ვარდენ გრიგოლის ძე წულუკიძე (დ. 8 ნოემბერი, 1865, სოფ. საწულუკიძეო, ახლანდ. ხონის მუნიციპალიტეტი, — გ. 20 მაისი, 1923, თბილისი) — თავადი, ქართველი სამხედრო მოღვაწე, გენერალი. მსახურობდა რუსეთის იმპერიის, შემდეგ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში. საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ იყო საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის სამხედრო ცენტრის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. დახვრიტეს ჩეკას გადაწყვეტილებით კოტე აფხაზთან და სხვა ქართველ სამხედროებთან ერთად.

ვარდენ წულუკიძე

ვარდენ წულუკიძე
დაბადების თარიღი 8 ნოემბერი, 1865
გარდაცვალების თარიღი 20 მაისი, 1923 (57 წლის)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები რედაქტირება

  • 1907: წმინდა ანას III ხარისხის ორდენი
  • 1911: წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი
  • 1915: წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი (მახვილებითა და ბაფთით)
  • 1916: წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი (მახვილებით)
  • 1916:წმინდა ანას II ხარისხის ორდენი (მახვილებით)

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება