ქუთაისის ოპერის თეატრი
ქუთაისის ოპერის თეატრი — თეატრი ქუთაისში. 1969 წელს გაიხსნა 1940-იანი და 1960-იანი წლების რეკონსტრუქციების შედეგად სახემიღებულ შენობაში, რომელიც 1946 წელს ხანძრის შედეგად თითქმის განდაგურებულ ხარაზოვის ცნობილ თეატრსა და ძმები ოცხელების სახლს მოიცავს (წმ. ნინოს ქ. N17).
ქართული სათეატრო წარმოდგენები ქალაქში 1861 წლიდან იმართებოდა, კირილე ლორთქიფანიძის, დიმიტრი ბაქრაძისა და აკაკი წერეთლის თაოსნობით. მუდმივი დასი, რომელიც კოტე მესხმა 1880 წელს ჩამოაყალიბა, მეორე გილდიის ვაჭრის სტეფანე ხარაზიშვილის მიერ საგანგებოდ თეატრისათვის აგებულ შენობაში განთავსდა.
ქუთაისის თეატრში სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ: ლ. მესხიშვილი, კოტე მარჯანიშვილი, ალექსანდრე იმედაშვილი, ვასო აბაშიძე, უშანგი ჩხეიძე, ვერიკო ანჯაფარიძე, შ. ღამბაშიძე და სხვა.