ვარისი (პერსონაჟი)
ამ სტატიას გრამატიკის, სტილისა და მართლწერის გასწორება სჭირდება. |
ვარისი (ინგლ. Varys) — ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინის ფენტეზის ჟანრის რომანების სერიის, „ყინულისა და ცეცხლის სიმღერის“, პერსონაჟი და ასევე მისი ტელეადაპტაციის ერთ-ერთი გმირი. პირველად გამოჩნდა 1996 წელს გამოცემულ წიგნში, „სატახტოთა თამაში“, და მოგვიანებით წიგნებში – „მეფეთა ჯახი“ (1998), „ხმლების ქარიშხალი“ (2000) და „ცეკვა დრაკონებთან“ (2011). სატელევიზიო სერიალში მისი როლი შეასრულა ირლანდიელმა მსახიობმა, კონლეთ ჰილიმ.
ვარისი | |
---|---|
ყინულისა და ცეცხლის სიმღერა - პერსონაჟი | |
კონლეთ ჰილი ვარისის როლში | |
პირველი გამოჩენა |
|
ბოლო გამოჩენა |
|
შემქმნელი | ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინი |
მსახიობი | კონლეთ ჰილი |
ინფორმაცია | |
ზედმეტსახელ(ებ)ი | მოჩურჩულეთა მმართველი |
სხვა სახელები |
|
სქესი | მამრობითი |
ვარისი, ასევე ცნობილი როგორც ობობა, იყო საჭურისი და მსტოვართა უფროსი მეფე რობერტ ბარათეონის მცირე საბჭოში, სანამ არ მოუწია მეფის საბიჯელიდან გაქცევა ტირიონ სანისტერთან ერთად. ის იყო გამოცდილი მანიპულატორი და ჰქონდა მსტოვართა ხაზი ორ კონტინენტზე.
მიუხედავად იმისა, რომ მეფე რობერტ ბარათეონის სამსახურში მან შეასრულა უამრავი დაკვეთილი მკვლელობა, მისი ერთგულება უკეთ გამომჟღავნდა დეინერის ტარგარიენის სამსახურში. მას სჯეროდა რომ დეინერისის მართველობა მშვიდობას მოუტანდა 7 სამეფოს. მან და ტირიონმა გაცურეს მირინში ერთად, შემდეგ ვოლანტისში გაიყვნენ და ბოლოს შუერთდნენ დეინერის ტარგარიენის მცირე საბჭოს. ვარისმა მოგვიანებით შეძლო და შეკრა უძლიერესი ალიანსი, რომელშიც გააერთიანა, დორნი, რიჩი და დრაგონსთოუნი (ტარგარიენები) ლანისტერების წინააღმდეგ. მოგვიანებით იგი შეუერთდა ტარგარიენების ძალებს დეინერისის დაბადების ადგილას, დრაგონსთოუნში. მიუხედავად ორი მოკავშირის დაკარგვისა, რომელიც მან დაიბარა ომის დროს, ვარისმა განაგრძო დენერისის მსახურება დიდი ომის დროს მსტოვართა ოსტატად.
ბიოგრაფია
რედაქტირებავარისი დაიბადა ვიწრო ზღვის გადაღმა, ლისში. ის დაბადებიდანვე მონა იყო, ამიტომაც უწევდა მსახიობთა ჯგუფთან ერთად თავისუფალ ქალაქებში მოგზაურობა მანამ, სანამ მისმა ბატონმა ჯადოქარს არ მიჰყიდა მირში. მას ეგონა რომ ჯადოქარი მასზე სექსუალურად იძალადებდა, თუმცა, ვარისის აზრით, მას უარესი უნდოდა: ჯადოქარმა მას დაალევინა წამალი, რომელიც არ აძლევდა მოძრაობის საშუალებას, თუმცა ტკივილს არ აყუჩებდა. მოაჭრა მას სასქესო ორგანო და გამოიყენა ჯადოსნურ რიტუალში. როდესაც ჯადოქარმა ვარისის სასქესო ორგანო ცეცხლში ჩააგდო, ცეცხლი გალურჯდა, ჯადოქარმა უცნაური სიტყვები წარმოთქვა და ხმამ უპასუხა. რიტუალის შემდეგ ჯადოქარმა ის გარეთ გააგდო, რადგან ფიქრობდა, რომ იგი უსარგებლო იყო.
ამის ნაცვლად, ვარისმა გადაწყვიტა ეცხოვრა ყველაფრის ფასად – მათხოვრობდა, ქურდობდა და ყველაფერს აკეთებდა გადარჩენისთვის. ის გახდა შესანიშნავი ქურდი, მაგრამ მალევე გააანალიზა, რომ მოპარული ინფორმაცია ხშირად უფრო ღირებული იყო, ვიდრე ნებისმიერი ფიზიკური საქონელი. ვარისმა ილირიო მოპატისთან ერთად შექმნა ჯაშუშთა ქსელი, რომელსაც „პატარა ჩიტებს“ ეძახდა.
მოგვიანებით მისი გავლენა გაიზარდა და გახდა 7 სამეფოს მცირე საბჭოს წევრი მეფე ეირის II ტარგარიენის დროს. მეფე ვარისს ოჯახის წევრებსა და ტაივინ ლანისტერზე მეტად ენდობოდა.