ვარლამ შერვაშიძე
ვარლამ შერვაშიძე (დ. 1888, ოხურეი, სოხუმის ოკრუგი, რუსეთის იმპერია — გ. 13 აპრილი, 1957, სოხუმი, აფხაზეთის ასსრ, საქართველოს სსრ) — ქართველი ექიმი, მეცნიერი, პოლიტიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი.
ვარლამ შერვაშიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 1888 |
დაბადების ადგილი | სოხუმის ოკრუგი |
გარდაცვალების თარიღი | 13 აპრილი, 1957 |
გარდაცვალების ადგილი | საქართველო, აფხაზეთის ასსრ ან სოხუმი |
განათლება | ხარკოვის უნივერისტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირებავარლამ შერვაშიძე დაიბადა 1888 წელს სოფელ ოხურეიში. უმაღლესი განათლება მიიღო ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე.
1910-1914 წწ. ირიცხებოდა სტუდენტთა მარქსისტულ ორგანიზაციაში. 1916 წლიდან მუშაობდა ქალაქ სოხუმის სამხედრო ჰოსპიტალში. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ იყო აფხაზეთის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე. იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი. 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით; იყო სახალხო ჯანმრთელობის კომისიის წევრი. 1919 წლის მაისში აირჩიეს აფხაზეთის სახალხო საბჭოს თავმჯდომარედ. 1923 წლის 31 მარტს აფხაზეთის ასსრ საგანგებო კომისიამ დააპატიმრა საზღვარგარეთიდან არალეგალურად დაბრუნებულ წინააღმდეგობის მოძრაობის წარმომადგენლებთან კავშირისა და ანტისაბჭოთა შეიარაღებული აჯანყების მზადების ბრალდებით. პატიმრობის გამო ჯანმრთელობაშერყეული ინფარქტით გარდაიცვალა. მის სახელს ატარებდა ქალაქ სოხუმის მეორე საავადმყოფო. აფხაზეთის ასსრ დამსახურებული ექიმი, ქირურგიული სამსახურის ორგანიზატორი აფხაზეთში, მედიცინის მეცნიერებათა პროფესორი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ხვადაგიანი ი., საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919, თბილისი: საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია, 2016. — გვ. 420.