტიც საზოგადოებაში ლიდერი გახდება.“
ისტორია
რედაქტირებაკეიოს უნივერსიტეტი 1858 წელს ფუკუზავა იუკიჩის მიერ, როგორც კერძო სკოლა დაარსდა. სასწავლებელს კეიო 1868 წელს იაპონიის ისტორიული პერიოდის (1865-1868) პატივსაცემად დაერქვა, რომელიც წინ უსწრებდა მეიძის რესტავრაციას. 1890 წელს კეიომ, როგორც კოლეჯმა დაიწყო ფუნქციონირება.[13] ფუკუზავას მიზანი იყო ავტორიტარული მთავრობის მიერ კონტროლირებადი უნივერსიტეტებისგან განსხვავებით, რომლებიც ეროვნულ მიზნებს ემსახურებოდნენ, თავისუფალ განვითარებაზე დაფუძნებული უნივერსიტეტი შეექმნა.[13] იაპონიის განათლების სამინისტრომ კეიო უნივერსიტეტად მხოლოდ 1920 წელს აღიარა, რამაც უნივერსიტეტს თავისუფალი და ინდივიდუალურ განვითარებაზე ორიენტირებული აკადემიური გარემოს ჩამოყალიბების საშუალება მისცა. იმის გამო, რომ XIX საუკუნის ბოლოდან იაპონიაში უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებს სამთავრო სამსახურში დასაქმების შესაძლებლობები შეეზღუდათ, კეიო თავისი კურსდამთავრებულების კერძო სექტორში დასაქმებაზე გახდა ორიენტირებული.[13]
კვლევითი ცენტრები
რედაქტირებაკეიოს კვლევითი ცენტრები ქვეყანაში წამყვან პოზიციებს იკავებენ. უნივერსიტეტის 30 კვლევითი ცენტრი ხუთ მთავარ კამპუსსა და სხვადასხვა შენობებშია გადანაწილებული. 1996 წელს კეიოს უნივერსიტეტმა მსოფლიო ქსელის კონსორციუმს უმასპინძლდა, რისთვისაც მასაჩუსეტსის ტექლონოგიების ინსტიტუტსა და კომპიუტერული მეცნიერებების ლაბორატორიას შეუერთდა.[14] კონსორციუმზე მსოფლიო ქსელის თავჯდომარემ, ალბერტ ვეზამ აღნიშნა, რომ „კეიოს უნივერსიტეტი იაპონიაში კომპიუტერული მეცნიერებების საუკეთესო კვლევითი ცენტრია.“[14]
სწავლის საფასური
რედაქტირებასხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, იაპონიაში უნივერსიტეტში სწავლის პირველ წელს სწავლის საფასურის გარდა აუცილებელია ჩარიცხვის საფასურს გადახდა, რის გამოც დარჩენილ წლებთან შედარებით, სტუდენტებს პირველი წელი შედარებით ძვირი უჯდებათ. კეიოს უნივერსიტეტში საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხვის საფასური 200 ათასი იენია, ხოლო სამაგისტრო პროგრამაზე – 310 ათასი იენი.[15]
სწავლის საფასური ფაკულტეტების მიხედვით იცვლება. ყველაზე ძვირი სამედიცინო სკოლაა, სადაც საბაკალავრო საფეხურზე ერთი სასწავლო წლის საფასური 3.61 მილიონ იენს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ საბაკალავრო საფეხურთან შედარებით, სამაგისტრო საფეხურზე სწავლის საფასური შედარებით იაფია. მაგალისთვისთვის, სოციალური მეცნიერებებისა და ჰუმანიტარული ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამების წლიური საფასური 1.11 მილიონი იენია, ხოლო სამაგისტრო პროგრამების — 690 ათასი იენი.[15]
კურსდამთავრებულები
რედაქტირება866 კურსდამთავრებულთა ასოციაციაში კეიოს 320 ათასი კურსდამთავრებული ჰყავს. კეიოს გამოჩენილ კურსდამთავრებულებს შორის არიან იაპონიის პრემიერ-მინისტრები: იუნიჩირო კოიზუმი (2001-2006), რიუტარო ჰაშიმოტო (1996-1998) და ცუიოში ინუკაი (1931-1932). აგრეთვე მრავალი კურსდამთავრებული ტოკიოს საფონდო ბირჟის წამყვანი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორია.[12][16]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ https://www.keio.ac.jp/en/about/
- ↑ 2.0 2.1 https://www.keio.ac.jp/ja/about/philosophy/
- ↑ https://www.keio.ac.jp/en/about/philosophy/
- ↑ https://www.keio.ac.jp/en/news/2017/Apr/20/48-20328/
- ↑ https://www.keio.ac.jp/ja/about/assets/data/2023-university.pdf
- ↑ https://orcid.org/members/001G000001tYvQuIAK-keio-university
- ↑ https://web.archive.org/web/20231020113811/https://orcid.org/members
- ↑ Our Members / Tier 5
- ↑ https://web.archive.org/web/20240124080102/https://www.apru.org/members/
- ↑ Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-20. ციტირების თარიღი: 2020-11-26.
- ↑ Global University Leaders Forum (GULF) Members. ციტირების თარიღი: 16 Jan 2020
- ↑ 12.0 12.1 数字で見る慶應義塾:[慶應義塾].
- ↑ 13.0 13.1 13.2 13.3 Keio University — Britannica.
- ↑ 14.0 14.1 W3C, Sep-9-1996 Press Release: Keio University joins MIT and INRIA in hosting W3C. World Wide Web Consortium. ციტირების თარიღი: October 10, 2011
- ↑ 15.0 15.1 Tuition Fees(graduate): May 2011 Japanese. Keio University. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 20, 2011. ციტირების თარიღი: September 9, 2011.
- ↑ (2019) 『大学ランキング2020年版』. 東京: 朝日新聞出版, გვ. 386. ISBN 978-4-02-279224-2.