ვარსკვლავა[3] (ლათ. Astrantia maxima) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ქოლგოსანთა ოჯახისა. აქვს სწორი ღერო, სიმაღლეში 40–70 სმ-ია. შიშველი და წვრილღარებიანი. ზედა ნაწილში მცირედაა დატოტვილი. ფესვთანურ და ღეროსეულ ქვედა ფოთლებს გრძელი ყუნწები აქვთ. ფოთლის ფირფიტა თითქმის ძირამდე სამადაა განკვეთილი. შუა სეგმენტი ვიწროა, ელიფსური, გვერდითები — ფართოკვერცხისებური. კიდეები ჯაგრიანი და ორმაგკბილიანია. ყვავილედი ქოლგაა, საბურველის ფოთოლაკი დიდია — 8–12, ელიფსური, წაწვეტებული, ქოლგებს თითქმის ორჯერ აღემატება. ზედა მხარე მწვანეა, ქვედა — ვარდისფერი ან წითელი. ყვავის და მსხმოიარობს ივლის-სექტემბერში. გავრცელებულია კავკასიასა და მცირე აზიაში. ფართოდ გვხვდება თითქმის მთელ საქართველოში. მაღალმთის მცენარეა, იზრდება ველობებსა და ტყისპირა ადგილებში.[4]

ვარსკვლავა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  ქოლგოვანნი
ოჯახი:  ქოლგოსანნი
გვარი:  ვარსკვლავა
სახეობა:  Astrantia maxima
ლათინური სახელი
Astrantia maxima Pall., 1793.
სინონიმები
  • Astrantia helleborifolia Salisb.[1]
  • Astrantia heterophylla Willd.
  • Astrantia speciosa Heynh.[2]
  1. Astrantia maxima. rhs.org.uk. ციტირების თარიღი: 6 ივნისი, 2014
  2. Astrantia maxima Pall. is an accepted name. plantlist.org (23-03-2012). ციტირების თარიღი: 19 იანვარი, 2018
  3. Bussmann, Rainer W; Zambrana, Narel Paniagua; Sikharulidze, Shalva; Kikvidze, Zaal; Kikodze, David; Tchelidze, David; Batsatsashvili, Ketevan; Hart, Robbie (დეკემბერი, 2020). „სხვადასხვანაირი ძმები — მცენარეთა და სოკოების გამოყენება გურიასა და რაჭაში“. Ethnobotany Research and Applications (20(52)): 6. doi:10.32859/era.20.52.1-34. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  4. სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 38.