ვარსკვლავა
ვარსკვლავა[1] (ლათ. Astrantia major) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ქოლგოსანთა (Apiaceae) ოჯახიდან. იზრდება ერთეულად ან კორომებად, სწორმდგომი, ნაკლებად დატოტვილი 30-70 სმ სიმაღლის ღეროთი. ფოთოლი ბაზალური, დაკბილული, ყვავილი ვარსკვლავისებრი ქოლგისებრი თავაკია, თეთრი, მოწითალო ვარდისფერი ან მეწამული.
ვარსკვლავა | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Astrantia major | ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Astrantia major | ||||||||||||||
|
გავრცელებულია ევროპასა და აზიის სუბალპურ და ალპურ ველებსა და ტყისპირებზე. გამხმარი სახით მთის სოფლებში იყენებდნენ ჩაიდ.
ლიტერატურარედაქტირება
- Die große Pflanzen-Enzyklopädie, Bd.1., გვ. 154
- ა.მაყაშვილი, ბოტანიკური ლექსიკონი, თბილისი.