ვალერა
ვალერა (ესპ. Valera) — ქალაქი ვენესუელაში, ტრუხილიოს შტატში. მდებარეობს მარაკაიბოს ტბის აღმოსავლეთით, მდინარეების მომბოისა და მოტატანს შორის, ზღვის დონიდან 547 მ სიმაღლეზე. ტრუხილიოდან დაშორებულია 33 კილომეტრით. ტრუხილიოს შტატის კომერციული ცენტრი. განვითარებულია სოფლის მეურნეობა. მოჰყავთ შაქრის ლერწამი, კაკაო, ყავა.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ვალერა Valera | |||||
ქალაქ ვალერას ხედი | |||||
| |||||
ქვეყანა | ვენესუელა | ||||
შტატი | ტრუხილიო | ||||
კოორდინატები | 9°19′00″ ჩ. გ. 70°36′00″ დ. გ. / 9.31667° ჩ. გ. 70.60000° დ. გ. | ||||
ფართობი | 226.45 კვადრატული კილომეტრი | ||||
ცენტრის სიმაღლე | 547 მ | ||||
მოსახლეობა | 128.190 კაცი (2001) | ||||
სატელეფონო კოდი | 0271 | ||||
საფოსტო ინდექსი | 3101 | ||||
ოფიციალური საიტი | alcaldiadevalera.gob.ve | ||||
2001 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 128.190 კაცს. ჰაერის საშუალო ტემპერატურა უტოლდება 25°C-ს. ნალექების რაოდენობა წელიწადში 1016 მმ.
1853 წელს ქალაქი იმსხვერპლა ძლიერმა ეპიდემიამ, რის შედეგად მოსახლეობა გაიხიზნა. თუმცა მოგვიანებით ქალაქი მალევე აღორძინდა. გამოსცემს სამ გაზეთს: Diario de Los Andes, Todo Primicias და the Diario El Tiempo. არის ასევე რადიოსადგური.