ვაჟა კუბლაშვილი (დ. 1 სექტემბერი, 1930, სოფელი ღვანკითი — გ. 17 ივლისი, 2004) — ქართველი მომღერალი (ტენორი). საქართველოს სახალხო არტისტი (1990).

1958 წელს დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი და პარალელურად მუსიკალური სასწავლებელი. 1966 წელს დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (ვოკალური).

1968–2004 წლებში იყო ქუთაისის ოპერის თეატრის წამყვანი სოლისტი. მის რეპერტუარში იყო: აბესალომი, თანდარუხი, მალხაზი, გურამი (ზ. ფალიაშვილი „აბესალომ და ეთერი“, „დაისი“, „ლატავრა“), ნიკო, მასხარა (მ. ბალანჩივაძე „დარეჯან ცბიერი“), მინდია (ო. თაქთაქიშვილი „მინდია“, შეასრულა 100–ჯერ), კოტე (ვ. დოლიძე „ქეთო და კოტე“), ზაქრო, მეურმე (ა. ანდრიაშვილი „კაკო ყაჩაღი“), ბაში–აჩუკი, ბერუჩა (ა. კერესელიძე „ბაში–აჩუკი“, II რედაქცია „ბერუჩა“), არსაკიძე (შ. მშველიძე „დიდოსტატის მარჯვენა“), თავადი ერისთავი (დ. თორაძე „ჩრდილოეთის პატარძალი“), ბერდო (რ. ლაღიძე „ლელა“), ორფეოსი (ბ. კვერნაძე „მედეა“).

2003 წელს ქუთაისის ოპერის წინ გაიხსნა ვაჟა კუბლაშვილის ვარსკვლავი.

ჯილდოები და აღიარება

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება