ვართან გრიგორიანი

ვართან გრიგორიანი (დ. 8 აპრილი, 1934 — გ. 15 აპრილი, 2021) — სომეხი-ამერიკელი აკადემიკოსი, განმანათლებელი და ისტორიკოსი.

ვართან გრიგორიანი

დაიბადა8 აპრილი, 1934
თავრიზი
გარდაიცვალა15 აპრილი, 2021 (87 წლის)
ნიუ-იორკი, აშშ
ეროვნებასომეხი
საქმიანობა ისტორიკოსი, განმანათლებელი

ირანში დაბადებული სომეხი ვართან გრიგორიანი ამერიკის შეერთებულ შტატებში 22 წლის ასაკში გადავიდა საცხოვრებლად. დაამთავრა სტენფორდის უნივერსიტეტის დოქტორანტურა. შემდგომში ის ასწავლიდა რამდენიმე უნივერსიტეტში და მისი, როგორც ისტორიკოსის მოღვაწეობა, ძირითადად მუსულმანურ სამყაროზე იყო ორიენტირებული. იგი შეუერთდა პენსილვანიის უნივერსიტეტის ფაკულტეტს. 1981 წლიდან 1989 წლამდე ის იყო ნიუ-იორკის საჯარო ბიბლიოთეკის პრეზიდენტი, რომლის დროსაც მან შეძლო დაწესებულების ფინანსური მდგრადობის შენარჩუნება და მისი კულტურის გაღვიძება. 1989 წლიდან 1997 წლამდე ის იყო ბრაუნის უნივერსიტეტის პირველი უცხოეთში დაბადებული პრეზიდენტი. გრიგორიანის შემოქმედება ფართოდ იქნა აღიარებული. მან მიიღო ათეულობით საპატიო დოქტორის ხარისხი, ეროვნული ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მედალი (1998) და პრეზიდენტის მედლის თავისუფლება (2004).

ადრეული ცხოვრება და განათლება რედაქტირება

ვართან გრიგორიანული დაიბადა 8 აპრილს, 1934 წელს, ქალაქ თავრიზში, ქრისტიანული სომეხი მშობლების მიერ. მამამისი სამუელ ბ გრიგორიანი იყო, ხოლო დედამისს შუშანიკი. მის ორივე მშობელს მიღებული ჰქონდა საშუალო განათლება. მისი მამა მუშაობდა ანგლო-ირანის ნავთობკომპანიაში აბადანში და ძირითადად სამუშოზე იყო. მისი დედა გარდაიცვალა პნევმონიით, 26 წლის ასაკში, ამ დროს ვარდანი 6 წლის იყო, ხოლო მამამისმა მოგვიანებით ხელმეორედ იქორწინა. ვართანი და მისი უმცროსი და, ოჯიკი, გაიზარდა დედამისის ბებიის, ვოსკი მირზაიანის მიერ. ის მწიგნობართა ოჯახიდან იყო მაგრამ გაუნათლებელი გლეხი იყო. მისი ბაბუა ფლობდა სასტუმროს აქლემების ქარავნებისთვის. ოჯახის წარმომავლობასთან დაკავშირებით, მან თქვა, რომ მას არ შეუძლია დაადგინოს, იყვნენ თუ არა ისინი თავიდანვე ამ რეგიონის მკვიდრნი, თუ დასახლდნენ იქ მე-15, მე-16 ან მე-19 საუკუნეებში, თუმცა ისინი ძირითადად იყვნენ გლეხური სოფლებიდან, რომლებიც იმიგრირდნენ თავრიზში.

ის ჯერ დადიოდა თავრიზის სომხურ დაწყებით სკოლაში, შემდეგ როდესაც ჩრდილოეთ ირანი საბჭოთა ოკუპაციის ქვეშ იყო, დადიოდა რუსულ სკოლაში. როდესაც ირანმა დამოუკიდებლობა დაიბრუნა, გრიგორიანმა შეძლო სპარსულის სწავლა. ედგარ მალოიანმა, სომხური წარმოშობის თავრიზმა გრიგორიანს განუცხადა რომ იგი ბეირუთში, ლიბანში უნდა წასულიყო, რადგან „ის თავრიზში დასარჩენად ძალიან ჭკვიანი იყო“. მან მიიღო მისი რჩევა და სწავლა ბეირუთის სომხეთის კოლეჯში დაიწყო, რომელიც დაამთავრა 1955 წელს. სანამ ბეირუთში გადავიდოდა საცხოვრებლად, ის ლაპარაკობდა აღმოსავლეთ სომხურ ენაზე, რუსულ, სპარსულ და თურქულ ენებზე. მან ერთ წელიწადში ისწავლა ფრანგული ენა. მის მასწავლებლებს შორის იყო სიმონ ვრაციანი, სომხეთის პირველი რესპუბლიკის ბოლო პრემიერ მინისტრი (1918–1920). ვრაციანი გრიგორიანის მენტორი იყო. ის ასევე რეპორტიორად მუშაობდა ბეირუთში, 1956 წელს, შეერთებულ შტატებში ემიგრაციამდე. გრიგორიანი შეერთებულ შტატებში ჩავიდა, თუმცა მას განზრახული ჰქონდა, რომ ბეირუთში დაბრუნდებოდა და სომხეთის ისტორიას საშუალო სკოლაში ასწავლიდა. ერთ-ერთ ინტერვიუში გრიგორიანმა თქვა, რომ ის სწავლობდა პორტუგალიურს, რათა ბრაზილიაში, სან-პაულოში, სომხური საშუალო სკოლის დირექტორი გამხდარიყო. 1956 წელს იგი ჩაირიცხა სტენფორდის უნივერსიტეტში და ორ წელიწადში აიღო ბაკალავრის ხარისხი ისტორიასა და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში.

პედაგოგიური კარიერა რედაქტირება

გრიგორიანმა მიიღო ორმაგი დოქტორის ხარისხი ისტორიასა და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში სტენფორდის უნივერსიტეტიდან, 1964 წელს. დაწერა დისერტაცია, სახელწოდებით „ტრადიციონალიზმი და მოდერნიზმი ისლამში“. [1] მან დაიწყო პედაგოგიური კარიერა კალიფორნიის უნივერსიტეტში, ბერკლიში, სადაც 1960 წელს იყო სომხეთის ისტორიისა და კულტურის ინსტრუქტორი. 1962 და 1968 წლებში ის ასწავლიდა ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ისტორიას, სან ფრანცისკოს სახელმწიფო კოლეჯში. თავდაპირველად იყო ინსტრუქტორი, შემდეგ 1964 წელს დაასახელეს ასისტენტ-პროფესორად, ხოლო 1966 წელს, ისტორიის ასოცირებულ პროფესორად. 1968 წელს, გრიგორიანი იყო ისტორიის მოწვეული ასოცირებული პროფესორი კალიფორნიის უნივერსიტეტში, ლოს ანჯელესში. შემდეგ, 1968-1970 წლებში გახდა ტეხასის ოსტინის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ხოლო ისტორიის პროფესორი 1970-1972 წლებში.

გრიგორიანი შეუერთდა პენსილვანიის უნივერსიტეტის ფაკულტეტს 1972 წელს, როგორც სომხეთისა და კავკასიის ისტორიის და სამხრეთ აზიის ისტორიის პროფესორი. 1974 წელს იგი გახდა პენის ხელოვნებისა და მეცნიერების ფაკულტეტის დამფუძნებელი დეკანი, ამ თანამდებობაზე იყო 1978 წლამდე. 1980 წელს გრიგორიანი განიხილებოდა პენსილვანიის უნივერსიტეტის პრეზიდენტობის კანდიდატად. თუმცა, უნივერსიტეტის რწმუნებულებმა მის ნაცვლად შელდონ ჰეკნი აირჩიეს. [2]

1984 წლიდან 1989 წლამდე გრიგორიანი იყო ისტორიისა და ახლო აღმოსავლეთის კვლევების პროფესორი ნიუ -იორკის უნივერსიტეტსა და სოციალური კვლევის ახალ სკოლაში.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Mitchell, Martha. Gregorian, Vartan. Brown University (1993). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-02-22. ციტირების თარიღი: 2021-10-12.
  2. (2015) Becoming Penn: The Pragmatic American University, 1950-2000. University of Pennsylvania Press.